ღრმა ვენების თრომბოზი

დაავადების აღწერა

ღრმა ვენების თრომბოზი ვითარდება, როცა სისხლის შენადედები (თრომბი) იქმნება სხეულის რომელიმე ღრმა ვენაში (ძირითადად, ფეხში). ღრმა ვენების თრომბოზი იწვევს ფეხის ტკივილსა და შესიებას, მაგრამ შესაძლოა უსიმპტომოდაც განვითარდეს.

ღრმა ვენების თრომბოზი შესაძლოა თან ერთვოდეს სხვა დაავადებას, რომელიც იწვევს ორგანიზმის მიერ სისხლის შედედების პროცესების დარღვევას. ღრმა ვენების თრომბოზი შესაძლოა დიდი ხნის უმოძრაობის შედეგიც იყოს, როგორიცაა ქირურგიული ჩარევის შემდგომი წოლითი მდგომარეობა, ავტოავარიის შემდგომ, საავადმყოფოში ხანგრძლივი წოლა და ა.შ.

ღრმა ვენების თრომბოზი მძიმე დაავადებაა, რადგან თრომბი ვენებიდან შესაძლოა მოწყდეს, სისხლთან ერთად ავიდეს ფილტვებამდე და შეუზღუდოს სისხლის დინება ფილტვებს– ფილტვის ემბოლია.

გამომწვევი მიზეზი

ღრმა ვენების თრომბოზი ყალიბდება, როცა სისხლის თრომბი იქმნება ვენებში, უმეტესად ფეხის ღრმა ვენებში. თრომბი შესაძლოა წარმოიქმნას სისხლის დინების პათოლოგიის ან შედედების პროცესის დარღვევის გამო.

სიმპტომები

ღრმა ვენების თრომბოზის ნიშნები და სიმპტომებია:

  • შესიება დაზიანებულ ფეხში. იშვიათად, ორივე ფეხშიც
  • ტკივილი ფეხში. ტკივილი ხშირად იწყება წვივზე და ახლავს კრუნჩხვითი შეგრძნება



ღრმა ვენების თრომბოზი ზოგჯერ უსიმპტომოა.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ შესაბამისი სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

თუ გაქვთ ფილტვის ემბოლიის სიმპტომები– სიცოცხლისათვის საშიში გართულება ღრმა ვენების თრომბოზის დროს– მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ფილტვის ემბოლიის ნიშნებია:

  • აუხსნელი, უცაბედი სუნთქვის უკმარისობა
  • ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში, რომელიც უარესდება ღრმად ჩასუნთქვისას ან დახველებისას
  • თავბრუსხვევა, გულის წასვლა
  • აჩქარებული გულისცემა
  • სისხლიანი ნახველი