გადიდებული გული

დაავადების აღწერა

გადიდებული გული(კარდიომეგალია) არ არის დაავადება. იგი არის სხვა დაავადების სიმპტომი.

რენტგენით დანახულ გადიდებულ გულს “კარდიომეგალიას” უწოდებენ. საჭიროა სხვა ტესტების გაკეთება, რათა დადგინდეს გულის გადიდების მიზეზი.

თქვენ შესაძლოა გაგივითარდეთ გულის დროებითი გადიდება ორგანიზმის სტრესული მდგომარეობის გამო, როგორიცაა ორსულობა ან რაიმე დაავადება: გულის კუნთის დასუსტება, კორონარული არტერიების დაავადება, გულის სარქველებთან დაკავშირებული პრობლემები ან გულის არანორმალური რითმი.

გამომწვევი მიზეზის მკურნალობის შემდეგ გადიდებული გულის მდგომარეობა შესაძლოა გამოსწორდეს. კარდიომეგალიის მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებს, სამედიცინო პროცედურებს ან ქირურგიულ ჩარევას.

გამომწვევი მიზეზი

გულის გადიდებას იწვევენ დაავადებები, რომლებიც განაპირობებენ გულის ნორმალურზე უფრო მეტ დატვირთვას ან გულის კუნთის დაზიანებას. ზოგჯერ, გული დიდდება და სუსტდება აუხსნელი მიზეზით(იდიოპათიური).

გულის მემკვიდრული დაავადებები, გულის შეტევის შედეგად გაჩენილი დაზიანება და არანორმალური გულისცემა(არითმია) ასევე იწვევენ კარდიომეგალიას. გულის გადიდებასთან დაკავშირებული სხვა მდგოამრეობები:

  • სისხლის მაღალი წნევა. თქვენს გულს შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი ძალისხმევა, რათა გადატყორცნოს სისხლი ორგანიზმის მიმართულებით. ამ პროცესიუს შედეგად გულის კუნთი იზრდება და სქელდება.
  • სისხლის მაღალი წნევა იწვევს მარცხენა პარკუჭის გადიდებას, რის შედეგადაც გულის კუნთი საბოლოო ჯამში სუსტდება. სისხლის მაღალი წნევის შედეგად შესაძლოა გაგანიერდეს გულის ზედა საკნებიც(წინაგულები).
  • გულის სარქვლის დაავადება. გულში არსებული 4 სარქველი უზრუნველყოფს გულში სისხლის სწორი მიმართულებით მოძრაობას. თუ სარქველები დაზიანებულია რომელიმე მდგომარეობით, მაგალითად:რევმატული ცხელება, გულის დეფექტი, ინფექციები(ინფექციური ენდოკარდიტი), შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, ზოგიერთი მედიკამენტი ან კიბოს სხივური თერაპია ასევე იწვევს გულის გადიდებას.
  • გულის კუნთის დაავადება(კარდიომიოპათია). გულის კუნთის გასქელების და გამაგრებასთან ერთად გული დიდდება, რათა მოახერხოს სხეულის მიმართულებით სისხლის გადატყორცნა.
  • გულისა და ფილტვების დამაკავშირებელი არტერიის მაღალი წნევა(ფილტვის არტერიის ჰიპერტენზია). ამ დროს, გული ცდილობს იმუშაოს გაძლიერებულად, რათა სისხლს ფილტვებიდან გულამდე მიაღწევინოს. შედეგად შესაძლოა გადიდდეს გულის მარჯვენა ნაწილი.
  • სითხე გულის გარშემო(ეფუზია პერიკარდიუმში). სითხის დაგროვება გულის გარშემო არსებულ ჩანთისებრ ქსოვილში(პერიკარდიუმი) რენტგენზე გულს გადიდებულის შესახედაობას აძლევს.
  • სისხლის წითელი უჯრედების დაბალი შემცველობა(ანემია). ანემიის დროს არ არის საკმარისი რაოდენობა სისხლის ჯანმრთელი, წითელი უჯრედებისა, რათა მათ ქსოვილებამდე საკმარისი ჟანგბადი მიიტანონ. სამედიცინო ჩარევის გარეშე, ქრონიკული ანემია იწვევს სწრაფი ან არარეგულარული გულისცეიმს განვითარებას. გული ცდილობს მეტი სისხლის გადატყორცნას, რათა მოხდეს სისხლში შემცირებული ჟანგბადის კომპენსაცია.
  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. არასაკმარისად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი(ჰიპოთიროიდიზმი) და ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი(ჰიპერთიროიდიზმი) – ორივე იწვევს გულის პრობლემებს, მათ შორის გულის გადიდებას.
  • ჭარბი რკინის შემცველობა ორგანიზმში(ჰემოქრომატოზი). ჰემოქრომატოზი დაავადებაა, რომლის დროსაც არ ხდება ორგანიზმში რკინის ნორმალური მეტაბოლიზმი, რაც განაპირობებს რკინის დაგროვებას ორგანოებში, მათ შორის გულში. მდგომარეობა იწვევს გულის გადიდებას. კარდიომეგალიის მიზეზი, ამ შემთხვევაში, გულის კუნთის დასუსტებაა.
  • გულის დამაზიანებელი იშვიათი დაავადებები, როგორიცაა ამილოიდოზი. ამილოიდოზის დროს, არანორმალური ცილები სისხლის საშუალებით ხვდებიან გულში, აქვეითებენ მის ფუნქციას და იწვევენ გულის გადიდებას.

სიმპტომები

ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, გულის გადიდება არ იწვევს სიმპტომებს. დანარჩენებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ:

  • სუნთქვის უკმარისობა
  • გულის არანორმალური რითმი(არითმია)
  • შეშუპება



როდის მივმართოთ ექიმ

გადიდებული გულის მკურნალობა უფრო ადვილია ადრეული დიაგნოზის პირობებში, ამიტომ თუ თვლით, რომ გაქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები, მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ აღგენიშნებათ ახლად განვითარებული, გულთან დაკავშირებული სიმპტომები, მიმართეთ ექიმს.

მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ აღინიშნება შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე. ეს სიმპტომები შესაძლოა გულის შეტევაზე მიუთითებდნენ:

  • ტკივილი მკერდის არეში
  • სუნთქვის მწვავე უკმარისობა
  • გულის წასვლა(სინკოპე)