განივი მიელიტი

დაავადების აღწერა

განივი მიელიტი არის ზურგის ტვინის ანთება, რომლის დროსაც ზიანდება ნერვული უჯრედების მფარავი გარსი (მიელინი). განივმა მიელიტმა შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტვინის დაზიანება, რაც შეცვლის შეგრძნებებს დაზიანების დონის ქვემოთ.

განივი მიელიტის დროს ნერვული სიგნალების გადაცემის დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან სხვა მგრძნობელობითი პრობლემები, კუნთების სისუსტე ან დამბლა და შარდვის ან დეფეკაციის პრობლემები.

მრავალი ფაქტორი იწვევს განივ მიელიტს, მათ შორის ინფექციები და აუტოიმუნური დაავადებები. იგი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს მიელინის სხვა პათოლოგიების, მაგალითად გაფანტული სკლეროზის დროს.

განივი მიელიტის მკურნალობა მოიცავს ანთების საწინააღმდეგო წამლებს, მედიკამენტებს სიმპტომების სამართავად და რეაბილიტაციურ თერაპიას. განივი მიელიტის მქონე ადამიანების უმეტესობა ნაწილობრივ მაინც ჯანმრთელდება, თუმცა ზოგიერთი ადამიანი უნარშეზღუდული რჩება.

გამომწვევი მიზეზი

განივი მიელიტის განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია. ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. როგორც ჩანს მრავალ მდგომარეობას შეუძლია დაავადების გამოწვევა. ესენია:

  • სასუნთქი და კუჭ-ნაწლავის გზების ვირისული და სხვა ინფექციები. ზოგიერთ შემთხვევაში, განივი მიელიტი ვითარდება ვირისული ინფექციისგან გამოჯანმრთელების შემდეგ.
  • ვირუსები, რომლებსაც შეუძლიათ პირდაპირ დააზიანონ ზურგის ტვინი ასეთებია ჰერპესის ვურისები და დასავლეთ ნილოსის ვირუსი. სხვა ვირუსებმა შეიძლება აუტოიმუნური რეაქციის ჩართვის დააზიანონ ზურგის ტვინი.
  • იშვიათად პარაზიტულ ინფექციას შეუძლია დააინფიციროს ზურგის ტვინი. ზოგიერთ ბაქტერიას, მაგალითად ლაიმის დაავადებას, შეუძლია ზურგის ტვინის ნერვული ფესვების მტკივნეული ანთება გამოიწვიოს.
  • გაფანტული სკლეროზი არის იმუნური სისტემის დაავადება, რომლის დროსაც ნადგურდება ზურგის ტვინისა და თავის ტვინის გარშემო არსებული მიელინი. განივი მიელიტი შეიძლება გაფანტული სკლეროზის პირველი ნიშანი იყოს. გაფანტული სკლეროზის დროს განივი მიელიტი ხშირად სხეულის ერთ მხარეს ვითარდება.
  • დევიკის სინდრომი (ოპტიკური ნეირომიელიტი) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც თვალის ნერვის და ზურგის ტვინის გარშემო ვითარდება ანთება და მიელინის დაკარგვა. დევიკის სინდრომთან დაკავშირებული განივი მიელიტი ვითარდება სხეულის ორივე მხარეს.
  • თქვენ შეიძლება განგივითარდეთ განივი მიელიტის სიმპტომების პარალელურად განვიგითარდეთ მხედველობის ნერვის დაზიანების სიმპტომები, მაგალითად თვალის ტკივილი მოძრაობისას და მხედველობის დროებითი დაკარგვა. დევიკის სინდრომის მქონე ზოგიერთ ადამიანს არ უვითარდება თვალის პრობლემები და მათ მხოლოდ განივი მიელიტის ეპიზოდები აქვთ.
  • აუტოიმუნური დაავადებები, რომლებიც იწვევენ განივ მიელიტს. ეს დაავადებებია მგლურა, რომელიც აზიანებს ორგანიზმის მრავალ სისტემას და შოგრენის სინდრომი, რომელიც იწვევს თვალების და პირის მწვავე სიმშრალეს და სხვა სიმპტომებს.
  • აუტოიმუნურ პათოლოგიასთან ასოცირებული განივი მიელიტი შეიძლება მიუთითებდეს დევიკის სინდრომის არსებობაზე, რადგან იგი ხშირად ვითარდება აუტოიმუნური პათოლოგიის მქონე ადამიანებში.
  • ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინა. B ჰეპატიტის, წითელა-წითურა-ჩუთყვავილას და დიფტერია-ტეტანუსის ვაქცინები ხანდახან განივი მიელიტის გამშვებ ფაქტორებად გვევლინება.

სიმპტომები

განივი მიელიტის ნიშნები და სიმპტომები რამდენიმე საათში ჩნდება და რამდენიმე დღის განმავლობაში უარესდება. უფრო იშვიათად, ნიშნები და სიმპტომები რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში უარესდება. გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე შეიძლება დაზიანდეს სხეულის ერთი ან ორივე მხარე.

განივი მიელიტის ტიპური ნიშნები და სიმპტომებია:

  • ტკივილი. განივ მიელიტთან ასოცირებული ტკივილი ხშირად უეცრად იწყებს კისრის ან ზურგის არეში. მჭრელი ტკივილი აგრეთვე შეიძლება გავრცელდეს ფეხებში, ხელებში ან მუცლის გარშემო.
  • პათოლოგიური შეგძნებები. ზოგიერთი განივი მიელიტის მქონე ადამიანი აღნიშნავს მგრძნობელობის დაკარგვას, ჩხვლეტის შეგრძნებას, სიცივის ან წვის შეგრძნებას. ზოგიერთი ძალიან მგრძნობიარეა ტანსაცმლის მსუბუქ შეხებაზე და სიცხეზე ან სიცივეზე. შეიძლება გქონდეთ შეგრძნება, თითქოს რაღაც გაქვთ მოჭერილი გულმკერდზე, მუცელზე ან ფეხებზე.
  • ხელებისა და ფეხების სისუსტე. ზოგიერთი ადამიანი ამჩნევს, რომ ერთ ფეხს მიათრევენ და აქვთ სიმძიმის შეგრძნება. სხვებს შეიძლება დამბლა განუვითარდეთ.
  • შარდვისა და დეფეკაციის პრობლემები. ეს პრობლემები მოიცავს შარდვის ხშირ მოთხოვნას, შეუკავებლობას, გაძნელებას და ყაბზობას.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ განივი მიელიტის ნიშნები და სიმპტომები. მრავალი ნევროლოგიური დაავადება იწვევს სენსორულ პრობლემებს, სისუსტეს და შარდვის ან დეფეკაციის დისფუნქციას. მნიშვნელოვანია დროული დიაგნოზირება და მკურნალობის დაწყება.