გინგივიტი

დაავადების აღწერა

გინგივიტი არის ხშირი და მსუბუქი ფორმა ღრძილების დაავადების (პერიოდონტული დაავადება), რომელიც იწვევს მათ გაღიზიანებას, სიწითლეს და შესიებას (ანთებას). იმის გამო, რომ გინგივიტი ხშირად მსუბუქად მიმდინარეობას, თქვენ შეიძლება არ იცოდეთ მისი არსებობის შესახეთ, მაგრამ აუცილებელია გინგივიტის სერიოზულად აღქმა და სათანადო მკურნალობა. გინგივიტმა შეიძლება გამოიწვიოს ბევრად სერიოზული დაავადება (პერიოდონტიტი) და საბოლოოდ კბილის დაკარგვა.

გინგივიტის ყველაზე ხშირი მიზეზი პირის ცუდი ჰიგიენაა. კარგი პირის ჰიგიენა, რომელიც მოიცავს დღეში მინიმუმ ორჯერ გამოხეხვას, კბილებშუა ადგილების ძაფით გაწმენას და რეგულარულ შემოწმებას, დაგეხმარებათ გინგივიტის თავიდან არიდებაში.

გამომწვევი მიზეზი

გინგივიტის ყველაზე ხშირი მიზეზია პირის ცუდი ჰიგიენა, რაც იწვევს ნადების გაჩენას. ნადები არის უჩინარი, წებოვანი ფენა, რომელიც შედგება უმეტესად ბაქტერიისგან. ნადები ჩნდება კბილებზე როდესაც კბილში ნორმაში არსებული ბაქტერიები ურთიერთქმედებენ საჭმელში არსებულ შაქართან და სახამებელთან. კბილების გამოხეხვა დღეში ორჯერ და საწმენდი ძაფის გამოყენება აშორებს ნადებს. ნადები მოითხოვს ყოველდღიურ მოშორებას რამეთუ იგი სწრაფად წარმოიქმნება, ძირითადად 24 საათში.

ნადებს, რომელიც კბილებზე რჩება ორ-სამ დღეზე მეტხანს, შეუძლია გამოიწვიოს ღრძილქვეშა ქვის გაჩენა. ღრძილქვეშა ქვების გაჩენა აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ნერწყვის მინერალურმა შემადგენლობამ. ღრძილქვეშა ქვები უფრო რთულს ხდიან ნადების მოშორებას და წარმოქმნიან დამცავ ფენას ბაქტერიებისთვის. ღრძილქვეშა ქვების მოშორება შეუძლებელია გამოხეხვით და ძაფის გამოყენებით. ამ დროს საჭიროა პროფესიონალური სტომატოლოგიურ გაწმენდა.

რაც უფრო დიდხანს დარჩება ნადები და ღრძილქვეშა ქვები კბილზე, მით უფრო მეტად გააღიზიანებან ისინი გინგივას, ღრძილის იმ ნაწილს, რომელიც კბილების ფუძესთანაა. დროთა განმავლობაში ამან შეიძლება გამოიწვიოს ღრძილების შესიება და მარტივად სისხლდენა. კარიერი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს.

სიმპტომები

ჯანრთელი ღრძილები მკვრივი და ღია ვარდისფერია. თუ თქვენ გრძილები შერბილებული და მუქი წითელია და მათგან ადვილად ვითარდება სისხლდება, შეიძლება გქონდეთ გინგივიტი. იმის გამო, რომ გინგივიტი იშვიათადაა მტკივნეული, თქვენ შეიძლება იგი გქონდეთ და არ იცოდეთ.

გინგივიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • შესიებული ღრძილები
  • რბილი ღრძილები
  • ღრძილების განლევა
  • იშვიათად, ღრძილების მგრძნობელობის მომატება
  • ღრძილებიდან სისხლდენა, რომელც ვითარდება ხეხვის ან ძაფის გამოყენების დროს და აქვს ვარდიფერი ან წითელი შეფერილობა ჯაგრისზე ან ძაფზე
  • ღრძილების ფერის ცვლილება ვარდისფრიდან მუქ წითელში
  • უსიამოვნო სუნი პირში



როდის მივმართოთ სტომაგოლოგს

სტომატოლოგების უმეტესობა გვირცებს რეგულარულ გამოკვლევას გინგივიტზე, კარიესზა და სხვა სამედიცინო პრობლემებზე, რათა მათი აღმოჩენა მოხდეს პრობლემატური სიმპტომების და უფრო სერიოზული გართულებების გაჩენამდე. თუ თქვენ შეამჩნევთ გინგივიტის ნიშნებს და სიმპტომებს, დაგეგმეთ სტომატოლოგთან ვიზიტი. რაც უფრო მალე იმკურნალებთ, მით უფრო დიდი შანსი გაქვთ გინგივიტის გამოწვეული დაზიანების გამოსწორების და მისი პერიოდონტიტში გადაზრდის ხელის შეშლის.