ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები

დაავადების აღწერა

ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები არის დაავადებების დიდი ჯგუფი, რომელთაც აერთიანებთ ფილტვის ქსოვილისა ფიბროზი. ფილტვების ინტერსტიციული დაავადებებთან ასოცირებული ფიბროზი იწვევს ფილტვების პროგრესულ დაზიანებას და საბოლოო ჯამში ამცირებს ფილტვების მოძრაობის და საკმარისი ჟანგბადის მიღების უნარს.

ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები შეიძლება დავყოთ ცნობილ და უცნობ მიზეზებით გამოწვეულებად. ცნობილი მიზეზებია აუტოიმუნური და რევმატოლოგიური დაავადებები, პროფესიული და ორგანულ გამღიზიანებლებთან კონტაქტი, მედიკამენტები და რადიაცია. უცნობი მიზეზებით განვითარებული ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებებში ყველაზე ხშირია იდიოპათიური პულმონარული ფიბროზი, რომელიც არის სპეფიციკური და ფიბროზული დაავადება, მას მოსდევს იდიოპათიური ინტერსტიციული პნევმონიები, მაგალითად არასპეფიციური ინტერსტიციალური პნევნომია და სარკოიდოზი.

ფილტვების ფიბროზი შეუქცევადი დაზიანებაა. მედიკამენტებმა შეიძლება შეანელონ ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების პროგრესირება, თუმცა ბევრი ადამიანში ფილტვების ფუნქცია სრულად არ აღდგება. ფილტვების ტრანსპლანტაცია რეკომენდირებულია ადამიანებში, რომლებსაც მკურნალობის მიუხედავად უმძიმდებათ ფილტვების ინტერსტიციული დაავადება.

გამომწვევი მიზეზი

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება შეიძლება განვითარდეს დამაზიანებელ ფაქტორზე ანომალიური პასუხის შედეგად. ჩვეულებრივ, ორგანიზმი წარმოქმნის დაზიანების შესაბამის ფიბროზულ ქსოვილს. ფილტვების ინტერსტიციული დაავადების დროს ეს პროცესი ხანგრძლივდება და წარმოიქმნება ჭარბი ფიბროზული ქსოვილი, რომელიც იწვევს ალვეოლების გასქელებას და დაზიანებას. ეს ართულებს ჟანგბადის გადასვლას სისხლში.

ფილტვების ინტერსტიციული დაავადების გამშვებ ფაქტორად შეიძლება ბევრი მდგომარეობა მოგვევლინოს. ესენია აუტოიმუნური დაავადებები, ორგანულ და არაორგანულ ნაერთებთან კონტაქტი სახლში ან სამსახურში, მედიკამენტები და რადიაციის ზოგიერთი ტიპი. ზოგ შემთხვევაში, მიზეზი უცნობია.

პროფესიული და გარემო ფაქტორები

მრავალ ორგანულ და არაორგანულ ნაერთთან ხანგრძლივ კონტაქტს შეუძლია გამოიწვიოს ფილტვების დაზიანება. ესენია:

  • აზბესტი
  • ფრინველების ცილები (შინაური ცხოველები და ფრთების-შემცვლელი პროდუქტები)
  • ქვანახშირი
  • მარცვლეული
  • ობი აბაზანაში და წყლით დაზიანების ადგილებში
  • სილიკონი



მედიკამენტები და რადიაცია

ბევრ წამალს შეუძლია დააზიანოს ფილტვები. ესენია:

  • ქიმიოთერაპიული/იმუნომოდულატორული წამლები, მაგალითად მეთროტრექსატი და ციკლოფოსფამიდი
  • გულის წამლები, მაგალითად ამიოდარონი და პროპრანოლოლი
  • ზოგიერთი ანტიბიოტიკი, მაგალითად ნიტროფურანტოინი და სულფასალაზინი



ზოგიერთ ადამიანს, რომლებსაც ფილტვის ან მკერდის კიბოს სამკურნალოდ რადიაციულ თერაპიას უტარებენ, შეიძლება ფილტვის დაზიანების ნიშნები მრავალი თვის ან წლის შემდეგ გამოუვლინდეს. დაზიანების სიმწვავე დამოკიდებულია:

  • ფილტვის რა ნაწილზე მოხდვდა რადიაცია
  • რა დოზით იყო რადიაცია გამოყენებული
  • გამოიყენეს თუ არა აგრეთვე ქიმიოთერაპია
  • არსებობს თუ არა ფილტვის სხვა დაავადება



სამედიცინო მდგომარეობები

ფილტვის დაზიანება შეიძლება დაკავშირებული იყოს შემდეგ აუტოიმუნურ დაავადებებთან:

  • დერმატომიოზიტი/პოლიმიოზიტი
  • შერეულ-შემაერთებელქსოვილოვანი დაავადება
  • პულმონარული ვასკულიტი (მიკროსკოპული პოლიანგიიტი)
  • რევმატოიდული ართრიტი
  • სარკოიდოზი
  • სკლეროდერმა
  • შოგრენის სინდრომი
  • სისტემური წითელი მგლურა
  • არადიფერენცირებული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადება



მრავალი გამოკვლევის და ანალიზის შედეგად გამომწვევი მიზეზი შეიძლება ვერ დადგინდეს. დაავადებები, რომლებსაც უცნობი გამომწვევი აქვთ, გაერთიანებულია ჯგუფში სახელად იდიოპათიური ინტერსტიციული პნევნონიები. კლასიფიკაცია დამოკიდებულია ქსოვილის ტიპზე.

სიმპტომები

ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების ძირითადი ნიშნები და სიმპტომებია:

  • მშრალი ყველა
  • სუნთქვის უკმარისობა მოსვენებისას ან ვარჯიშის დროს



როდის მივმართოთ ექიმს

სიმპტომების გაჩენის მომენტში შეიძლება უკვე განვითარებული იყოს ფილტვების შეუქცევადი დაზიანება. მნიშვნელოვანია ექიმთან მისვლა სუნთქვის პრობლემების გაჩენისთანავე. ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების გარდა ბევრ სხვა მდგომარეობას შეუძლია ფილტვების დაზიანება, ამიტომ სწორი მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია ზუსტი და დროული დიაგნოზის დასმა.