გულმკერდის გასავლის სინდრომი
დაავადების აღწერა
გულმკერდის გასავლის სინდრომი არის დაავადებათა ჯგუფი, რომლებიც ვითარდება ლავიწსა და პირველ ნეკნს შორის არსებული სისხლძარღვებისა და ნერვების კომპრესიისას. ეს იწვევს მხრის და კისრის ტკივილს და თითებში მგრძნობელობის დაკარგვას.
გულმკერდის გასავლის სინდრომის ხშირი მიზეზია ავტოავარიის დროს ფიზიკური ტრავმა, განმეორებითი ტრავმები სპორტის დროს, ზოგიერთი ანატომიური დეფექტი (მაგ. დამატებითი ნეკნი) და ორსულობა. ზოგჯერ ექიმები ვერ ადგენენ გულმკერდის გასავლის სინდრომის მიზეზს.
გულმკერდის გასავლის სინდრომის მკურნალობა მოიცავს ფიზიკურ თერაპიას და ტკივილის გაყუჩებას. ადამიანთა უმეტესობას შველის ეს ღონისძიებები. ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძება გირჩიოთ ოპერაციის ჩატარება.
გამომწვევი მიზეზი
ზოგადად, გულმკერდის გასავლის სინდრომის მიზეზი არის ლავიწის ქვეშ, გულმკერდის გასავალში არსებული ნერვების და სისხლძარღვების კომპრესია. კომპრესიის მიზეზი შეიძლება იყოს:
- ანატომიური დეფექტი. თანდაყოლილი დეფექტი შეიძლება იყოს დამატებითი ნეკნი პირველი ნეკნის ზემოთ ან ხერხემლისა და ნეკნების დამაკავშირებელი ძაფის პათოლოგიური სიმტკიცე.
- ცუდი პოზა. მხრების ჩამოგდება ან თავის წინა პოზიციაში დაჭერამ შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის გასავლის არეში კომპრესია.
- ტრავმა. ტრავმულ შემთხვევას, მაგალითად ავტოავარიას, შეუძლია გამოიწვიოს გულმკერდის გასავალში ნერვების კომპრესია. ამ დროს სიმპტომები ხშირად მოგვიანებით ჩნდება.
- განმეორებითი მოქმედებები. ერთი და იგივე მოძრაობის მუდვივად კეთება დროთა განმავლობაში იწვევს ქსოვილების გაცვეთას.
თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ გულმკერდის გასავლის სინდრომის სიმპტომები თუ თქვენი სამსახური მოითხოვს განმეორებითი მოქმედებების კეთებას, მაგალითად კომპიუტერზე კრეფას და საგნების თავს ზემოთ აწევას.
ათლეტებს, მაგალითად ბეისბოლის მოთამაშეებს და მოცურავეებს, აგრეთვე უვითარდებათ გულმკერდის გასავლის სინდრომი განმეორებითი მოძრაობების გამო.
- ზეწოლა სახსრებზე. სიმსუქნემ შეიძლება ზეწოლა მოახდინოს სახსრებზე. ზეწოლას ახდენს აგრეთვე მძიმე ჩანტის ტარება.
- ორსულობა. სახსრები დუნდება ორსულობის გამო, რის გამოც გულმკერდის გასავლის სინდრომის ნიშნები შეიძლება ორსულობის პერიოდში გაჩნდეს.
სიმპტომები
არსებობს გულმკერდის გასავლის სინდრომის სამი ფორმა.
- ნეიროგენული (ნევროლოგიური) გულმკერდის გასავლის სინდრომი. ეს ფორმა ხასიათდება მხრის წნულის კომპრესიით. მხრის წნული არის ნერვების ერთობლიობა, რომლებიც გამოდის ზურგის ტვინიდან და განაგებენ მხრის, მკლავისა და ხელის მოძრაობას და მგრძნობელობას.
გულმკერდის გასავლის სინდრომის უმეტეს შემთხვევებში სიმპტომები ნეიროგენულია.
- ვასკულური გულმკერდის გასავლის დინრომი. ეს ფორმა ვითარდება როდესაც ლავიწის ქვეშ არსებული ერთი ან მეტი ვენა (ვენოზური გულმკერდის გასავლის სინდრომი) ან არტერია (არტერიული გულკმერდის გასავლის სინდრომი) განიცდის კომპრესიას.
- არასპეციფიური გულმკერდის გასავლის სინდრომი. ზოგიერთი ექიმი ამბობს, რომ ეს ფორმა არ არსებობს, სხვები კი მას ხშირ მდგომარეობად მიიჩნევენ.
არასპეციფიური გულმკერდის გასავლის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ გულმკერდის გასავლის არეში ქრონიკული ტკივილი, რომელიც უარსდება მოძრაობისას. ზუსტი მიზეზის დადაგენა ვერ ხერხდება.
გულმკერდის გასავლის სინდრომის სიმპტომები სხვადასხვაა და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სტრუქტურა არის კომპრესირებული. როდესაც ხდება ნერვების კომპრესია, ვითარდება ნევროლოგიური გულმკერდის გასავლის სინდრომი, რომლის ნიშნები და სიმპტომებია:
- ცერის ფუძის განლევა
- მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება მკლავში ან ხელში
- კისრის, მხრის ან ხელის ტკივილი
- მოჭერითი ძალის დასუსტება
ვასკულური გულმკერდის გასავლის სინდრომის ნიშ§ები და სიმპტომებია:
- ხელის ფერის ცვლილება (ციანოზი)
- მკლავის ტკივილი და შეშუპება, შესაძლებელია თრომბების გამო
- სისხლის კოლტები სხეულის ზედა ნაწილის ვენებში და არტერიებში
- ერთი ან მეტი თითის ან მთელი ხელის სიფერმკრთალე
- სუსტი პულსი დაზიანებულ მხარეს
- ცივი თითები, ხელები ან მკლავები
- მკლავის დაღლილობა გამოყენების შემდეგ
- მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება თითებში
- მკლავის ან კისრის სისუსტე
- მფეთქავი გამობერილობა ლავიწთან
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ გულმკერდის გასავლის სინდრომის ნიშნები ან სიმპტომები.