ფილტვისმიერი ჰიპერტენზია
დაავადების აღწერა
ფილტვისმიერი ჰიპერტენზია წარმოადგენს სისხლის მაღალი წნევის ფორმას, რომლის დროსაც ჩართულია ფილტვის არტერიები და გულის მარჯვენა მხარე.
ფილტვისმიერი ჰიპერტენზია ვითარდება ფილტვში არსებულ მცირე ზომის არტერიებში, რომლებსაც ფილტვის არტერიებს უწოდებენ. ვიწროვდება, იხშობა და ნადგურდება კაპილარები. ეს მდგომარეობა ართულებს ფილტვებში სიხლის დინებას და მაღლა წევს ფილტვის არტერიების წნევას. წნევის მომატებასთან ერთად, გულის ქვედა მარჯვენა საკანმა (მარჯვენა პარკუჭი) უნდა იმუშაოს უფრო ძლიერად, რათა გადატყორცნოს სიხლი ფილტვებში. მდგომარეობის შედეგად გულის კუნთი სუსტდება და ვითარდება უკმარისობა.
ფილტვისმიერი ჰიპერტენზია სერიოზული დაავადებაა, რომლელიც დროთა განმავლობაში უარესდება და შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი. მიუხედავად იმისა, რომ ფილტვისმიერი ჰიპერტენზია უკურნებელია, სამკურნალო საშუალებები ამსუბუქებენ სიმტპომებს და აუმჯობესებენ სიცოცხლის ხარისხს.
გამომწვევი მიზეზი
გულს გააჩნია ორი ზედა და ორი ქვედა საკანი. ყოველთვის, როდესაც სისხლი გულში ჩაედინება, მარჯვენა ქვედა საკანი (მარჯვენა პარკუჭი) სისხლს გადატყორცნის ფილტვებისაკენ დიდი ზომის სიხლძარღვის(ფილტვის არტერია) გავლით. ფილტვებში, სისხლი ათავისუფლებს ნახშიროჟანგს და იღებს ჟანგბადს. ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი ფილტვში არსებული სისხლძარღვების(ფილტვის არტერიები, კაპილარები და ვენები) საშუალებით გადადის გულის მარცხენა მხარეს.
ნორმალურ პირობებში, სისხლი თავისუფლად მიედინება ფილტვში არსებულ სისხლძარღვებში, შესაბამისად სისხლის წნევა ფილტვებში დაბალია. ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის დროს, სისხლის წნევის მატება გამოწვეულია ფილტვის არტერიების კედლებში არსებულ უჯრედებში მიმდინარე ცვლილებებით. ეს ცვლილებები იწვევენ დამატებითი ქსოვილის წარმოქმნას, რის შედეგადაც ვიწროვდება ან სრულად იხშობა სიხლძარღვები, რაც განაპირობებს არტერიების გამაგრებას და შევიწროებას. პროცესი იწვევს სიხლის დინების გაძნელებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს სისხლის წნევის მატებას ფილტვის არტერიებში.
იდიოპათიური ფილტვისმიერი ჰიპერტენზია
როდესაც ფილტვებში სისხლის მაღალი წნევის მიზეზის პოვნა ვერ ხერხდება, მდგომარეობას იდიოპათიური ფილტვისმიერი ჰიპერტენზია ეწოდება.
იდიოპათიური ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის მქონე ადამიანების ნაწილში აღინიშნება გენი, რომელიც არის რისკ ფაქტორი მდგომარეობის განვითარებისთვის. თუმცა პაციენტების უმრავლესობაში, ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის მიზეზი უცნობია.
მეორადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია
ფილტვისმიერ ჰიპერტენზიას, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთლობის სხვა პრობლემებით, მეორადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია ეწოდება. დაავადების ეს ფორმა უფრო ხშირია, ვიდრე იდიოპათიური ტიპი. მეორადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის მიზეზები:
- სისხლის კოლტები ფილტვებში (ფილტვის არტერიის ემბოლია)
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, როგორიცაა ემფიზემა
- შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა სკლეროდერმა და მგლურა
- ძილის აპნოე და ძილის სხვა დაავადებები
- გულის თანდაყოლილი პათოლოგიები
- ნამგლისებრი ანემია
- ღვიძლის ქრონიკული დაავადება(ციროზი)
- შიდსი
- ფილტვის დაავადებები, როგორიცაა ფილტვის ფიბროზი – მდგომარეობა, რომელიც იწვევს ფილტვის ქსოვილების დანაწიბუროვანებას
- მარცხენამხრივი გულის უკმარისობა
- 2,500 მეტრზე მეტ სიმაღლეზე ცხოვრება
- 2,500 მეტრზე მეტ სიმაღლეზე ასვლა აკლიმატიზაციის გარეშე
- ზოგიერთი მასტიმულირებელი წამლის მიღება, როგორიცაა კოკაინი
ეიზენმენგერის სინდრომი და ფილტვისმიერი ჰიპერტენზია
ეიზენმენგერის სინდრომი წარმოადგენს გულის თანდაყოლილი დეფექტების ერთ-ერთ ფორმას, რომელიც იწვევს ფილტვისმიერ ჰიპერტენზიას. ეიზენმენგერის სინდრომი გამოწვეულია გულში ქვედა ორ საკანს (პარკუჭები) შორის არსებული დიდი ზომის ღრუს შედეგად.მდგომარეობას პარკუჭოვანი ძგიდის დეფექტსაც უწოდებენ. ეს ღრუ განაპირობებს სისხლის არანორმალურ მიმოქცევას გულში. ჟანგბადით მდიდარი სისხლი ირევა ჟაგნადბის დაბალი შემცველობის მქონე სისხლში. სისხლი ბრუნდება ფილტვებში იმის მაგივრად, რომ გადავიდეს ორგანიზმის დანარჩენ ნაწილში, შედეგად ფილტვის არტერიებში წნევა იმატებს და ვითარდება ფილტვისმიერი ჰიპერტენზია
სიმპტომები
ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის სიმპტომები ადრეულ ეტაპებზე შესაძლოა არ იყოს შესამჩნევი თვეებისა და ზოგჯერ წლების განმავლობაშიც კი. დაავადების სვლასთან ერთად სიმპტომები უარესდება.
ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის სიმპტომები:
- გულის უკმარისობა(დისპნეა), რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის პირობებში ვითარდება, შემდგომ კი მოსვენების პერიოდშიც
- დაღლილობა
- თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვის ეპიზოდები(სინკოპე)
- ზეწოლის შეგრზნება ან ტკივილი მკერდის არეში
- შესიება(ედემა) კოჭების, ქვედა კიდურების და საბოლოო ჯამში მუცლის (ასციტი) არეში
- კანისა და ტუჩების მოლურჯო შეფერილობა (ციანოზი)
- გულის ფრიალი და სწრაფი პულსი