გარეგანი კომპრესიული თავის ტკივილები

დაავადების აღწერა

გარეგანი კომპესიული თავის ტკივილები ვითარდება მაშინ, როდესაც რაიმე, რაც თავზე ახურავს ადამიანს იწვევს სკალპზე და შუბლზე მუდმივი წნევის, ზეწოლის განვითარებას.

მდგოამრეობა ძირითადად იმ ათლეტებში გვხვდება, რომლებსაც ახურავთ ჩაფხუტი და თვალის დამცავი.

გარეგანი კომპესიული თავის ტკივილების მიზეზი შეიძლება იყოს მჭიდრო ქუდები ან თავზე შემოსაკრავები.

მდგომარეობიდან გათავისუფლება მარტივია და გულისხმობს წნევის გამომწვევი ქუდის ან რაიმე სხვა ნივთის მოხსნას თავიდან.

გამომწვევი მიზეზი

გარეგანი კომპესიული თავის ტკივილები ვითარდება ნებისმიერი თავსაბურავის გაკეთების შემთხვევაში, რომელიც იწვევს ზეწოლას თავზე.

სიმპტომები

კომპრესიული ტკივილი აღიწერება, როგორც საშუალო სიმძიმის, მუდმივი წნევა. ტკივილი განიცდება ყველაზ ემეტად იმ ნაწილში, სადაც დახურული ნივთი უფრო მეტ წნევას ანვითარებს.

ტკივილი უარესდება თავსაბურავის ხანგრძლივად გამოყენეის შედეგად.

როდის მივმართოთ ექიმს

გარეგანი კომპრესიით გამოწვეული თავის ტკივილის გამო, ხშირ შემთხვევაში, არ ღირს ექიმთან მისვლა. უბრალოდ თავსაბურავის მოხსნა ხსნის არსებულ ტკივილს.

მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ თავიდან სხეულის მოშორების შემდგომ ტკივილი მაინც გრძელდება.