გარეთა ოტიტი

დაავადების აღწერა

გარეთა ოტიტი არის ყურის გარეთა არხის ინფექცია, რომელიც გრძელდება დაფის აპკიდან ყურის გარეთა ნაწილებამდე. მას ხშირად იწვევს ცურვის შემდეგ ყურში დაგროვებული წყალი, რომელიც ბაქტერიებს გამრავლების ხელსაყრელ პირობებს უქმნის.

თითის ყურში შეყოფა, ყურის საწმენდი ბამბა და ნებისმიერი სხვა საგნის ყურში შედებას აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს გარეთა ოტიტი ყურის არხის თხელი დამცავი გარსის დაზიანების გზით.

ინფექციის ყველაზე ხშირი მიზეზია ბაქტერიების გამრავლება ყურის არხში. გარეთა ოტიტის მკურნალობა ყურში ჩასაწვეთებელი წამლებით ხდება. ადრეული მკურნალობა თავიდან აგაცილებთ გართულებებს და უფრო სერიოზულ ინფექციებს.

გამომწვევი მიზეზი

გარეთა ოტიტს ყველაზე ხშირად იწვევს ბაქტერია, რომელიც გვხვდება წყალში და ნიადაგში. სოკოთი და ვირუსით გამოწვეული ინფექცია ბევრად იშვიათია.

ყურის ბუნებრივი დაცვითი მექანიზმები

ყურის გარეთა არხს აქვს ბუნებრივი დაცვითი მექანიზმები, რომელიც იცავენ ინფექციისგან. დამცავი მექანიზმებია:

  • ჯირკვლები, რომელიც ცვილისებრ ნივთიერებას (გოგირდი) წარმოქმნიან. ეს სეკრეტი წარმოქმნის თხელ, წყალგაუმტარ ფენას ყურის შიგნითა კანზე. გოგირდი აგრეთვა სუსტი მჟავაა, რაც ხელს უშლის ბაქტერიების ზრდას. გოგირდი აგრეთვე აგროვებს ჭუჭყს, მკვდარ უჯრედებს და სხვა ნადებს, შემდეგ კი გამოაქვს ისინი ყურიდან. შედეგად წარმოიქმნება ის ნაცნობი ნადები, რომელიც ყურის გაწმენდის დროს გამოდის.
  • ყურის არხის დახრილობა. ყურის არხი მცირედ დახრილია შუა ყურიდან გარეთა ყურისკენ, რაც ხელს უწყობს წყლის გამოსვლას.



როგორ ვითარდება ინფექცია

თუ გაქვთ გარეთა ოტიტი, ეს ნიშნავს, რომ დამცავმა მექანიზმებმა რესურსი ამოწურა. მდგომარეობები, რომლებიც ამცირებენ ყურის დამცავ ფუნქციას და ხელს უწყობენ ბაქტერიების ზრდას:

  • ჭარბი ნესტი ყურში. ძლიერი ოფლიანობა, ნოტიო ამინდი და ცურვის შემდეგ დარჩენილი წყალი ქმნის ბაქტერიების ზრდისთვის ხელსაყრელ გარემოს.
  • ყურის არხის დაზიანება. ყურის გამოწმენდა ჩხირით ან თმის სამაგრით, ყურის შიგნითა ნაწილის დაჩხაპვნა და ყურსასმენების გამოყენება ხელს უწყობს პატარა დაზიანებების განვითარებას და ბაქტერიების ზრდას.
  • ალერგიული რეაქციები. თმის პროდუქტები და სამკაულები იწვევენ ალერგიებს და კანის მდგომარეობებს, რომლებიც ხელს უწყობენ ინფექციას.

სიმპტომები

გარეთა ოტიტის სიმპტომები თავდაპირველად მსუბუქია, თუმცა მკურნალობის გარეშე სიმპტომები მწვავდება. ექიმები გარეთა ოტიტს ყოფენ მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებად.

მსუბუქი ფორმის ნიშნები და სიმპტომები:

  • ქავილი ყურის არხში
  • მცირე სიწითლე ყურის შიგნით
  • მცირე დისკომფორტი, რომელიც უარსდება ყურის გაწელვით ან ბიბილოს ყურზე დაჭერით
  • გამჭირვალე, უსუნო გამონადენი



საშუალო ფორმა

  • უფრო ძლიერი ქავილი
  • მზარდი ტკივილი
  • უფრო გამოკვეთილი სიწითლე
  • ჭარბი გამონადენი
  • ჩირქოვანი გამონადენი
  • სავსეობის შეგრძნება ყურში და შეშუპების, სითხის და ნადების გამო ყურის არხის ნაწილობრივი დახშობა
  • დაქვეითებული სმენა



მძიმე ფორმა

  • მწვავე ტკივილი, რომელიც გადაეცემა სახეს კისერს და თავის გვერდითა ნაწილს
  • ყურის არხის სრული დახშობა
  • გარეთა ყურის სიწითლე ან შესიება
  • კისრის ლიმფური კვანძების შესიება
  • ტემპერატურის მომატება



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ გარეთა ოტიტის სიმპტომები

სასწრაფოდ დაურეკეთ ექიმს, თუ გაქვთ:

  • ძლიერი ტკივილი
  • ცხელება