გულის ფრიალი

დაავადების აღწერა

გულის ფრიალი არის გახშირებული ან გაძლიერებული გულისცემა. გულის ფრიალი შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა, ვარჯიშმა, მედიკამენტებმა და უფრო იშვიათად რაიმე დაავადებამ.

გულის ფრიალი შეიძლება სანერვიულოდ მოგეჩვენოთ, თუმცა იგი ძირითადად უვნებელია. იშვიათ შემთხვევაში, გულის ფრიალი შეიძლება სხვა პათოლოგიის, მაგალითად არითმიის სიმპტომი იყოს და მკურნალობა სჭირდებოდეს.

გამომწვევი მიზეზი

ხშირად გულის ფრიალის მიზეზი ვერ დგინდება. გულის ფრიალის ხშირი მიზეზებია:

  • ძლიერი ემოციები, მაგალითად სტრესი ან შფოთვა
  • ძლიერი ვარჯიში
  • კოფეინი
  • ნიკოტინი
  • ტემპერატურის მომატება
  • მენსტრუაციასთან, ორსულობასთან ან მენოპაუზასთან დაკავშირებული ჰორმონული ცვლილებები
  • სტიმულანტ ფსევდოეფედრინის შემცვლელი გაციების ან ხველების საწინააღმდეგო წამლის მიღება
  • სტიმულანტების შემცვლელი



იშვიათად, გულის ფრიალი შეიძლება სერიოზული პრობლემის, მაგალითად ზეაქტიური ფარისებრი ჯირკვლის (ჰიპერთირეოიდიზმი) ან გულის არითმიის ნიშანი იყოს. არითმიების დროს შეიძლება განვითარდეს სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია), შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია) ან არარეგულარული გულისცემა.

სიმპტომები

გულის ფრიალის დროს გაქვთ შეგრძნება, თითქოს თქვენი გული:

  • პულსს აგდებს
  • ფანცქალებს
  • უფრო სწრაფად იკუმშება
  • უფრო ძლიერად იკუმშება



თქვენ ფრიალი შეიძლება იგრძნოთ ყელში, კისერში და გულმკერდში. გულის ფრიალი ვითარდება როგორც, დატვირთვის, ასევე მოსვენების დროს. იგი აგრეთვე ვითარდება როგორც ფეხზე დგომისას, ასევე ჯდომისას ან წოლისას.

როდის მივმართოთ ექიმს

გულის ფრიალი, რომელიც ხანმოკლეა და მხოლოდ რამდენიმე წამი გრძელდება, არ მოითხოვს გამოკვლევას. თუ თქვენ გქონიათ გულის დაავადება და თქვენ გულის ფრიალი გახშირდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს. მან შეიძლება დაგინიშნოთ გამოკვლევა, რომელიც გაარკევს გულის ფრიალი უფრო სერიოზული დაავადების გამოწვეული ხომ არ არის.

სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ გულის ფრიალს თან ერთვის:

  • მკერდის დისკომფორტი ან ტკივილი
  • გულის წასვლა
  • სუნთქვის მწვავე უკმარისობა
  • ძლიერი თავბრუსხვევა