ფსევდომემბრანული კოლიტი

დაავადების აღწერა

ფსევდომემბრანული კოლიტი წარმოადგენს კოლინჯის ანთებას პაციენტებსი, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს. ფსევდომემბრანულ კოლიტს ასევე ანტიბიოტიკებთან დაკავშირებულ კოლიტსაც უწოდებენ. დაავადების დროს განვითარებული ანთება თითქმის ყოველთვის უკავშირდება ბაქტერია კლოსტრიდიუმ დიფიცილეს გამრავლებას.

ფსევდომემბრანული კოლიტის მძიმე ფორმა შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს. თუმცა მკურნალობა, როგორც წესი, წარმატებულია.

გამომწვევი მიზეზი

ფსევდომემბრანული კოლიტი ვითარდება კოლინჯში, როდესაც მავნებელი ბაქტერია, როგორც წესი, კლოსტრიდიუმ დიფიცილე ათავისუფლებს ძლიერ ტოქსინებს, რომლებიც აღიზიანებენ კოლონჯს. მავნებელი ბაქტერიები, როგორც წესი, კონტროლდებიან ჯანმრთელი, დამხმარე ბაქტერიების მიერ საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ტუმცა ამ ბალანსის დარღვევა შესაძლებელია ანტიბიოტიკების ან სხვა მედიკამენტების მიღების შემდგომ დამხმარე ბაქტერიების განადგურების შედეგად.

ნებისმიერ ანტბიოტიკს შეუძლია გამოიწვიოს ფსევდომემბრანული კოლიტი. დაავადების გამომწვევი ყველაზე ხშირი მედიკამენტები:

  • ქინოლონები, როგორიცაა ფიპროფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინი(ლავაქინი)
  • პენიცილინები, როგორიცაა ამოქსიცილინი და ამპიცილინი
  • კლინდამიცინი (კლეოცინი)
  • ცეფალოსპორინები, როგორიცაა ცეფიქსიმი (სუპრაქსი)



სხვა მიზეზები

მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკები ყველაზე ხშირად იწვევენ ფსევდომემბრანულ კოლიტს, დაავადება სხვა მედიკმანეტებმაც შეიძლება გამოიწვიონ. ქიმიოთერაპია, ზოგიერთ შემთხვევაში, იწვევს ბაქტერიების განადგურებას პაციენტების ნაწლავებსი, რის შედეგადაც, ზოგჯერ, ფსევდომემბრანული კოლიტი ვითარდება. პათოლოგია ყალიბდება აგრეთვე კოლინჯის დამაზიანებელი ზოგიერთი დაავადების დროს, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება.

კლოსტრიდიუმ დიფიცილეს სპორები რეზისტენტულია მრავალი სადეზინფექციო საშუალებების მიმართ. სპორები შესაზლოა გავრცელდეს სამედიცინო პერსონალის ხელებიდან პაციენტებზე. ზოგიერთ შემთხვევაში, კლოსტრიდიუმ დიფიცილე ფიქსირდება რისკ ფაქტორების არმქონე ადამიანებში, მათ შორის ისეთ ხალხში, ვისაც არ მიუღია სამედიცინო დახმარება და ანტიბიოტიკები ბოლო პერიოდში.

სიმპტომები

ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომები:

  • ფაღარათი, რომელიც შესაძლოა იყოს თხიერი ან სისხლიანი
  • მუცლის სპაზმები და ტკივილი
  • სიცხე
  • ჩირქი და ლორწო განავალში
  • გულისრევის შეგრძნება
  • დეჰიდრატაცია



ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომები ვითარდება ანტიბიოტიკების მიღებიდან 1-2 დღის შემდეგ ან ანტიბიოტიკების მიღების შეწყვეტიდან რამოდენიმე კვირაში.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ ბოლო პერიოდში იღებდით ანტიბიოტიკებს და გაგივითარდათ ფსევდომემბრანული კოლიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მათ შორის მუდმივი ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, სისხლი და ჩირქი განავალში, მიმართეთ ექიმს.