გინეკომასტია
დაავადების აღწერა
გინეკომასტია ეწოდება ბიჭებში და კაცებში მკერდის ქსოვილის შესიებას, რომელიც გამოწვეულია ესტროგენისა და ტესტოსტერონის ბალანსის დარღვევით. გინეკომასტია შეიძლება შეეხოს ერთ ან ორივე მკერდს, ხანდახან არათანაბრად. ახალშობილებს, გარდატეხის ასაკის ბიჭებს და ხანშიშესულ მამაკაცებს შეიძლება განუვითარდეთ გინეკომასტია ჰორმონების ნორმალური ცვლილებების შედეგად, თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც.
ზოგადად, გინეკომასტია არ არის სერიოზული პრობლემა, თუმცა იგი რთულად მისაჩვევია. კაცებს და ბიჭებს გინეკომასტიით ხანდახან აღენიშნებათ მკერდის ტკივილი და სირცხვილის გრძნობა.
გინეკომასტია შეიძლება თავისით გაქრეს. სხვა შემთხვევაში მოწოდებულია წამლები და ოპერაციული ჩარევა.
გამომწვევი მიზეზი
გინეკომასტიას იწვევს ესტროგენთან შედარებით ტესტოსტერონის დონის შემცირება. ამ შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს მდგომარეობები, რომლებიც ბლოკავენ ტესტოსტერონის ეფექტებს და ამცირებენ მის რაოდენობას ან მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ ესტროგენის მომატებას. ბევრ რამეს შეუძლია გამოიწვიოს ჰორმონების წონასწორობის დარღვევა. ესენია:
ბუნებრივი ჰორმონალური ცვლილებები
ტესტოსტერონი და ესტროგენი მართავენ სქესის თავისებურებების განვითარებას და შენარჩუნებას კაცებშიც და ქალებშიც. ტესტოსტერონი კაცის თავისებურობებს აკონტროლებს, მაგალითად კუნთოვან მასას და თმიანობას. ესტროგენი ქალების თავისებურებებს აკონტროლებს, რომელთა შორისაა მკერდის ზრდა.
ბევრ ადამიანს ესტროგენი მხოლოდ ქალების ჰორმონი ჰგონია, თუმცა იგი მცირე რაოდენობით კაცებშიც გამომუშავდება. გინეკომასტია შეიძლება განვითარდეს, როდესაც კაცებში ესტროგენის დონე მაღალია ან დარღვეულია მისი წონასწორობა ტესტოსტერონთან.
- გინეკომასტია ჩვილებში. დედის ესტროგენის ეფექტის გამო მამრობითი სქესის ჩვილების ნახევარზე მეტი გადიდებული მკერდით იბადება. ჩვეულებრივ, შესიება დაბადებიდან 2-3 კვირის შემდეგ ქრება.
- გინეკომასტია გარდატეხის ასაკის დროს. გარდატეხის ასაკის დროს ჰორმონების ცვლილებით გამოწვეული გინეკომასტია საკმაოდ ხშირია. შემთხვევათა უმეტესობაში შესიება მკურნალობის გარეშე გაქრება 6 თვიდან 2 წლამდე დროში.
- გინეკომასტია კაცებში. გინეკომასტია ყველაზე ხშირია 50-80 წლის კაცებში. ამ ასაკში იგი 4-დან ერთ კაცში მაინც გვხვდება.
მედიკამენტები
ბევრ მედიკამენტს შეუძლია გამოიწვიოს გინეკომასტია. ესენია:
- ანტი-ანდროგენები, რომლებიც გამოიყენება პროსტატის გადიდების, პროსტატის კიბოს და სხვა მდგომარეობების დროს. მისი მაგალთებია ფლუტამიდი, ფინასტერიდი (პროსკარი, პროპეცია) და სპირონოლაქტონი (ალდაქტონი).
- ანაბოლური სტეროიდები და ანდროგენები
- შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატები. გინეკომასტია შეიძლება განვითარდეს აივ-დადებით კაცებში, რომელსაც უტარდებათ ანტირეტროვირუსული თერაპია. ეფავირენცი (სუსტივა) სხვა შიდსის წამლებზე მეტადაა დაკავშირებული გინეკომასტიასთან.
- შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად დიაზეპამი (ვალიუმი).
- ტრიციკლური ანტიდეპრესანტები
- ანტიბიოტიკები
- წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად ციმეტიდინი (ტაგამეტი)
- კიბოს მკურნალობა (ქიმიოთერაპია)
- გულის წამლები, მაგალითად დიგოქსინი (ლანოქსინი) და კალციუმის არხის ბლოკატორები
ქუჩის ნარკოტიკები და ალკოჰოლი
ნაერთები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიონ გინეკომასტია:
- ალკოჰოლი
- ამფეტამინები
- მარიხუანა
- ჰეროინი
- მეტადონი
ჯანმრთელობის მდგომარეობები
ბევრ ჯანმრთელობის მდგომარეობას შეუძლია გამოიწვიოს გინეკომასტია ჰორმონების ბალანსის დარღვევის გამო. ესენია:
- ჰიპოგონადიზმი. გინეკომასტიის გამოწვევა შეუძლია ნებისმიერ პათოლოგიას, რომელიც ხელს უშლიას ტესტოსტერონის ნორმალურ პროდუქციას, მაგალითად კლაინფელტერის სინდრომს ან ჰიპოფიზის ნაკლებობას.
- ასაკი. გინეკომასტიის გამოწვევა შეუძლია ჰორმონულ ცვლილებებს, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება, განსაკუთრებით ჭარბწონიან მამაკაცებში.
- სიმსივნეები. ზოგიერთ სიმსივნეს, განსაკუთრებით რომლებიც ეხება სათესლეებს, თირკმელზედა ჯირკვლებს და ჰიპოფიზს, შეუძლია გამოიწვიოსჰორმონების გაძლიერებული წარმოქმნა და ბალანსის დარღვევა.
- ჰიპერთიროიდიზმი. ამ მდგომარეობის დროს, ფარისებრი ჯირკვლები წარმოქმნის ჭარბი რაოდენობით ჰორმონ თიროქსინს.
- თირკმლის უკმარისობა. ნახევარზე მეტ ადამიანს, ვინც გადის ჰემოდიალიზით მკურნალობას, ჰორმნული ცვლილებების გამო აღენიშნება გინეკომასტია.
- ღვიძლის უკმარისობა და ციროზი. გინეკომასტიასთან დაკავშირებულია ღვიძლის პრობლემების დროს განვითარებული ჰორმონული ცვლილებები და ციროზის საწინააღმდეგო პრეპარატები.
- კვების ნაკლებობა და შიმშილი. ორგანიზმში საკვების ნაკლებობა იწვევს ტესტოსტერონის დონის დაქვეითებას. ამ დროს ესტროგენის დონე უცვლელია, რაც ჰორმონულ დისბალანსს იწვევს. გინეკომასტია შეიძლება განვითარდეს ჩვეულებრივი კვების განახლების შემდეგად.
ბალახოვანი პროდუქტები
მცენარეულ ზეთებს, მაგალითად ხის ჩაის და ლავენდას, რომლებიც გამოიყენება საპნებში და ლოსიონებში, შეუძლიათ გინეკომასტიის გამოწვევს. ეს ალბათ დაკავშირებულია მათ სუსტ ესტროგენულ აქტივობასთან.
სიმპტომები
გინეკომასტიის ნიშნები და სიმპტომებია:
- სამკერდე ჯირკვლის ქსოვილის შესიება
- მკერდის მგრძნობელობის მომატება
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ:
- შესიება
- ტკივილი
- მგრძნობელობის მომატება
- დვრილებიდან გამონადენი ერთ ან ორივე მკერდში