ფოლიკულიტი

დაავადების აღწერა

ფოლიკულიტი კანის ხშირი დაავადებაა, რომლის დროსაც მიმდინარეობს თმის ფოლიკულების ანთება. მისი გამომწვევი მიზეზი, როგორც წესი, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციაა. თავდაპირველ ეტაპებზე, დაზიანება გამოიყურება, როგორც მცირე ზომის წითელი ამობურცულობა ან თეთრთავიანი მუწუკი თმსი ფოლიკულის გარშემო. თმის ფოლიკულა მცირე ზომის ჯიბისებრი სხეულია, რომელშიც თმა იზრდება. ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს და გარდაიქმნას ძნელად სამკურნალო, ფუფხიან მუწუკებად.

მდგომარეობა არ არის სიცცხლისთვის საშიში. თუმცა ფოლიკულიტი იწვევს ქავილს, ტკივილსა და უხერხუობას. მძიმე ინფექციები იწვევენ თმის სამუდამო დაკარგვასა და ნაწიბურის გაჩენას.

თუ პაციენტს აღენიშნება მსუბუქი ფორმა, მოსალოდნელია, რომ სახლის პირობებში მკურნალობის შედეგად რამოდენიმე დღეში ფოლიკულიტი გაქრეს. თუმცა ფოლიკულიტის უფრო სერიოზული შემთხვევების დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ფოლიკულიტის ზოგიერთ ტიპს სამართებლისმიერი ამობურცულობა ან დალაქის ქავილი ეწოდება.

გამომწვევი მიზეზი

ფოლიკულიტი გამოწვეულია თმის ფოლიკულების ანთებით, რომელსაც, ძირითადად, სტაფილოკოკუს აურეუსი განაპირობებს. ფოლიკულიტს აგრეთვე იწვევენ ვირუსები, სოკოები და ასევე ჩაბრუნებული თმა.

მდგომარეობა იყოფა, როგორც ზედაპირული და სიღრმისეული. ფოლიკულიტის დახასიათბა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცულობითაა დაზიანებული თმის ფოლიკულა. სიღრმისეული ფოლიკულიტი უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

ფოლიკულები ყველაზე მჭირდოდ სკალპზეა განლაგებული. ფოლიკულები სხეულის ყველა ნაწილში გვხვდებიან, გარდა ხელისგულებისა, ფეხისგულებისა, თუჩებისა და ლორწოვანი გარსებისა. დაზიანებული ფოლიკულა ინფექციის რისკს ზრდის.

ფოლიკულის დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზები:

  • პარსვით ან მჭიდროდ ჩაცმით გამოწვეული ხახუნი
  • სიცხე და ოფლიანობა, მაგალითად რეზინის ხელთათმანების ტარების დროს
  • კანის ზოგიერთი დაავადება, მაგალითად დერამტიტი ან აკნე
  • კანის დაზიანება, მაგალითად გაფხაჭვნა ან ქირურგიული ჭრილობა
  • კანის დამფარავები, მაგალითად პლასტმასის სახვევები ან წებოვანი ლენტა

სიმპტომები

ფოლიკულიტის სიმპტომები:

  • მცირე ზომის წითელი ამობურცულობების ან თეთრთავიანი მუწუკების ჩამოყალიბება თმის ფოლიკულების გარშემო
  • ჩირქიანი ბუშტუკი, რომელიც სკდება და ფუფხდება
  • კანის ანთება და სიწითლე
  • წვისა და ქავილის შეგრზნება კანზე
  • ტკივილი
  • შესიებული, დიდი ზომის მასა ან ამობურცულობა



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ მდგომარეობა არის გავრცელებული სხეულზე ან სიმპტომები არ ქრება რამოდენიმე დღის განმავლობაში. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბიოტიკური ან სოკოს საწინააღმდეგ თერაპია, რათა მოიხსნას პრობლემა.

ზედაპირული ფოლიკულიტის ტიპები

ზედაპირულ ფოლიკულიტის ტიპები:

  • ბაქტერიული ფოლიკულტი. ეს ხშირი ფორმაა, რომლის დროსაც აღინიშნება ქავილის გამომწვევი, თეთრი ფერის, ჩირქით სავსე ამობურცულობები. როდესაც ბაქტერიული ფოლიკულიტი აღინიშნება მამაკაცის წვერის ადგილას, მას დალაქის ქავილი ეწოდება. ეს მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როდესაც თმის ფოლიკულების ინფექციას იწვევს ბაქტერია, როგორცს წესი, სტაფილოკოკუს აურეუსი. ეს ბაქტერია მუდმივად ბინადრობს კანზე. თუმცა მას პრობლემების შექმნა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეაღწევს ორგანიზმში ჭრილობის ან რაიმე დაზიანების საშუალებით.
  • ფსევდომონური ფოლიკულიტი. ამ ფორმას იწვევს ფსევდომონას ბაქტერია. ბაქტერიასთან შეხება ბევრ ადგილასაა შესაძლებელი, მათ შორის ცხელ აბაზანში ან გამთბარ საცურაო აუზებში, სადაც ქლორისა და pH-ის დონეები არ არის კარგად რეგულირებული. პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს წითელი ფერის, მრგვალი, ქავილის გამომწვევი გამონაყარი ბაქტერიასთან კონტაქტის შემდგომ 1-4 დღის შემდეგ. გამონაყარი შესაძლოა გარდაისახოს მცირე ზომის, ჩირქით სავსე ბუშტუკებად(პუსტულა).

    გამონაყარის გაჩენა უფრო ხშირია იმ ადგილებში, სადაც საცურაო კოსტუმი აკავებს დაბინძურებულ წყალს კანზე, მაგალითად ბარძაყების უკანა ნაწილში.

  • დალაქის ქავილი. ამ მდგომარეობას თმის ჩაბრუნება იწვევს. ფოლიკულიტის ეს ფორმა ძირითადად შავკანიან მამაკაცებში გვხვდება, რომლებიც რეგულარუალდ იპარსავენ წვერს. თმის ჩაბრუნება, როგორც წესი, სახისა და კისრის არეში გვხვდება. ბიკინის ცვილის მომხმარებელ ადამიანებს დაავადება შესაძლოა საზარდულის არეში აღენიშნებოდეთ. მდგომარეობამ შესაძლოა განაპირობოს მუქი ფერის, ამობურცული ნაწიბურების დატოვება.
  • პიტიროსპორუმის ფოლიკულიტი. ეს ფორმა განსაკუთრებით ხშირია თინეიჯერებსა და ზრდასრულ მამაკაცებში. დაავადების მიზეზია სოკოს ინფექცია, რომელიც იწვევს ქრონიკულ, წითელი ფერის, ქავილის გამომწვევ პუსტულებს ზურგსა და მკერდზე. ზოგიერთ შემთხვევაში დაზიანება ვითარდება კისრის, მხრების, მკლავის ზედა ნაწილისა და სახის არეში.



ღრმა ფოლიკულიტის ტიპები

სიღრმისეული ფოლიკულიტი, რომელიც მოიცავს თმის მთლიან ფოლიკულას, ბევრ ფორმაში გვხვდება:

  • სიკოზის ბარბა. ეს ფორმა ძირითადად იმ მამაკაცებში გვხვდება, რომლებიც იწყებენ წვერის პარსვას. თავდაპირველად, მცირე ზომის პუსტულები ჩნდება ზედა ტუჩზე, ნიკაპსა და ყბაზე. თუმცა დღეებისა და კვირების შემდეგ გამონაყარი უფრო თვალსაჩინო ხდება, რადგან ადამიანი აგრძელებს პარსვას. მძიმე ფორმის სიკოზის ბარბა იწვევს ნაწიბურის გაჩენას.
  • გრამ-ნეგატიური ფოლიკულიტი. ეს ფორმა, ზოგიერთ შემთხვევაში, ყალიბდება მაშინ, როდესაც პაციენტი ხანგრძლივად იღებს ანტიბიოტიკებს აკნეს სამკურნალოდ. ანტიბიოტიკები ცვლიან ბაქტერიების ფლორის ნორმალურ ბალანსს ცხვირის ღრუში. ეს განაპირობებს გამრავლებას მავნებელი ორგანიზმებისა, რომლებსაც გრამ-ნეგატიურ ბაქტერიებს უწოდებენ. უმეტეს შემთხვევაში, მდგომარეობა არ იწვევს პრობლემებს და ბაქტერია ნორმალურ ფორმას უბრუნდება ანტიბიოტიკების შეწყვეტის შემდგომ. თუმცა იშვიათად, გრამ-ნეგატიური ბაქტერია ვრცლედება ცხვირისა და პირის ღრუს ირგვლივ მდებარე კანზე. ეს იწვევს ახალ, უფრო მძიმე ფორმის აკნეს განვითარებას.
  • ფურუნკულები და კარბუნკულები. ფურუნკულები და კარბუნკულები ვითარდება მაშინ, როდესაც სტაფილოკოკუს აურეუსის ბაქტერია იწვევს სიღრმისეულ ანთებას თმის ფოლუკულებში. ფურუნკულა სწრაფად ვითარდება. იგი არის მტკივნეული და გამოიყურება, როგორც ვარდისფერი ან წითელი ამობურცულობა. გარშემო მყოფი კანი ასევე წითლდება და სივდება. შემდგომ ეს ამობურცულობა ივსება ჩირქით, იზრდება და ხდება უფრო მტკივნეული იქამდე, სანამ იგი ამოხეთქავს და გაიწოვება. მცირე ზომის ფურუნკულა, როგორც წესი, შუშდება და არ ტოვებს ნაწიბურს. დიდი ზომის ფურუნკულამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწიბურის დატოება.
  • კარბუნკულა არის ფურუნკულების გროვა. იგი, ძირითადად, ჩნდება ზურგისა და კისრის არეში, მხრებზე ან ბარძაყის უკანა ნაწილში. კარბუნკულა იწვევს უფრო ღრმა და მძიმე ინფექციას, ვიდრე ერთი ფურუნკულა. შედეგად, იგი შუშდება ნელა და მოსალოდნელია, რომ დატოვოს ნაწიბუროვანი ქსოვილი.
  • ეოზინოფილური ფოლიკულიტი. ეს ტიპი ძირითადად შიდსის მქონე პაციენტებში გვხვდება. სიმპტომები: ინტენსიური ქავილი და განმეორებითი ტიპის ანთებით მიმდინარე, ჩირქით სავსე მუწუკები სკალპზე, სახეზე, კისრისა და მკერდის ზედა ნაწილის არეებში. მუწუკები, როგორც წესი, ვრცელდებიან და მორჩენის შემდგომ საკუთარ ადგილას ტოვებენ ნორმალურზე მუქი შეფერილობის კანს(ჰიპერპიგმენტაცია). ეოზინოფილური ფოლიკულიტის ზუსტი მიზეზები უცნობია. თუმცა მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს სოკოვანი ინფექცია, რომელიც იწვევს პიტიროსპორუმის ფოლიკულიტს.