გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება
დაავადების აღწერა
გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება (გერდ) ქრონიკული დაავადებაა. გერდ ვითარდება როდესაც კუჭის მჭავა ან, იშვიათ შემთხვევაში, კუჭის შიგთავსი უკან ბრუნდება საყლაპავში. ეს რეფლუქსი აღიზიანებს საყლაპავის ამომფენ ზედაპირს და იწვევს გერდ-ს.
მჟავის რეფლუქსი და გულძმარვა ხშირი სიმპტომებია, რომელიც დროთა განმავლობაში ბევრ ადამიანში გვხვდება. როდესაც ეს ნიშნები და სიმპტომები ვითარდება კვირაში ორჯერ მაინც და ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობას ან თუ ექიმი ხედავს საყლაპავის დაზიანებას, თქვენ შეიძლება დაგესვათ გერდ-ის დიაგნოზი.
ადამიანთა უმეტესობა მართავს გერდ-ს ცხოვრების წესის შეცვლით და მედიკამენტების მიღებით, თუმცა ადამიანთა ნაწილს უფრო ძლიერი მედიკამენტები ან ოპერაციული ჩარევა სჭირდებათ სიმპტომებიც შესამსუბუქებლად.
გამომწვევი მიზეზი
გერდ-ს იწვევს მჟავის ხშირი რეფლუქსი – კუჭის მჟავის ან ნაღვლის უკან გადასვლა საყლაპავში.
როცა ყლაპავთ, საყლაპავის ქვემო სფინქტერი – მრგვალი კუნთების ერთობლიობა საყლაპავის ქვემო ნაწილში – დუნდება, რითაც კუჭში ჩასვლის საშუალებას აძლევს საჭმელს და სითხეს. შემდეგ ის ისევ იხურება.
თუ ეს სფინქტერი პათოლოგიურად დუნდება ან სუსტდება, კუჭის მჟავას შეუძლია უკან გადავიდეს საყლაპავში და გამოიწვიოს ხშირი გულძმარვა. ხანდახან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ყოველდღიურ საქმიანობას.
მჟავის მუდმივ გადმოსვლას შეუძლია გააღიზიანოს საყლაპავის ამომფენი გარსი და გამოიწვიოს მისი ანთება (ეზოგაფიტი). დროთა განმავლობაში ანთებამ შეიძლება გააქროს მფარავი გარსი და გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორებიცაა სისხლდენა, საყლაპავის შევიწროვება და ბარეტის ეზოფაგიტი (პრეკანცერული მდგომარეობა).
სიმპტომები
გერდ-ის ნიშნებსა და სიმპტომებს მიეკუთვნება:
- წვის შეგრძნება გულმკერდის არეში (გულძმარვა), რომელიც ხანდახან ვრცელდება ყელში და იწვევს ამჟავებულ შეგრძნებას პირში.
- ტკივილი გულმკერდის არეში
- ყლაპვის გაძნელება (დისფაგია)
- მშრალი ხველა
- ხმის ჩახლეჩა ან ყელის ტკივილი
- საჭმლის ან მჟავე სითხის რეგურგიტაცია
- ყელში მოწოლის შეგრძნება
როდის მივმართოთ ეიქმს
დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ გაქვთ ტკივილი მკერდის არეში და სხვა ნიშნები ან სიმპტომები, როგორებიცაა სუნთქვის უკმარისობა და ყბის ან მხრის ტკივილი. ეს შეიძლება გულის შეტევის ნიშანი იყოს.
დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი თუ გაქვთ გერდ-ის ხშირი ან მწვავე სიმპტომები. თუ გულძმარვის საწინააღმდეგო წამლებს კვირაში ორზე მეტჯერ იღებთ, ეწვიეთ ექიმს.