ფილტვის ფიბროზი

დაავადების აღწერა

ფილტვის ფიბროზი ვითარდება მაშინ, როდესაც ფილტვის ქსოვილი ზიანდება და ნაწიბუროვანდება. ეს შესქელებული და გამაგრებული ქსოვილი ართულებს ფილტვის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფილტვის ფიბროზის გაუარესების შედეგად პაციენტს სულ უფრო მეტად უჭირს სუნთქვა.

ფილტვის ფიბროზთან დაკავშირებულ დანაწიბუროვანებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ექიმები ვერ ხვდებიან მდგომარეობის კონკრეტულ მიზეზს. როდესაც მიზეზის პოვნა ვერ ხერხდება, მდგომარეობს იდიოპათიური ფილტვის ფიბროზი ეწოდება.

ფილტვის ფიბროზით გამოწვეული დაზიანების აღდგენა შეუძლებელია, თუმცა მედიკამენტები და სხვა სამკურნალო საშუალებები ამსუბუქებენ სიმტპომებს და აუმჯობესებენ ცხოვრების ხარისხს. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ფილტვის ტრანსპლანტაცია შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს.

გამომწვევი მიზეზი

ფილტვის ფიბროზი იწვევს ჰაერის ბუშტუკების(ალვეოლები) გარშემო არსებული ქსოვილების შესქელებასა დანაწიბუროვანებას ფილტვბში. მდგომარეობა ართულებს ჟანგბადის სისხლის მიმოქცევაში გადასვლას. დაზიანება შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით : სამსახურში ტოქსინებთან კონტაქტი, ფილტვის ზოგიერთი დაავადება, ფილტვის ან სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს ჩატარებული სხივური თერაპია და ზოგიერთი მედიკამენტური მკურნალობა.

სამსახურეობრივი და გარემო ფაქტორები

ხანგრძილივი კონტაქტი ტოქსინებთან და დამაბინძურებელ აგენტებთან იწვევს ფილტვის ქსოვილის დაზიანებას. ასეთი ტოქსინები და დამაბინძურებელი აგენტებია:

  • სილიკატის მტვერი
  • აზბესტის ბოჭკოები
  • მარცვლეულის მტვერი
  • ცხოველების განავალი



სხივური თერაპიები

ზოგიერთი ადამიანს, რომელიც იტარებს სხივურ თერაპიას ფილტვის ან სარძევე ჯირკვლის დროს, უვითარდებათ ფილტვის დაზიანების ნიშნები თვეების ან ზოგჯერ, წლების შემდეგაც კი. ფილტვის დაზიანების სიმძიმე დამოკიდებულია:

  • ფილტვის დასხივებული ნაწილის მოცულობაზე
  • დასხივების რაოდენობაზე
  • თან ახლდა თუ არა სხივურ თერაპიას ქიმიოთერაპია
  • ფილტვის რაიმე სხვა დაავადების თანაარსებობა



მედიკამენტები

ბევრი წამალი აზიანებს ფილტვებს, განსაკუთრებით კი:

  • ქიმიოთერაპიული წამლები. წამლები, რომლებიც კლავენ კიბოს უჯრედებს, მაგალითად მეთოტრექსატი (ტრექსალი) და ციკლოფოსფამიდი (ციტოქსანი).
  • გულის მედიკამენტები. არითმიების სამკურნალო წამლები, როგორიცაა ამიოდარონი(კორდარონი, ნექსტერონი, პაცერონი) ან პროპრანოლოლი (ინდეროლი, ინოპრანი).
  • ზოგიერთი ანტიბიოტიკი. ნიტროფურანტოინი (მაკრობიდი, მაკროდანტინი, სხვები) და სულფასალაზინი (აზულფიდინი).



ჯანმრთელობის პრობლემები

ფილტვის დაზიანებას ასევე იწვევენ:

  • ტუბერკულოზი
  • პნევმონია
  • მგლურა
  • რევმატოიდული ართრიტი
  • სარკოიდოზი
  • სკლეროდერმა



ფილტვის ფიბროზის გამომწვევი ნივთიერებებისა და მდგომარეობების სია დიდია. მიუხედავად ამისა, უმეტეს შემთხვევაში, მდგომარეობის გამომწვევი მიზეზის პოვნა ვერ ხერხდევა. თვალსაჩინო მიზეზის გარეშე ფილტვის ფიბროზს იდიოპატიური ფილტვის ფიბროზი ეწოდება.

მკლვევარებს აქვთ რამოდენიმე თეორია, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს იდიოპათიური ფილტვის ფიბროზი: ზოგიერთი ვირუსი ან თამბაქოს ბოლი. რადგანაც იდიოპათიური ფილტვის ფიბროზის ზოგიერთი ტიპი მშობლიდან შვილზე გადადის, მიჩნეულია, რომ გენეტიკა ასევე იღებს მონაწილეობას დაავადების განვითარებაში.

სიმპტომები

ფილტვის ფიბროზის სიმპტომები:

  • სუნთქვის უკმარისობა (დისპნეა)
  • მშრალი ხველა
  • დაღლილობა
  • მოულოდნელი წონაში კლება
  • სახსრების და კუნთების ტკივილი



ფილტვის ფიბროზის მსვლელობა და სიმპტომების სიმძიმე პაციენტებს შორის განსხვავებულია. ზოგიერთი ადამიანი ძალიან სწრაფად ავადდება მძიმე შემთხვევების დროს. დანარჩნებს შედარებით მსუბუქი სიმტპომები აღენიშნებათ, რომლებიც ვითარდებიან ნელა – თვეებისა და წლების განმავლობაში.