ფრინველის (ქათმის) გრიპი

დაავადების აღწერა

ფრინველის (ქათმის) გრიპი გამოწვეულია ინფლუენცა ვირუსით, რომელიც ადამიანებს იშვიათად აინფიცირებს. გრიპის ათეულობით ტიპი არსებობს, მათ შორისაა ორი ყველაზე გავრცელებული შტამი– H5N1 და H7N9. როცა ფრინველის გრიპი აინფიცირებს ადამიანებს, იგი შესაძლოა ფატალურიც იყოს.

ბოლო წლებში, ფრინველის გრიპი გავრცელდა აზიაში, აფრიკასა და ევროპის ნაწილებში. დაინფიცირებული ადამიანების უმრავლესობას ჰქონდა კონტაქტი ფრინველებთან. იშვიათ შემთხვევებში, გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

ექიმები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია მოხდეს გლობალური გავრცელება, თუ ფრინველის გრიპი მუტაციას განიცდის და უფრო ადვილად გადავა ადამიანიდან ადამიანზე. მკვლევარები მუშაობენ ვაქცინაზე, რომელიც დაგვიცავს ფრინველის გრიპისგან.

გამომწვევი მიზეზი

ფრინველის გრიპი ბუნებრივად გავრცელებულია ველურ ფრინველებში, რომელიც შინაურ ცხოველებსაც შეიძლება გადაედოს, როგორიცაა ქათმები, ინდაურები, ბატები და იხვები. დაავადება გადამდებია ინფიცირებული ფრინველის ფეკალიებთან, ან სეკრეციებთან (ცხვირიდან, პირიდან ან თვალებიდან) კონტაქტით.

ბაზრობები ღია ცის ქვეშ. ბაზრობები, სადაც იყიდება ფრინველის ხორცი სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე, ხშირად ინფიცირების წყაროა და ავრცელებს გრიპს საზოგადოებაში.

ინფიცირებული ფრინველის ცუდად მოხარშული ხორცი ან კვერცხი ასევე ავრცელებს გრიპს. ფრინველის ხორცი უსაფრთხოა საკვებად თუ იგი მომზადდა 75 გრადუსამდე ცელსიუსით. კვერცხი უნდა მომზადდეს, სანამ გული და ცილა მყარია.

სიმპტომები

ნიშნები და სიმპტომები ვლინდება ინფიცირებიდან ორი–რვა დღის შემდეგ, გრიპის ტიპის მიხედვით. ძირითადად, სიმპტომები ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებს გავს. ესენია:

  • ხველა
  • სიცხე
  • ყელის ანთება
  • კუნთის ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ზოგიერთ ადამიანს ასევე აქვს გულისრევის შეგრძნება, ღებინება ან ფაღარათი. იშვიათად, თვალის მსუბუქი ინფექცია (კონიუქტივიტი) ინფიცირების ერთადერთი ნიშანია.


 
როდის მივმართოთ ექიმს
სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ სიცხე, ხველა, სხეულის ტკივილი და ახლახანს იმოგზაურეთ იმ ადგილას, სადაც ფრინველის გრიპი გავრცელებული იყო. უთხარით ექიმს, ხომ არ ეწვიეთ ფერმას ან ბაზრობებს.