გასტრიტი
დაავადების აღწერა
გასტრიტი მოიცავს ბევრ მდგომარეობას, რომელთაგან ყველას ახასითებს საერთო რამ: კუჭის ამომფენი გარსის ანთება. გასტრიტის დროს ანთების გამომწვევი ხშირ შემთხვევაში იგივე ინფექციაა, რომელიც იწვევს კუჭის წყლულების განვითარებიას. ტრავმას, ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებლის ხშირ გამოყენებას და ჭარბი ალკოჰოლის მოხმარებას შეუძლია ხელი შეუწყოს გასტრიტის განვითარების.
გასტრიტი შეიძლება განვითარდეს უეცრად (მწვავე გასტრიტი) ან დროთა განმავლობაში (ქრონიკული გასტრიტი). ზოგ შემთხვევაში გასტრიტმა შეიძლება გამოიწვიოს წყლულების გაჩენა და კუჭის კიბოს რისკის გაზრდა, თუმცა შემთხვევათა უმეტესობაში გასტრიტი არ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას და მკურნალობის შემთხვევაში სიტუაცია მალევე უმჯობესდება.
გამომწვევი მიზეზი
გასტრიტი არის კუჭის ამომფენი გარსის ანთება. ლორწოთი ამოფენილი გარსის დამცველობითი ფუნქციის შესუსტების შემთხვევაში საჭმლის მომნელებელ წვენებს შეუძლიათ დააზიანონ კუჭის გარსი და გამოიწვიონ ანთება. ბევრ მდგომარეობასა და დაავადებას შეუძლია გაზარდოს გასტრიტის რისკი.
გასტრიტი შეიძლება განვითარდეს უეცრად (მწვავე გასტრიტი) ან დროთა განმავლობაში და გაგრძელდეს ხანგრძლივად (ქრონიკული გასტრიტი).
სიმპტომები
გასტრიტის ნიშნები და სიმპტომებია:
- მტანჯველი ან მწველი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, რომელიც უმჯობესდება ან უარესდება საკვების მიღების შემდეგ
- გულისრევის შეგრძნება
- პირღებინება
- ჭამის შემდეგ სავსეობის შეგრძნება მუცლის ზემო ნაწილში
გასტრიტის დროს ყოველთვის არ გვხვდება ნიშნები და სიმპტომები.
როდის მივმართოთ ექიმს
თითქმის ყველა ადამიანს ჰქონია კუჭის აშლილობა ან გაღიზიანება. აშლილობის შემთხვევათა უმეტესობა ხანმოკლეა და არ მოითხოვს სამედიცინო ჩარევას. ეწვიეთ ექიმს, თუ 1 კვირა ან მეტხანს გაქვთ გასტრიტის სიმპტომები. უთხარით ექიმს თუ ტკივილები ჩნდება მედიკამენტების, განსაკუთრებით ასპირინის და სხვა ტკივილგამაყუჩებლების მიღების შემდეგ.
თუ თქვენ აღებინებთ სისხლს, შეამჩნევთ სისხლს განავალში ან თქვენი განავალი შავი ფერისაა, დაუყოვნებლივ ეწვიეთ ექიმს მიზეზის დასადგენად.