ჰერპეს–ვირუსით გამოწვეული გამონაყარი

დაავადების აღწერა

ჰერპეს–სიმპლექსის ვირუსით გამოწვეული გამონაყარი საკმაოდ გავრცელებულია. გამონაყარი მცირე ზომის, სითხით სავსე მუწუკებით გამოიხატება, ტუჩზე ან მის გარშემო. გამონაყარი ხშირად ჯგუფურადაც იჩენს თავს. მუწუკების გასკდომის შემდეგ, იქმნება ქერქი გამონაყარის თავზე. გამონაყარი ძირითადად 2–4 კვირაში გაივლის, ნაწიბურის გარეშე.

ჰერპეს სიმპლექს ვირუსი ვრცელდება ადამიანიდან დამიანზე ახლო კონტაქტით, როგორიცაა კოცნა. გამონაყარს იწვევს ჰერპეს–სიმპლექს ვირუსი (პირველი ტიპი), რომელიც გავს გენიტალური ჰერპესის ვირუსს (მეორე ტიპი). ორივე ვირუსი შესაძლოა შეგვხვდეს პირის ღრუსა და გენიტალიებზე, ორალური სექსით გადადების შემთხვევაში. ვირუსი მაშინაც გადამდებია, როცა გამონაყარი არაა გამოვლენილი.

ჰერპეს–სიმპლექსის სრული მკურნალობა არ არსებობს და გამონაყარი განმეორებითია. ანტივირუსული მედიკამენტები აჩქარებენ გამონაყრის ალაგებას და შესაძლოა შეამცირონ განმეორების რიცხვიც.

გამომწვევი მიზეზი

გამონაყარს იწვევს ჰერპესვირუსის პირველი ტიპი, ხოლო მეორე ტიპი ძირითადად გენიტალურ ჰერპესზეა პასუხისმგებელი. ამის მიუხედავად, ორივე ტიპს შეუძლია სახის ან გენიტალიების არეში გამონაყრის გამოწვევა. დაინფიცირებული ადამიანების უმრავლესობა არასდროს ავლენს სიმპტომებსა და ნიშნებს.

ჰერპესი ყველაზე გადამდებია, როცა მუწუკები სითხეს გამოყოფს. ამის მიუხედავად, ვირუსის გადადება ყოველთვის ხდება. ნივთების გაზიარება, როგორიცაა საპარსი ან პირსახოცი, ასევე კოცნა, ხშირად ხდება ჰერპესის გადადების მიზეზი. ორალური სექსით გადაიდება პირველი ტიპის ჰერპესი გენიტალიებზე, ხოლო მეორე ტიპი–ტუჩებზე.

თუ გქონიათ ჰერპესის ინფექციის ეპიზოდი, ვირუსი ინაქტიურ მდგომარეობაში დარჩება ნერვულ უჯრედებში და შესაძლოა კვლავ გამოიწვიოს გამონაყარი იმავე ადგილას. განმეორებით გამონაყარს ხშირად იწვევს:

  • ვირუსული ინფექცია ან სიცხე
  • ჰორმონალური ცვლილებები, მაგ.: მენსტრუაცია
  • სტრესი
  • დაღლილობა
  • მზის სხივები ან ქარი
  • იმუნური სისტემის ცვლილებები

სიმპტომები

ჰერპესის გამონაყარი სწრაფად გადის რამდენიმე ფაზას:

  • ქავილი. მრავალი პაციენტი გრძნობს ქავილს, წვას ან მოღუტუნების შეგრძნებას ტუჩების გარშემო, ერთი დღით ადრე, სანამ მცირე ზომის, გამაგრებული, მტკივნეული გამონაყარი გაჩნდება.
  • გამონაყარი. მცირე ზომის, სითხით სავსე მუწუკები ჩნდება ტუჩისა და კანის გარდამავალ საზღვრებზე. გამონაყარი შესაძლოა შეგვხვდეს ცხვირსა და ლოყებზეც.
  • სითხის დაგროვება და ქერქი. გამონაყარი ერთიანდება, სკდება, რაც ტოვებს ღია დაზიანებებს, რომლებიც სითხეს გამოყოფენ და შემდეგ ქერქს იკეთებენ



ნიშნები და სიმპტომები განსხვავებულია, გააჩნია ეს პირველი შემთხვევაა თუ განმეორებითი გამონაყარი. სიმპტომები რამდენიმე დღეს გასტანს, ხოლო გამონაყარს 2–4 კვირა სჭირდება ასალაგებლად. განმეორებითი გამონაყარი ძირითადად იმავე ადგილას ჩნდება და უფრო მსუბუქია, ვიდრე პირველი შემთხვევა.
პირველი შემთხვევის დროს, ზოგიერთ პაციენტს აქვს:

  • სიცხე
  • მტკივნეული ღრძილები
  • ყელის ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • კუნთების ტკივილი
  • ლიმფური კვანძების შესიება



ბავშვებს 5 წლამდე შესაძლოა ჰქონდეთ გამონაყარი პირის ღრუშიც, რაც ხშირად აფტოზურ გამონაყარში ეშლებათ. აფტოზური წყლულის გამონაყარი მხოლოდ ლორწოვან გარსშია და მას არ იწვევს ჰერპესვირუსი.

როდის მივმართოთ ექიმს

ძირითადად, გამონაყარი მკურნალობის გარეშეც გაივლის, თუმცა მიმართეთ ექიმს, თუ:

  • გაქვთ დასუსტებული იმუნური სისტემა
  • გამონაყარი არ რჩება რამდენიმე კვირაში
  • სიმპტომები ძლიერია
  • გამონაყარი სწრაფად მეორდება
  • გაღიზიანებული გაქვთ თვალებიც