გლიომა
დაავადების აღწერა
გლიომა არის სიმსივნე, რომელიც გვხვდება ტვინსა და ზურგის ტვინში. გლიომა იწყება წებოვან დამხმარე უჯრედებში (გლიური უჯრედები) რომლებიც ნერვული უჯრედების გარშემოა და ეხმარეთ მათ ფუნქციონირებაში.
გლიური უჯრედების სამ ტიპს შეუძლია წარმოქმნას სიმსივნე. გლიომები კლასიფიცირებულია გლიური უჯრედისგან განვითარებული სიმსივნის მიხედვით.
გლიომას ტიპებია:
- ასტროციტომები, რომლებიც მოიცავს ასტროციტომას, ანაპლასტიურ ასტროციტომას და გლიობლასტონას
- ეპენდიმომები, რომლებიც მოიცავს ეპენდომომას, მიქსოპაპილარულ ეპენდიმომას და სუბეპენდიმომას
- ოლიგოდენდროგლიომები, რომლებიც მოიცავს ოლიგოდენდროგლიომას, ანაპლასტიურ ოლიგოდენდროგლიომას და ანაპლასტიურ ოლიგოასტროციტომას.
გლიომები ზეგავლენას ახდენენ ტვინის მუშაობაზე და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშებიც იყვნენ. ეს დამოკდებულია მათ ადგილმდებარეობისა და ზრდის სიჩქარეზე.
გლიომები ტვინის პირველადი სიმსივნეების ერთერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია.
მკურნალობა და პროგნოზი დამოკიდებულა გლიომას ტიპზე. ზოგადად, გლიომას მკურნალობა მოიცავს ოპერაციას, რადიაციულ თერაპიას, ქიმიოერაპიას, დამიზნებითი თერაპიას და ექსპერიმენტულ კლინიკურ თერაპიას.
გამომწვევი მიზეზი
რისკ ფაქტორები
ისევე როგორც სხვა პირველად ტვინის სიმსივნეების შემთხვევაში, გლიომების ზუსტი გამომწვევი მიზეზიც უცნობია, მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ტვინის სიმსივნის რისკს. ესენია:
- თქვენი ასაკი. ტვინის სიმსივნის რისკი იზრდება თქვენს ასაკთან ერთად. გლიომები ყველაზე ხშირია 60-80 წლის ადამიანებში, თუმცა ტვინის სიმსივნე ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარეს. გლიომის ზოგიერთი ტიპი, მაგალითად ეპენდიმომა და პილოციტური ასტროციტომა, უფრო ხშირია ბავშვებსა და ახალგაზრდებში.
- რადიაციის ზეგავლენა. ადამიანები, რომლებზეც იმოქმედა რადიაციის ტიპმა, მაიონიზებელმა რადიაციამ, ტვინის სიმსივნის განვითარების უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან. მაიონიზებელი რადიაციის მაგალითებია რადიაციული თერაპია, რომელიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ და ატომური ბომბებით გამოწვეული რადიაციული ზეგავლენა.
რადიაციის უფრო ხშირი ფორმები, მაგალითად ელექტრომაგნიტური ველები დენის ხაზებისგან ან რადიოტალღური რადიაცია მობილური ტელეფონებიდან და მიკროტალღური ღუმელებიდან არ არის დაკავშირებული გლიომის გაზრდილ რისკთან.
- გლიომას ოჯახური ისტორია. გლიომა იშვიათადაა ოჯახში გავრცელებული, თუმცა გლიომას ოჯახურ ისტორიას შეუძლია ორჯერ გაზარდის მისი განვითარების რისკი. აღმოჩენილია რამდენიმე გენი, რომელიც სუსტად დაკავშირებულია გლიომასთან, თუმცა მეტი კვლევებია საჭირო ამ გენეტიკურ ცვლილებებსაც და ტვინის სიმსივნეებს შორის კავშირის დასადასტურებლად.
სიმპტომები
გლიომას სიმპტომები დამოკიდებულია გლიომის ტიპზე, ზომაზე, ადგილმდებარეობაზე და ზრდის სიჩქარეზე.
გლიომას ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:
- თავის ტკივილი
- გულისრევა და პირღებინება
- დაბნეულობა ან ტვინის ფუნქციის დაქვეითება
- მეხსიერების დაკარგვა
- ხასიათის ცვლილება და გაღიზიანებულობა
- წონასწორობის დარღვევა
- შარდის შეუკავლებლობა
- მხედველობის პრობლემები, მაგალითად დაბინდული ხედვა, ორმაგი ხედვა ან პერიფერიული მხედველობის დაკარგვა
- მეტყველების პრობლემები
- გულყრა, განსაკუთრებით ანამნეზში გულყრის მქონე ადამიანებში
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართ ექიმს თუ გაქვთ ხანგრძივი ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც გაშფოთებთ.