გრეივსის დაავადება

დაავადების აღწერა

გრეივსის დაავადება არის იმუნური სისტემის პათოლოგია, რომლის დროსაც ჭარბად გამომუშავდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (ჰიპერთირეოიდიზმი). ბევრ დაავადებას შეუძლია ჰიპერთირეოიდიზმის გამოწვევა, თუმცა გრეივსის დაავადება ყველაზე ხშირი გამომწვევია.

იმის გამო, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ორგანიზმის მრავალ სისტემაზე მოქმედებენ, გრეივსის დაავადების ნიშნები და სიმპტომები მრავალფეროვანია და დიდ ზეგავლენას ახდენს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. გრეივსის დაავადება შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, თუმცა იგი უფრო ხშირია ქალებში და 40 წლამდე ადამიანებში.

მკურნალობის ძირითადი მიზანია ჭარბი ჰორმონების წარმოქმნის შეჩერება და სიმპტომების სიმწვავის შემსუბუქება.

გამომწვევი მიზეზი

გრეივსის დაავადებას იწვევს იმუნური სისტემის პათოლოგია, თუმცა მისი განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია.

იმუნური სისტემის ერთერთი ფუნქციაა ვირუსების, ბაქტერიების და სხვა უცხო ნივთიერებების საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნა. გრეივსის დაავაების დროს, უცნობი მიზეზის გამო, იმუნური სისტემა იწყებს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას.

ნორმაში, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია რეგულურდება ტვინში არსებული პატარა ჯირკვლიდან, ჰიპოფიზიდან გამომუშავებული ჰორმონით. გრეივის დაავადების დროს წარმოქმნილი ანტისხეული, თირეოტროპინის რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეული, მოქმედებს, როგორც ჰიპოფიზური ჰორმონი, რაც ნიშნავს, რომ ეს ანტისხეული იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბ წარმოქმნას (ჰიპერთირეოიდიზმი).

გრეივსის ოფთალმოპათიის მიზეზი

ეს მდგომარეობა ვითარდება კანში უცნობი მიზეზის გამო გარკვეული ნახშირწყლების დაგროვების შედეგად. როგორც ჩანს, ფარისებრი ჯირკვლის დამაზიანებელი ანტისხეული შეიძლება თვალების გარშემო ქსოვილსაც აზიანებდეს.

გრეივსის ოფთალმოპათია ჩნება ჰიპერთირეოიდიზმის გაჩენისთანავე ან რამდენიმე თვის შემდეგ. ოფთალმოპათიის სიმპტომები შეიძლება ჰიპერთირეოიდიზმის განვითარებებას წლობით უსწრებდეს. გრეივსის ოფთალმოპათია აგრეთვე შეიძლება განვითარდეს ჰიპერთირეოიდიზმის არარსებობის პირობებშიც.

სიმპტომები

გრეივსის დაავადების ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:

  • შფოთვა და გაღიზიანებულობა
  • ხელების ან თითების ტრემორი
  • სიცხისადმი მგრძნობელობის მომატება, ოფლიანობის მომატება ან თბილი, ნამიანი კანი
  • წონაში კლება ნორმალური კვების ფონზე
  • ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გაზრდა (ჩიყვი)
  • მენსტრუალური ციკლის ცვლილებები
  • ერექტილური დისფუნქცია ან ლიბიდოს შემცირება
  • ხშირი დეფეკაცია
  • თვალების გადმოვარდნა (გრეივსის ოფთალმოპათია)
  • სქელი, წითელი კანი წვივებზე და ფეხის ზურგზე
  • ჩქარი ან არარეგულარული გულისცემა



გრეივსის ოფთალმოპათია

გრეივსის დაავადების მქონე ადამიანების 30% უვლინდება გრეივსის ოფთალმოპათიის ნიშნები და სიმპტომები. გრეივსის ოფთალმოფათიის დრო, ანთება და სხვა იმუნური სისტემის მოქმედებები აზიანებენ თვალის გარშემო არსებულ კუნთოვან და სხვა ქსოვიელბს. ამის შედეგად ვითარდება შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • თვალების გადმოვარდნა (ეგზოფთალმი)
  • თვალის გაღიზიანება
  • წნევა ან ტკივილი თვალებში
  • შეშუპებული ან უკან შეწეული ქუთუთოები
  • შეწითლებული თვალები
  • სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება
  • გაორმაგებული მხედველობა
  • მხედველობის დაკარვა
  • გრეივსის დერმოპათია



გრეივსის დაავადების დროს იშვიათად ვითარდება გრეივსის დერმოპათია, რომელიც გამოიხატება წვივებზე და ფეხების ზურგზე კანის შეწითლებით და გასქელებით.

როდის მივმართოთ ექიმს

გრეივის დაავადების მსგავსი ნიშნების და სიმპტომების გამოწვევა ბევრ სხვა დაავადებას შეუძლია. გრეივსის დაავადების მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს სწრაფი და ზუსტი დიაგნოზისთვის.

მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება თუ გაქვთ გულთან დაკავშირებული ნიშნები და სიმპტომები, მათ შორის სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა და თუ განგივითარდათ მხედველობის დაკარგვა.