გადიდებული ღვიძლი

დაავადების აღწერა

გული დიდი ზომის ორგანოა, რომელიც მდებარეობს მუცლის მარჯვენა, ზედა ნაწილში. ჰეპატომეგალია არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც ნიშნავს ღვიძლის გადიდებას.

ღვიძლის გადიდება არ არის დაავადება. იგი სიმპტომია გამომწვევი მიზეზია, როგორიცაა ღვიძლის დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა ან კიბო.

ღვიძლის სამკურნალოდ აუცილებელია დადგინდეს და გაკონტროლდეს მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი.

გამომწვევი მიზეზი

ღვიძლის გადიდებას ბევრი დაავადება და მდგომარეობა იწვევს, მათ შორის:

ღვიძლის დაავადებები

  • ციროზი
  • ვირუსით გამოწვეული ჰეპატიტი. მაგალითად A, B და C ჰეპატიტები. ჰეპატიტს ზოგჯერ ინფექციური მონონუკლეოზიც იწვევს.
  • ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება
  • ღვიძლის ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება
  • დაავადება, რომელიც იწვევს ღვიძლში არანორმალური ცილის დაგროვებას(ამილოიდოზი)
  • დაავადება, რომელიც იწვევს ღვიძლში სპილენძის დაგროვებას(ვილსონის დაავადება)
  • დაავადება, რომელიც იწვევს ღვიძლში რკინის დაგროვებას(ჰემოქრომატოზი)
  • დაავადება, რომელიც იწვევს ღვიძლში ცხიმოვანი ნივთიერებების დაგროვებას(გოშერის დაავადება)
  • ღვიძლის კისტები
  • ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, მათ შორის ჰემანგიომა და ადენომა
  • ნაღვლის ბუშტის ან ნაღვლის სადინრების დახშობა
  • ტოქსიური ჰეპატიტი



სხვადასხვა კიბო

  • ორგანიზმის სხვა ნაწილში განვითრებული კიბო, რომელიც ვრცელდება ღვიძლში
  • ლეიკემია
  • ღვიძლის კიბო
  • ლიმფომა



გულის და სისხლძარღვების პათოლოგიები

  • ღვიძლიდან გამომავალი ვენების დახშობა(ბუდ-ქიარის სინდრომი)
  • გულის უკმარისობა
  • გულის გარშემო არსებული ქსოვილის ანთება(პერიკარდიტი)

სიმპტომები

ღვიძლის გადიდებამ შესაძლოა არ გამოიწვიოს სიმპტომების გამოვლინება.

თუ ჰეპატომეგალია გამოწვეულია ღვიძლის დაავადებით, მას შესაძლოა თან ახლდეს:

  • ტკივილი მუცლის არეში.
  • დაღლილობა
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • კანისა და თვალის თეთრი ნაწილის სიყვითლე



როდის მივმართოთ ექიმს

საგანგაშო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან.