ფრჩხილის სოკო

დაავადების აღწერა

ფრჩხილის სოკო ხშირი დაავადებაა, რომელიც თავს იჩენს, როგორც თეთრი ან ყვითელი ლაქა ფეხისა და ხელის ფრჩილების წვეროს ქვეშ. სოკოვანი ინფექციის სიღრმისეულად ჩასვლის შემდგომ, სოკო იწვევს ფრჩხილის ფერის შეცვლას, მის შესქელებასა და კიდეების დაფშხვნას. ინფექცია აზიანებს რამოდენიმე ფრჩილს მაგრამ, როგორც წესი, არა ყველას.

თუ მდგომარეობა არის მსუბუქი და არ გაწუხებთ, შესაძლოა სამედიცინო ჩარევა არ გახდეს საჭიროს. თუ სოკოვანი ინფექცია იწვევს ტკივილსა და ფრჩილების შესქელებას, საჭიროა საოჯახო პირობებში ზომების მიღება და მედიკამენტების გამოყენება. მიუხედავად წარმატებული მკურნალობისა, ფრჩხილის სოკოს ახასიათებს შებრუნება.

ფრჩხილის სოკოს ასევე ონიქომიკოზს და ტინეა უნგუიუმსაც უწოდებენ. როდესაც სოკოვანი ინფექცია წარმოდგენილია ფეხის თითებსა და ტერფის კანს შორის, მდგომარეობას ათლეტის ტერფი (ტინეა პედის) ეწოდება.

გამომწვევი მიზეზი

ფრჩხილის სოკოვანი ინფექციები, ძირითადად, გამოწვეულია დერმატოფიტი სოკოსგან. მდგოამრეობას ასევე იწვევენ საფუარა და ობის სოკოები.

რა არის სოკო?

სოკოები არიან მიკროსკოპული ორგანიზმები, რომლებსაც არ ესაჭიროებათ მზის სინათლე სიცოცხლისათვის. ზოგიერთი სოკო სასარგებლოა, დანარჩენები კი იწვევენ ავადმყოფობებსა და ინფექციებს. სოკოები:

  • ბინადრობენ თბილ, ნესტიან გარემოში, როგორიცაა საცურაო ბასეინი.
  • შეუძლიათ შემოიჭრან კანში თვალით ძნელად გასარჩევი მცირე ზომის ჭრილობის საშუალებით. ისინი ორგანიზმში აღწევენ ასევე ფრჩხილსა და ფრჩხილის ბუდეს შორის არსებულ მცირე ზომის ნაპრალში.
  • იწვევენ პრობლემებს, თუ თქვენი ფრჩხილები ხშირად ხვდება თბილ და ნესტიან გარემოში.


ფეხის ფრჩხილები და ხელის ფრჩხილები

ფრჩხილის სოკო უფრო ხშირად ფეხის ფრჩხილებზე გვხვდევა, ვიდრე ხელის ფრჩხილებზე. ამის მიზეზებია:

  • ფეხის ფრჩხილები ფეხსაცმლის გამო ხშირად ხვდებიან ბნელ, თბილ და ნესტიან გარემოში, სადაც სოკო ადვილად ცოცხლობს.
  • ფეხის თითებს უფრო ნაკლები სისხლმომარაგება აქვთ, ვიდრე ხელისას. შესაბამისად იმუნური სისტემისთვის ფეხის ფრჩხილის სოკო უფრო რთული ამოსაცნობი და გასამკლავებელია.

სიმპტომები

ფრჩხილის სოკოს არსებობა სავარაუდოა იმ შემთხვევაში, თუ ფრჩხილები:

  • არის შესქეელბული
  • მსხვრევადი ან დაფშხვნილი
  • ფორმა აქვს შეცვლილი
  • არის მუქი ფერის და არ ირეკლავს სინათლეს
  • აქვს მუქი ფერი, რომელსაც იწვევს ფრჩხილის ქვეშ მკვდარი ქსოვილების ნარჩენების არსებობა


ინფიცირებული ფრჩხილები შესაძლოა მოწყდნენ ფრჩხილის ბუდეს. ამ მდგომარეობას ონიქოლიზისი ეწოდება. თქვენ შეასძლოა გრძნობდეთ ტკივილს ფეხის თითებისა და ხელის თითების წვეროებში. ასევე შესაძლოა აღინიშნებოდეს უსიამოვნო სუნი.

როდის მივმართოთ ექიმს

სახლის პირობებში მიღებული ზომების წარუმატებლობის შემტხვევაში მიმართეთ ექმს. ასევე მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი და ფიქრობთ, რომ გივითარდებათ ფრჩხილის სოკო.