გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

დაავადების აღწერა

არ არის გასაკვირი შფოთვის იშვიათი ეპიზოდები, განსაკუთრებით თუ სტრესულ ცხოვრებას ეწვით, თუმცა ჭარბი, ხანგრძლივი შფოთვა და წუხილი, რომელიც ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობას, შეიძლება იყოს გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის ნიშანი.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა შეიძლება განვითარდეს ბავშვობის ან ზრდასრულობის ასაკში. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სიმპტომები ჰგავს ობსესიურ-კომპულსური აშლილობის, პანიკური აშლილობის და სხვა შფოთვითი აშლილობის სიმპტომებს, თუმცა ყველა სხვადასხვა მდგომარეობას მიეკუთვნება.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობით ცხოვრება ხანგრძლივი გამოწვევაა. ხშირ შემთხვევაში მას თან ერთვის სხვა შფოთვითი ან ხასიათის აშლილობები. უმეტეს შემთხვევაში გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა უმჯობესდება მედიკამენტებით ან ფსიქოთერაპიით. აგრეთვე შესაძლოა დაგეხმაროთ ცხოვრების სტილის შეცვლა, გამკლავების უნარების შეძენა და სარელაქსაციო ტექნიკის გამოყენება.

გამომწვევი მიზეზი

როგორც სხვა მენტალურ აშლილობებში, გენერალიზებული შფოთვის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, მაგრამ ჩართულია გენეტიკა და სხვა რისკ–ფაქტორები.

სიმპტომები

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სიმპტომები ცვალებადია. ესენია:

  • · მუდმივ დარდი და შფოთვა პრობლემებზე, რომლებსაც ბევრად ნაკლები ზეგავლენა აქვთ, ვიდრე თქვენ აღიქვამთ
  • ნერვიულობისაგან თავის დაღწევის გართულება
  • მოსვენების, მოდუნების უუნარობა, მოუსვენრობა, დაძაბულობა
  • კონცენტრაციის გართულება
  • ნერვიულობა იმაზე, რომ ნერვიულობთ
  • დისტრესი გადაწყვეტილებების მიღების დროს, არასწორი გადაწყვეტილებების შიშით
  • უარყოფითი დასკვნების გამოტანა ყველა შესაძლო სიტუაციიდან
  • გადაწყვეტილებების მიღების უუნარობა



ფიზიკური ნიშნები და სიმპტომები:

  • დაღლილობა
  • ადვილად გაღიზიანება
  • კუნთების დაძაბა ან ტკივილი
  • კანკალი, კრუნჩხვის შეგრძნება
  • მარტივად შეშინება
  • ძილის პრობლემები
  • ოფლიანობა
  • გულისრევა, ფაღარათი ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • თავის ტკივილი


შეიძლება იყოს მომენტები, როდესაც ნაკლებად, თუმცა მაინც შფოთავთ მიზეზების არარსებობის დროს. მაგალითად შეიძლება ძლიერ დარდობდეთ თქვენი ან თქვენი ახლობლების უსაფრთხოებაზე ან გქონდეთ შეგრძნება, თითქოს რაღაც ცუდი უნდა მოხდეს.

თქვენ შფოთვა, დარდი ან სხვა ფიზიკური სიმპტომები სერიოზულ დისკომფორტს შეგიქმნით სახლში, სამსახურში ან ცხოვრების სხვა არეში. დარდები შეიძლება ერთი თემიდან მეორეზე გადადიოდეს და დროთა განმავლობაში შეიცვალოს.

სიმპტომები ბავშვებსა და მოზარდებში

ზემოთხსენებული სიმპტომების გარდა, ბავშვებში და მოზარდებში, რომელთაც აქვთ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, შესაძლოა შეგვხვდეს:

  • ზედმეტი ნერვიულობა სკოლის ან სპორტული მოვლენების გამო
  • შფოთვა პუნქტუალურობის შესახებ
  • მიწისძვრების, ომების ან სხვა კატასტროფების შესახებ ხშირი ფიქრი



ბავშვი ან მოზარდი შესაძლოა განიცდიდეს:

  • ძლიერ შფოთვას და ამის გამო გარიყვას
  • პერფექციონიზმს, უკმაყოფილებას ყველაფრით



ბავშვს აქვს დავალებების თავიდან შესრულების სურვილი, რადგან ამჯერად ყველაფერი იდეალურად გააკეთოს. შესაძლოა გამოვლინდეს:

  • დავალებებისათვის დიდი დროის დათმობა
  • თვითდაჯერების ნაკლებობა
  • სხვების მიერ დაფასების ნაკლებობა
  • მხარდაჭერის აუცილებლობა



როდის მივმართოთ ექიმს

გარკვეული შფოთვა ნორმალურია, მაგრამ მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ზემდეტს ნერვიულობთ, ხელი გეშლებათ სამსახურში, ურთიერთობებში ან ცხოვრების სხვა ნაწილებში
  • გაქვთ დეპრესია, პრობლემები სასმელთან ან ნარკოტიკებთან დაკავშირებით ან სხვა მენტალური აშლილობა, რომელიც თან ახლავს შფოთვას
  • გაქვთ ფიქრები თვითმკვლელობის შესახებ–მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება



შფოთვა თავისით არ გაივლის, შესაძლოა გამძაფრდეს კიდეც. ეცადეთ, მიიღოთ პროფესიონალის დახმარება, სანამ შფოთვა უფრო სერიოზული პრობლემა გახდება, მკურნალობა ნაადრევ ეტაპზე უფრო ეფექტურია.