გულის სარქვლოვანი დაავადებები
დაავადების აღწერა
თქვენს გულს აქვს ოთხი სარქველი, რომელიც განაპირობებს სისხლის სწორი მიმართულებით მოძრაობას. სარქვლები იღება და იკეტება გულის თითოეული შეკუმშვის დროს. ხანდახან, სარქველი ისე არ იღებიან ან იხურებიან, როგორც საჭიროა, რაც უშლის სისხლის მიმოქცევას ხელს. სტენოზის დროს, სარქველი ბოლომდე ვერ იღება. ნაკლოვანების დროს, სარქველი ბოლომდე არ იხურება და ატარებს სისხლს.
გულის სარქლოვან დაავადებებს მიეკუთვნება:
- აორტის სარქვლის დაავადებები
- მიტრალური სარქვლის დაავადებები
- ფილტვის არტერიის სარქვლის დაავადებები
- სამკარიანი სარქვლის დაავადებები
მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სარქველია დაზიანებული და რამდენად მძიმეა დაზიანება. ხანდახან სარქლოვანი დაავადების დროს საჭირო ხდება სარქვლის ოპერაცია.