ღვიძლის მწვავე უკმარისობა

დაავადების აღწერა

ღვიძლის მწვავე უკმარისობა ღვიძლის ფუნქციის სწრაფი მოშლით გამოხატება, რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. ძირითადად, მწვავე უკმარისობა იმ ადამიანებში ვითარდება, ვისაც არ აქვს უკვე არსებული ღვიძლის პათოლოგია. მწვავე უკმარისობა უფრო იშვიათია, ვიდრე ქრონიკული, რომელიც თანდათან ვითარდება.

 

ღვიძლის მწვავე უკმარისობა მძიმე გართულებებს უკავშირდება, როგორიცაა ძლიერი სისხლდენები ან თავის ტვინში წნევის მომატება. ეს მდგომარეობა საჭიროებს სასწრაფო ჩარევასა და ჰოსპიტალიზაციას.

ზოგჯერ, მიზეზების მიხედვით, მწვავე უკმარისობა სრულად ექვემდებარება მკურნალობას. ზოგიერთ სიტუაციაში კი ღვიძლის ტრანსპლანტაცია ერთადერთი გამოსავალია.

გამომწვევი მიზეზი

ღვიძლის მწვავე უკმარისობი დროს ღვიძლის მრავალი უჯრედი ზიანდება და კარგავს ნორმალურ ფუნქციებს. შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • აცეტამინოფენის დოზის გადაჭარბება. აცეტამინოფენის ზედმეტი რაოდენობის მიღება მწვავე უკმარისობის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. ასეთი გართულება მხოლოდ ძალიან დიდ დოზას ან რამდენიმე დღის განმავლობაში გადამეტებულ დოზებს შეიძლება მოყვეს.
  • თუ ფიქრობთ რომ თქვენ ან ვინმეს თქვენ გარშემო მიღებული აქვს ჭარბი დოზის აცეტამინოფენი, მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება რაც შეიძლება სწრაფად. არ დაელოდოთ ღვიძლის უკმარისობის ნიშნების განვითარებას.
  • რეცეპტით გაცემული მედიკამენტები. ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად ანტიბიოტიკები, არასტეროიდული ანტიანთებითი წამლები, ანტიეპილეფსიური საშუალებები იწვევს ღვიძლის მწვავე უკმარისობას.
  • მცენარეული დანამატები. მცენარეული მედიკამენტები, მაგალითად კავა, ეფედრა და ა.შ დაკავშირებულია მწვავე უკმარისობის განვითარებასთან.
  • ჰეპატიტი და სხვა ვირუსები. A, B და C ჰეპატიტის ვირუსები იწვევენ ღვიძლის მწვავე უკმარისობას. სხვა ვირუსები იმავე გართულებით მოიცავს ეფშტეინ–ბარის ვირუსს, ციტომეგალოვირუსსა და ჰერპესის ვირუსს.
  • ტოქსინები. ღვიძლის მწვავე უკმარისობას ასევე იწვევს რამდენიმე ტოქსინი, მაგალითად შხამასოკო– ამანიტა ფალოიდესი, რომელიც ზოგჯერ ეშლებათ საკვებად გამოსადეგარ სოკოებში.
  • აუტოიმუნური დაავადებები. ღვიძლის უკმარისობა შესაძლოა აუტოიმუნურმა ჰეპატიტმა გამოიწვიოს. აუტოიმუნური ჰეპატიტის დროს იმუნური სისტემა ებრძვის ორგანიზმის ღვიძლის უჯრედებს, რითაც იწვევს ანთებასა და დაზიანებას.
  • ღვიძლის ვენების დაავადებები. სისხლძარღვოვანი დაავადებები, როგორიცაა ბუდ–ქიარის სინდრომი იწვევენ ბლოკადას ღვიძლის ვენებში და ვითარდება ღვიძლის უკმარისობა.
  • მეტაბოლური დაავადებები. იშვიათი მეტაბოლური დაავადებები, როგორიცაა ვილსონის დაავადება და ფეხმძიმეთა ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დაავადება იშვიათად იწვევენ ღვიძლის მწვავე უკმარისობას.
  • სიმსივნე. სიმსივნე, რომელიც დაიწყო ან მეტასტაზირდა ღვიძლში, იწვევს ღვიძლის უკმარისობას.
  • უკმარისობის მრავალ შემთხვევას სპეციფიკური მიზეზი არ აქვს.

სიმპტომები

ღვიძლის მწვავე უკმარისობის ნიშნები და სიმპტომებია:

  • კანისა და თვალის თეთრი ნაწილის გაყვითლება
  • ტკივილი წედა მარჯვენა მუცლის არეში
  • მუცლის შესიება
  • თავბრუსხვევა
  • ღებინება
  • ცუდად ყოფნის ზოგადი შეგრძნება
  • დეზორიენტაცია, დაბნეულობა
  • ძილიანობა


როდის მივმართოთ ექიმს

  • ღვიძლის მწვავე უკმარისობა შესაძლოა განვითარდეს მანამდე ჯანმრთელ ადამიანში. ეს მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია. თუ თქვენ ან თქვენი ნაცნობი შეამჩნევთ კანის ან თვალების უცაბედ გაყვითლებას, ტკივილს ზედა მარჯვენა მუცლის არეში ან უჩვეულო ცვლილებებს მენტალურ მდგომარეობასა და ქცევაში, აუცილებლად მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება.