ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები
დაავადების აღწერა
ღვიძლის დაავადება შესაძლოა იყოს გენეტიკური, თანდაყოლილი ან გამოიწვიოს ღვიძლის დამაზიანებელმა ფაქტორებმა, როგორიცაა ვირუსები და ალკოჰოლი. ჭარბწონიანობა ასევე ასოცირდება ღვიძლის დაზიანებასთან. დროთა განმავლობაში, დაზიანება იწვევს ციროზს– ღვიძლის დანაწიბურებას, რომელიც რთულდება ღვიძლის უკმარისობით– სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობით.
გამომწვევი მიზეზი
ღვიძლის დაავადებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.
ინფექცია
პარაზიტები და ვირუსები აინფიცირებენ ღვიძლს, რაც იწვევს ანთებით რეაქციასა და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებას. ღვიძლის დამაზიანებელი ვირუსები ვრცელდებიან სისხლით ან სპერმით, დაბინძურებული საკვებით ან წყლით, ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით. ყველაზე ხშირი ვირუსები ჰეპატიტის ვირუსებია:
- A ჰეპატიტი
- B ჰეპატიტი
- C ჰეპატიტი
იმუნური სისტემის პათოლოგიები
დაავადებები, რომლის დროსაც იმუნური სისტემა სხეულის რომელიმე ნაწილის ან ორგანიზმის წინაარმდეგ იბრძვის, აუტოიმუნური დაავადებებია და ზოგჯერ ღვიძლსაც ეხება. მაგ.:
- აუტოიმუნური ჰეპატიტი
- პირველადი სანაღვლე ციროზი
- პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტი
გენეტიკა
პათოლოგიური გენი, რომელიც ერთი ან ორივე მშობლისგან მიიღო პაციენტმა, შესაძლოა იწვევდეს გარკვეული ნივთიერებების დაგროვებას ღვიძლში. ესენია:
- ჰემოქრომატოზი
- ჰიპეროქსალურია და ოქსალოზი
- ვილსონის დაავადება
- კიბო და სხვა გროვები
- მაგალითებია:
- ღვიძლის კიბო
- სანაღვლე სადინრის კიბო
- ღვიძლის ადენომა
სხვა მიზეზები
დამატებით, სხვა მიზეზებია:
- ქრონიკული ალკოჰოლიზმი
- ღვიძლში ცხიმის დაგროვება– ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება
სიმპტომები
ღვიძლის დაავადების ნიშნები და სიმპტომებია:
- კანისა და თვალის თეთრი ნაწილის სიყვითლე
- მუცლის ტკივილი და შესიება
- ფეხებისა და კოჭების შესიება
- კანის ქავილი
- მუქი ფერის შარდი
- უფერული განავალი ან სისხლიანი, მუქი ყავისფერი განავალი
- ქრონიკული დაღლილობა
- გულისრევა და ღებინება
- უმადობა
- ადვილად ჩალურჯება
როდის მივმართოთ ექიმს
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ რომელიმე შემაწუხებელი სიმპტომი. მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ გაქვთ ტკივილი მუცლის არეში, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ კომფორტულ პოზიციას ვერ პოულობთ.