გიარდიას ინფექცია (ლამბლიოზი)

დაავადების აღწერა

გიარდიას ინფექცია (ლამბლიოზი) არის მიკროსკოპული პარაზიტით გამოწვეული ნაწლავების ინფექცია, რომელიც გხვდება მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი იმ ადგილებში, სადაც ცუდი სანიტაცია და დაბინძურებული წყალია. ლამბლიოზის დროს აღინიშნება მუცლის კრუნჩხვები, შებერილობა, გულისრევა და წყლიანი ფაღარათის გადაბმული ეპიზოდები.

ლამბლიოზი წყლით ვრცელდება და მისი გამომწვევი პარაზიტები შეიძლება აღმოვაჩინოთ ნაკადულებში, ტბებში, მუნიციპალურ წყლის სისტემაში, საცურაო აუზებში, მორევებში და ჭებში. ლამბლიოზი აგრეთვე შეიძლება გავრცელდეს საჭმლით და ადამიანიდან ადამიანზე კონტაქტით.

ლამბლიოზი ხშირად რამდენიმე კვირის შემდეგ ქრება, მაგრამ ნაწლავების პრობლემები პარაზიტების გაქრობის შემდეგაც რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ბევრი ეფექტური წამალი არსებობს გიარდიას პარაზიტების წინააღმდეგ, თუმცა ყველა ადამიანზე არ მოქმედებს ისინი. პრევენცია საუკეთესო თავდაცვაა ამ შემთხვევაში.

გამომწვევი მიზეზი

გიარდიას პარაზიტები ცხოვრობენ ადამიანების და ცხოველების ნაწლავებში. სანამ ეს მიკროსკოპული პარაზიტები გამოვლენ განავალის შემადგენლობაში, ისინი იქმნიან მაგარ დამცავ გარს და წარმოქმნიან ცისტებს, რომლებსაც ნაწლავების გარეთ თვეების განმავლობაში შეუძლიათ არსებობა. როდესაც ცისტები მოხვდებიან მასპინძელში, გარსები იშლება და პარაზიტები გამონთავისუფლდებიან.

ინფექცია ვითარდება, როდესაც შემთხვევით ჩაყპალავთ პარაზიტებს. ეს შეიძლება მოხდეს დაბინძურებული წყლის დალევით, დაბინძურებული საკვების ჭამით ან ადამიანთან კონტაქტით.

დაბინძურებული წყლის გადაყპალვა

ლამბლიოზით დაინფიცირების ყველაზე ხშირი გზა დაბინძურებული წყლის მიღებაა.

გიარდიას პარაზიტები გვხვდება როგორც ტბებში, გუბეებში, მდინარეებში და ნაკადულებში, ასევე მუნიციპალურ წყლის სისტემებში, ჭებში, ცისტერნებში, საცურაო აუზებში, აკვაპარკებში და სპაებში. ზედაპირულად არსებული წყალი შეიძლება დაბინძურდეს სასოფლო-სამეურნო და სხვა ნარჩენი წყლით და ცხოველების განავლით. პამპერსიან ბავშვებს და ფაღარათიან ადამიანებს აგრეთვე შეუძლიათ დააბინძურონ საცურაო აუზები და სპაები.

დაბინძურებული საკვების ჭამა

გიარდიას პარაზიტები შეიძლება გავრცელდეს საჭმლით. ეს შეიძლება მოხდეს საკვებთან ლამბლიოზიანი ადამიანის დაუბანელი ხელით კონტაქტის ან პროდუქტის დაბინძურებული წლით გარეცხვის შემდეგ. იმის გამო, რომ საკვების მომზადება კლავს გიარდიას, საჭმელი წყალზე უფრო იშვიათი გავრცელების მიზეზია, განსაკუთრებით ინდუსტრიულ ქვეყნებში.

ადამიანთან კონტაქტი

შეიძლება გიარდიაზი გადმოგედოთ თუ ხელები დაგიბინძურდებათ განავლით – მშობლები, რომლებიც ბავშვს უცვლიან პამპერსს განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან. აგრეთვე რისკის ქვეშ არიან ბაღის ბავშვები და თანამშრომლები, სადაც დაავადების აფეთქებები საკმაოდ ხშირია. გიარდიას პარაზიტი აგრეთვე შეიძება გავრცელდეს ანალური სექსით.

სიმპტომები

ზოგ ლამბლიოზით ინფიცირებულ ადამიანს შეიძლება არასდროს განუვითარდეს ნიშნები და სიმპტომები, თუმცა ისინი მაინც პარაზიტის მატარებლები არიან და შეუძლიათ სხვებს გადასცემ იგი განავლის საშუალებით. დაავადების განვითარების შემთხვევაში, სიმპტომები ჩნდება კონტაქტიდან 1-2 კვირის შემდეგ და ისინია:

  • წყლიანი, ხანდახან უსიამოვნო სუნის ფაღარათის და რბილი, ცხიმიანი განავლის მონაცვლეობა
  • დაღლილობა და უმიზეზოდ ცუდად ყოფნა
  • მუცლის კრუნჩხვები და შებერილობა
  • უსიამოვნო სუნის ბოყინი
  • გულისრევა
  • წონაში კლება



ლამბლიოზის ნიშნები და სიმპტომები 2-4 კვირის განმავლობაში ჩნდება, მაგრამ ზოგ ადამიანში იგი შეიძლება უფრო დიდხანს დარჩეს ან ხელახლა განვითარდეს.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ თხიერი განავალი, მუცლის შებერილობა ან გულისრევა, რომელიც ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება და გაუწყლოება. უთხარით ექიმს, თუ ხართ ლამბლიოზის რისკის ქვეშ, მაგალითად თქვენ გყავთ ბავშვი ბაღში, ახლახანს იმოგზაურეთ ლამბლიოზის გავრცელების ადგილას ან დალიეთ წყალი ტბიდან ან ნაკადულიდან.