გამონაყარი დუნდულებზე ბავშვებში
დაავადების აღწერა
ბავშვებში დუნდულებზე გამონაყარი ერთ-ერთი ფორმაა კანის ანთებისა(დერმატიტი), რომლის დროსაც ბავშვის კანს დუნდულებზე პრიალა წითელის შესახედაობა აქვს.
გამონაყარი ხშირად უკავშირდება სველ ან იშვიათად გამოცვლილ საფენებს, კანის ჰიპერმგრძნობელობას და ხშირ ზეწოლას. მდგომარეობა ყველაზე ხშირად ბავშვებში გხვდება, თუმცა გამონაყარი საფენის მატარებელ ნებისმიერი ადამიანის კანზე შეიძლება განვითარდეს.
გამონაყარი აშფოთებთ მშობლებს და აღიზიანებთ ბავშვებს. მდგომარეობა უმეტესად სახლის პირობებში მკურნალობითაც გამოსწორდება. საჭიროა კარგად გაშრობა, საფენის უფრო ხშირი გამოცვლა და დამარბილებელი კრემების გამოყენება.
გამომწვევი მიზეზი
გამონაყარი რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება გაჩნდეს:
- გაღიზიანება განავლის ან შარდის მიერ. ხანგრძლივი შეხება შარდთან ან განავალთან აღიზიანებს ბავშვის მგრძნობიარე კანს. ბავშვს გამონაყარი უფრო ადვილად უჩნდება, თუ აქვს დიარეა, ხშირი დეფეკაცია, რადგან განავალი უფრო მეტად აღიზიანებს კანს, ვიდრე შარდი.
- ხახუნი. ვიწრო საფენი ან ტანსაცმელი ედება ბავშვის კანს და აღიზიანებს მას.
- ახალი ჰიგიენური პროდუქტი. ბავშვის კანი შესაძლოა გაღიზიანდეს სველი ხელსახოცის ან ახალი საფენის, ზოგჯერ ტანსაცმლის სარეცხი საშუალების გამოც კი. სხვა ჰიგიენური პროდუქტები, რომელთაც გამონაყარის გამოწვევა შეუძლიათ მოიცავს ბავშვის ლოსიონებს, შესაფრქვევ პროდუქტებსა და ზეთებს.
- ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია. კანის მცირე არეზე ინფექცია შესაძლოა გარშემო ადგილებშიც გავრცელდეს. საფენის მეირ დაფარული არე– დუნდულები, თეძო და გენიტალიები განსაკუთრებით კარგი გარემოა ბაქტერიული ზრდისათვის, რადგან კანი თბილი და ნოტიოა. გამონაყარი შეიძლება იპოვოთ კანის ნაკეცებში, ნაკეცების გარშემო წითელი წერტილების სახით.
- ახალი საკვები. როცა ბავშვი მყარი საკვების მიღებას იწყებს, განავლის შემადგენლობა იცვლება. ეს კი ზრდის გამონაყრის განვითარების ალბათობას. ბავშვის კვების ცვლილებები ასევე შესაძლოა გადაიზარდოს დეფეკაციის გახშირებაში. თუ ბავშვი დედის რძით იკვებება, მან შესაძლოა დედის მიერ ნაჭამი საკვების გამო განავითაროს რეაქცია და გამონაყარი.
- მგრძნობიარე კანი. ბავშვები, რომელთაც კანის სხვადასხვა დაავადება აქვთ, როგორიცაა ატოპიური ან სებორეული დერმატიტი (ეგზემა), უფრო ხშირად ავითარებენ გამონაყარს. თუმცა, ამ დაავადებებისათვის დამახასიათებელი გამონაყარი არ მდებარეობს საფენის მიმდებარე ადგილებზე.
- ანტიბიოტიკების გამოყენება. ანტიბიოტიკი ებრძვის ბაქტერიას, როგორც კარგს, ასევე მავნებელს. როცა ბავშვი იღებს ანტიბიოტიკს, ბაქტერიები, რომლებიც საფუარა სოკოებს ზრდის საშუალებას არ აძლევენ, იხოცებიან და სოკო იწვევს გამონაყარს. ანტიბიოტიკი შესაძლოა დიარეის მიზეზიც გახდეს. დედის რძეზე მყოფ ბავშვებს იგივე სიმპტომები დედის მიერ პრეპარატის მიღების შემდეგაც ექნებათ.
სიმპტომები
გამონაყარს ახასიათებს:
- ნიშნები კანზე. გამონაყარი ვლინდება, როგორც წითელი, მტკივნეული ლაქები საფენის გარშემო არეებში– დუნდულებზე, თეძოსა და გენიტალიებზე.
- ნიშნები ბავშვის ხასიათზე. ბავშვი თავს არაკომფორტულად გრძნობს, განსაკუთრებით საფენის ცვლილების დროს. ბავშვი ტირის და ღიზიანდება როცა გამონაყარს ეხებით ან ბანთ დუნდულოს არეს.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ბავშვის კანი არ გამოკეთდა სახლში მკურნალობიდან რამდენიმე დღეში, ესაუბრეთ ექიმს. ზოგჯერ შესაძლოა დაგჭირდეთ რეცეპტით გაცემული მედიკამენტი.
მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვის გამონაყარი:
- მძიმეა ან უჩვეულო
- უარესდება
- ახლავს სისხლდენა, ქავილი,სითხის დაგროვება
- იწვევს წვას შარდვის ან დეფეკაციის დროს
- ახლავს სიცხე