განწყობის აშლილობები
დაავადების აღწერა
განწყობის აშლილობის დროს, ადამიანის ემოციური მდგომარეობა და ხასიათი არის არეული ან შეუსაბამო გარემოს მიმართ. განწყობის აშლილობის ზოგიერთი მაგალითი:
- დეპრესიული სინდრომი – უკიდურესი მოწყენილობის ხანგრძლივი პერიოდები
- ბიპოლარული დაავადება. მდგომარეობა ვლინდება ხანგამოშვებითი უკიდურესი მოწყენილობითა(დეპრესია) და უკიდურესი ბედნიერების შეგრძნებით(მანია).
- სეზონური აფექტური აშლილობა – დეპრესიის ფორმა შორეული ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქვეყნებში, სადაც დღის შუქი გაცილებით ხანმოკლე დროით აღინიშნება გვიანი შემოდგომის ან ადრეული გაზაფხულისას.
- ციკლოთიმური დაავადება – მდგომარეობა, რომელიც იწვევს ბიპოლარულ დაავადებაზე ნაკლები სიმძიმის ემოციურ ცვალებადობას.
- პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა – განწყობის ცვლილებები და გაღიზიანებადობა ქალის ციკლის პრემენსტრუალურ ფაზაში. ცვლილებები ქრება მენსტრუაციის დაწყების შემდგომ
- დისთიმია – დეპრესიის ქრონიკული ფორმა
- განწყობის ფეთქებადი დისრეგულაციის აშლილობა – ქრონიკული, ძლიერი და მუდმივი გაღიზიანებადობა ბავშვებში, რომელიც გამოხატულია ხასიათის ასაკთან შეუსაბამო აგრესიული აფეთქების ეპიზოდებით.
- ავადმყოფობასთან დაკავშირებული დეპრესია – მუდმივი დეპრესია და ყოველდღიური საქმიანობებისგან სიამოვნების მიღების დაქვეითება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სხვა დაავადების არსებობას.
უმეტეს შემთხვევაში, განწყობის აშლილობების მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტებით და კონსულტაციით(ფსიქოთერაპია).