გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათია

დაავადების აღწერა

გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათია არის დაავადება, რომლის დროსაც არანორმალური ცილა(მონოკლონური ცილა, იგივე M ცილა) სისხლში არის წარმოდგენილი. M ცილას წარმოქმნიან პლაზმური უჯრედები – სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი ტიპი. გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათია, როგორც წესი, არ იწვევს სიმპტომებს. ზოგიერთ შემთხვევაში, მდგომარეობა დაკავშირებულია სხვა დაავადებებთან და შესაძლოა გადაიზარდოს სერიოზულ პათოლოგიებში, მათ შორის სისხლის ზოგიერთ კიბოში.

თუ თქვენ აღგენიშნებათ დაავადება, დაგენიშნებათ პერიოდული მონიტორინგი და დაკვირვება სისხლში M ცილის რაოდენობის საკონტროლოდ. თუ ამ ცილის მომატება არ აღინიშნება სისხლში, მკურნალობა საჭირო არ არის.

სწორი მონიტორინგის პირობებში დაავადების პროგრესირების შემთხვევაში დაგენიშნებათ ადრეული მკურნალობა.

გამომწვევი მიზეზი

გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათია ვითარდება მაშინ, როდესაც ძვლის ტვინში არსებული პლაზმური უჯრედები წარმოქმნიან არანორმალურ ცილას – M ცილა. პლაზმური უჯრედი სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი ფორმაა. ისინი წარმოდგენილნი არიან ძვლის ტვინში. პლაზმური უჯრედები წარმოქმიან ანტისხეულებს, რომლებიც ორგანიზმს ინფექციასთან გამკლავებაში ეხამრებიან.

დაავადების მქონე პაციენტებში არანორმალური ცილა საზიანო არ არის. თუმცა მონოკლონური ცილის ძალიან ჭარბი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში იგი აწვება ძვლის ტვინში არსებულ ჯანმრთელ უჯრედებს და აზიანებს ორგანიზმის სხვა ქსოვილებსაც.

სავარაუდოა, რომ გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათიის განვითარებაში მონაწილეობას იღებენ გენეტიკური ცვლილებები. თუმცა დაავადების განვითარებაში გარემო ფაქტორებიცაა ჩართული.

სიმპტომები

გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათია იშვიათად იწვევს სიმპტომებს. მდგომარეობა, როგორც წესი, შემთხვევით არის აღმოჩენილი სხვა დაავადების გამოსაკვლევად ჩატარებული სისხლის ანალიზის განხილვის დროს. თუმცა ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ნერვული პრობლემები, როგორიცაა მგრძნობელობის დაქვეითება და ჩხვლეტის შეგრძნება, რაც დაკავშირებულაი არანორმლაური ცილის დაგროვებასთან.