ფსევდო–ნიკრისის ქარი (პოდაგრა)

დაავადების აღწერა

ფსევდოპოდაგრა ართრიტის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ხასიათდება უცაბედი, მტკივნეული შესიებით ერთი ან მეტი სახსრის არეში. ასეთ იეპიზოდები შესაძლოა დღეების ან კვირების განმავლობაში გაგრძელდეს. ყველაზე ხშირად ზიანდება მუხლის სახსარი.

ტერმინი “ფსევდოპოდაგრა” გამოიყენება დაავადების პოდაგრისადმი მსგავსების გამო. დაავადებას ასევე კალციუმის პიროფოსფატის დეპოზიციის დაავადებაც ეწოდება. კრისტალების გროვები სახსრებში იწვევენ ორივე მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ კრისტალის ტიპები განსხვავებულია ამ დაავადებებში.

უცნობია, თუ რა იწვევს კრისტალების დაგროვებას სახსრებში, თუმცა დაავადების განვითარების რისკი მატულობს ასაკთან ერთად. მკურნალობამ შესაზლოა შეამციროს ტკივილი და ანთება.

გამომწვევი მიზეზი

ფსევდოპოდაგრა უკავშირდება კალციუმის პიროფოსფატ დიჰიდრატის კრისტალების დაგროვებას დაზიანებულ სახსრებში. კრისტალების რაოდენობა იმატებს ასაკის მატებასთან ერთად და 85 წელს გადაცილებული ადამიანების 50 % ში იჩენს თავს. თუმცა ამ კრისტალების მქონე ადამიანების უმრავლესობას ფსევდოპოდაგრა არ უვითარდება. არ არის ცნობილი, თუ რატომ იწვევენ კრისტალები სიმპტომებს ადამიანების მხოლოდ ნაწილში.

სიმპტომები

ფსევდოპოდაგრა ყველაზე ხშირად მუხლებს აზიანებს. იშვიათ შემთხვევებში ჩართულია მაჯები და კოჭები. ხშირად სიმპტომები არ აღინიშნება. თუმცა ფსევდოპოდაგრის შეტევის დროს, დაზიანებული სახსრები, ძირითადად არის:

  • შესიებული
  • თბილი
  • ძალიან მტკივნეული



როდის მივმართოთ ექიმს

სახსრის ინტენსიური და უცაბედი ტკივილის ან შესიების შემთხვევაში დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან.