გულძმარვა

დაავადების აღწერა

გულძმარვა არის წვის შეგრძნება გულმკერდის არეში, მკერდის ძვლივს უკან. ტკივილი უარესდება დაწოლის და წელში მოხრის დროს.

იშვიათი გულძმარვა ნორმაა და არ არის შეშფოთების მიზეზი. ადამიანტა უმეტესობას შეუძლია მართოს გულძმარვის დისკომფორტი ცხოვრების წესის შეცვლით და წამლებით.

გულძმარვა, რომელიც უფრო ხშირია ან ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში შეიძლება იყოს უფრო სერიოზული მდგომარეობის სიმპტომი და მოითხოვდეს მკურნალობას.

გამომწვევი მიზეზი

გულძმარვა ვითარდება როდესაც კუჭის მჟავა უკან ადის მილში, რომელშიც საჭმელი ჩადის პირიდან კუჭში (საყლაპავი).

ნორმაში, როდესაც ყლაპავთ, საყლაპავაში ქვედა ნაწილში არსებული კუნთთა ჯგუფი (საყლაპავის ქვედა სფინქტერი) დუნდება, რათა შეძლოს საკვებმა და სითხემ კუჭში გადასვლა. ამის შემდეგ კუნთი ისევ იკუმშება.

თუ საყლაპავის ქვედა სფინქტერი პათოლოგიურად დუნდება ან შესუსტებულია, კუჭის მჭავა შეიძლება უკან ავიდეს საყლაპავში (მჟავას რეფლუქსი) და გამოიწვიოს გულძმარვა. მჟავის გადასვლა შეიძლება გაძლიერდეს დაწოლის და წელში მოხრის დროს.

სიმპტომები

გულძმარვის სიმპტომებია:

  • წვის შეგრძნება მკერდის არეში რომელიც ვითარდება ჭამის შემდეგ და შეიძლება განვითარდეს ღამით
  • ტკივილი, რომელიც უარსდება დაწოლისას და წელში მოხრისას



როდის მივმართოთ ექიმს

სასწრაფოდ მოითხოვეთ დახმარება თუ განიცდით მწვავე ტკივილს ან სიმძიმის შეგრძნებას გულმკერდის არეში, განსაკუთრებით თუ მას თან ერთვის სხვა სიმპტომები და ნიშნები, მაგალითად მხრის ან ყბის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება. გულმკერდის ტკივილი შეიძლება გულის შეტევის ნიშანი იყოს.

დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი თუ:

  • გულძმარვა ვითარდება კვირაში ორზე მეტჯერ
  • სიმპტომები არ ქრება წამლების გამოყენების მიუხედავად
  • გიჭირთ ყლაპვა
  • გაქვთ გულძმარვა ან პირღებინება
  • ცუდი მადის ან ჭამის გაძნებელების გამო დაიკელით წონაში