გრიპი
დაავადების აღწერა
გრიპი ზედა სასუნთქვი გზების ვირუსული ინფექციაა, რომელიც აზიანებს ცხვირს, ყელს და ფილტვებს. გრიპს აგრეთვე ეძახიან ინფლუენცას.
გრიპი და მისი გართულებები შეიძლება სასიკვდილო იყოს. გრიპის გართულებების განვითარების გაზრდილი რისკი აქვთ:
- პატარა ბავშვებს
- 65 წელს ზემოთ ადამიანებს
- ორსულ ქალებს
- დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს
- ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს
გრიპისგან დაცვის საუკეთესო გზა ყოველწლიური ვაქცინაციაა.
გამომწვევი მიზეზი
გრიპის ვირუსები ხვდება ჰაერში, როდესაც ინფექციის მქონე ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. ვირუსი ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ჩასუნთქვის გზით ან თქვენ შეიძლება იგი შეიძინოთ იგი ვირუსით დაბინძურებული ნივთის, მაგალითად ტელეფონის ან კლავიატურის მოკიდების შემდეგ ხელების თვალებზე, ცხვირზე ან პირზე დადებით.
ვირუსის მქონე ადამიანები ყველაზე გადამდებები არიან სიმპტომების გაჩენის წინა დღიდან სიმპტომების გაჩენიდან 5-10 დღის განმავლობაში. ბავშვები და შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები შეიძლება გადამდები იყვნენ უფრო დიდი ხნის განმავლობაში.
გრიპი ვირუსი მუდამ იცვლება და რეგულარულად ჩნდება მისი ახალი შტამები. თუ თქვენ გრიპი გადატანილი გაქვთ, თქვენს ორგანიზმში გრიპის ან შტამის საწინააღმდეგო ანტისხეულები არსებობს. თუ ორგანიზმში მოხვედრილი გრიპის ვირუსიამ გადატანილი ვირუსის ან ვაქცინაციის დროს შეყვანილი ვირუსის მსგავსი იქნება, ანტისხეულები დაგიცავენ ინფექციის განვითარებისგან ან შეამცირებენ მის სიმწვავეს.
ეს ანტისხეულები ვერ დაგიცავენ ვირუსის ახალი ქვეტიპებისგან, რომლებიც გადატანილი ვირუსებისგან იმუნოლოგიურად ძლიერ განსხვავდებიან. ვირუსის ბევრი ახალი ტიპია გამოვლენილი 1918 წლის გლობალური ეპიდემიის შემდეგ, როდესაც ათობით მილიონი ადამიანი მოკვდა.
სიმპტომები
გრიპი შეიძლება სურდოს, ცემინების და ყელის ტკივილის გამო გაციებაში აგვერიოს. გაციება ჩვეულებრივ უფრო ნელა ვითარდება, გრიპი კი უფრო სწრაფად. გრიპის დროს აგრეთვე თავს გაციებაზე ბევრად ცუდად გრძნობთ.
გრიპის ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:
- 38-ზე მაღალი სიცხე
- ზურგის, ხელების და ფეხების კუნთების ტკივილი
- შეციება და ოფლიანობა
- თავის ტკივილი
- მშრალი ხველა
- დაღლილობა და ზოგადი სისუსტე
- სურდო
როდის მივმართოთ ექიმს
გრიპის მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში სახლში შეიძლება და არ ხდება საჭირო ექიმთან წასვლა.
თუ თქვენ გაქვთ გრიპის სიმპტომები და ხართ გართულებების რისკის ქვეშ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ანტივირუსული პრეპარატების სიმპტომების გაჩენიდან 48 საათში მიღება ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას და გიცავთ უფრო სერიოზული პრობლემებისგან.