გარდამავალი იშემიური შეტევა

დაავადების აღწერა

ტრანზიტორული იშემიური შეტევა სიმპტომებით ჰგავს ინსულტს, თუმცა იგი მხოლოდ რამდენიმე წუთი გრძელდება და სამუდამო დაზიანებას არ იწვევს.

ტრანზიტორული იშემიური შეტევა შეიძლება იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი. ტრანზიტორული იშემიური შეტევის მქონე ადამიანების ერთ მესამედს ადრე თუ გვიან, ნახევარს კი შეტევიდან 1 წელიწადში ინსულტი დაემართება.

ტრანზიტორული იშემიური შეტევა შეიძლება იყოს როგორც გამაფრთხილებელი ნიშანი, ასევე გამოსწორების შანსი. იგი გვაფთრხილებს მოახლოვებულ ინსულტზე და საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ზომები მისი თავიდან ასარიდებლად.

გამომწვევი მიზეზი

ტრანზიტორული იშემიური შეტევის განვითარების მექანიზმი ჰგავს იშემიური ინსულტის განვითარების მექანიზმს. იშემიური ინსულტის დროს, თრომბის გამო ტვინის ნაწილს უწყდება სისხლის მიწოდება. ტრანზიტორული იშემიური შეტევის დროს, ინსულტისგან განსხვავებით, დახშობა დროებითია, რის გამოც არ ვითარდება ქრონიკული დაზიანება.

ტრანზიტორული იშემიური შეტევის გამომწვევი მიზეზი ხშირად ტვინის მკვებავ არტერიაში ან მის რომელიმე ტოტში ქოლესტეროლის შემცვლელი ათეროსკლეროზული ფოლაქების დაგროვებაა.

ფოლაქები ხელს უშლიან სისხლის დინებას არტერიაში და იწვევენ თრომბის წარმოქმნას. ტრანზიტორული იშემიური შეტევა აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს სხეულის სხვა ნაწილიდან წამოსული თრომბის ტვინის მკვებავ არტერიაში მოხვედრამ.

სიმპტომები

ტრანზიტორული იშემიური შეტევა მხოლოდ რამდენიმე წუთი გრძელდება. ნიშნებისა და სიმპტომების უმეტესობა 1 საათში ქრება. ტრანზიტორული იშემიური შეტევის ნიშნები და სიმპტომების ჰგავს ინსულტის ადრეულ ნიშნებს და სიმპტომებს. ესენია:

  • სახის, ხელის ან ფეხის სისუსტე, მგრძნობელობის დაკარგვა ან დამბლა, როგორც წესი სხეულის ერთ მხარეს
  • გაუგებარი საუბარი ან სხვისი ლაპარაკის გაგების გაძნელება
  • სიბრმავე ერთ ან ორივე თვალში ან მხედველობის გაორმაგება
  • თავბრუსხვევა ან წონასწორობის დაკარგვა



თუ გაქვთ ერთზე მეტი ტრანზიტორული იშემიური შეტევა, სიმპტომები შეიძლება იყოს მსგავსი ან განსხვავებულია. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ტვინის რომელი ნაწილია დაზიანებული.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ ეჭვი გაქვთ, რომ გქონდათ ტრანზიტორული იშემიური შეტევა. დროული გამოკვლევა დაგეხმარებათ ინსულტის თავიდან არიდებაში.