ჰიდროცეფალია

დაავადების აღწერა

ჰიდროცეფალია არის ტვინში არსებულ ღრუებში (პარკუჭებში) სითხის დაგროვება. ჭარბი სითხე ზრდის პარკუჭების ზომას და აწვება ტვინს.

ცერებროსპინალური სითხე ნორმაში ჩაედინება პარკუჭებში და წმინდავს ტვინს და ზურგის ტვინს. ჰიდროცეფალიის დროს ჭარბი სითხის გამო განვითარებულ წნევას შეუძლია დააზიანოს ტვინი და გამოიწვიოს ტვინის მრავალი ფუნქციის დაზინაება.

ჰიდროცეფალია შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, თუმცა იგი უფრო ხშირია ჩვილებში და ხანშიშესულებში.

ჰიდროცეფალიის დროს ოპერაციულ ჩარევას შეუძლია ნორმაში დააბრუნოს ცერებროსპინალური სითხის მოცულობა ტვინში. მრავალი სახის მკურნალობა ხდება საჭირო ჰიდროცეფალიით გამოწვეული სიმპტომებისა და დარღვევების გამოსასწორებლად.

გამომწვევი მიზეზი

ჰიდროცეფალიას იწვევს ცერებროსპინალური სითხის წარმოქმნასა და მის სისხლში გადასვლას შორის ბალანსის დარღვევა.

ცერებროსპინალური სითხე წარმოიქმნება ტვინის პარკუჭების ქსოვილებში. იგი გაივლის პარკუჭებს ერთმანეთთან დაკავშირებული არხების საშუალებით და საბოლოოდ აღმოჩნდება ტვინსა და ზურგის ტვინს შორის. იგი სისხლში შეიწოვება ტვინის ფუძესთან არსებულ ქსოვილებში.

ცერებროსპინალური სითხე დიდ როლს ასრულების ტვინის ფუნქციონირებაში. იგი:

  • ხელს უწყობს შედარებით მძიმე ტვინის ტივტივს ქალას შიგნით
  • იცავს ტვინს დაზიანებისგან
  • გამოაქვს ტვინის მეტაბოლიზმის ნარჩენი პროდუქტები
  • ტვინის ღრუსა და ზურგის ტვინს შორის დინების შედეგად ქმნის მუდმივ წნევას ტვინში, რითაც აკომპენსირებს სისხლის წნევის ცვლილებას ტვინში.



პარკუჭებში ჭარბი ცერებროსპინალური სითხე შეიძლება გაჩნდეს შემდეგი მიზეზებით:

  • ობსტრუქცია. ყველაზე ხშირი მიზეზი არის ცერებროსპინალური სითხის დინების ნაწილობრივი ობსტრუქცია. ეს ხდება ან ერთი პარკუჭიდან მეორეში გადასვლისას ან ტვინის გარშემო სხვა ადგილებში.
  • ცუდი შეწოვა. უფრო იშვიათი მიზეზია სისხლძარღვების მიერ ცერებროსპინალური სითხის შეწოვის დარღვევა. ეს ხშირად დაკავშირებულია დაავადებების ან ტრავმის შედეგად განვითარებულ ტვინის ქსოვილების ანთებასთან.
  • ჭარბი პროდუქცია. იშვიათად, პარკუჭებში წარმოიქმნება ჭარბი რაოდენობის სითხე, რომელიც სწრაფად ვერ გაიწოვება.

სიმპტომები

ჰიდროცეფალიის ნიშნები და სიმპტომები ძირითადად დამოკიდებულია ასაკზე.

ჩვილები

ჰიდროცეფალიის ხშირი ნიშნები და სიმპტომები ჩვილებში არის:

  • თავის ცვლილებები
  • არაბუნებრივად დიდი თავი
  • თავის ზომის სწრაფი გაზრდა
  • თავის ზედა ნაწილზე ამობურცული ან დაჭიმული ყიფლიბანდი



ფიზიკური სიმპტომები

  • პირღებინება
  • ძილიანობა
  • გაღიზიანებულობა
  • მადის დაქვეითება
  • გულყრები
  • თვალების ქვემოთ ფიქსირება
  • კუნთებისის ტონუსის და ძალის, გაღიზიანებაზე პასუხის და ზომაში ზრდის დარღვევა



ბავშვებში

ბავშვებში ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:

ფიზიკური სიმპტომები

  • თვის ტკივილი
  • ბუნდოვანი ან გაორმაგებული ხედვა



ფიზიკური ნიშნები

  • ბავშვის თავის პათოლოგიური გაზრდა
  • ძილიანობა
  • გაღვიძების ან ფხიზლად დარჩენის შეუძლებლობა
  • გულისრევა და პირღებინება
  • წონასწორობის დარღვევა
  • ცუდი კოორდინაცია
  • მადის დაქვეითება
  • გულყრები



ქცევითი და კოგნიტიური ცვილებები

  • გაღიზიანებულობა
  • ხასიათის შეცვლა
  • ყურადღების დეფიციტი
  • სკოლაში ნიშნების გაუარესება
  • მანამდე შეძენილი უნარების შენელება ან გაუარესება, მაგალითად სიარულის ან ლაპარაკის



ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ზრდასრულებში

ხშირი ნიშნები და სიმპტომები ამ ასაკში არის:

  • თავის ტკივილი
  • გაღვიძების ან ფხიზლად დარჩენის შეუძლებლობა
  • კოორდინაციის და წონასწორობის დაკარგვა
  • შარდვის კონტროლის დაკარგვა ან შარდვის გახშირებული სურვილი
  • მხედველობის გაუარესება
  • მეხსიერების, კონცენტრაციის და სხვა პროცესების დაქვეითება



ხანშიშესულები

60 წელს ზემოთ ადამიანებში ჰიდროცეფალიის ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:

  • შარდვის კონტროლის დაკარგვა ან შარდვის გახშირებული სურვილი
  • მეხსიერების დაქვეითება
  • აზროვნების ან სხვა პროცესების პროგრესული დაქვეითება
  • სიარულის გაძნელება, ხშირად აღწერილი, როგორც ფეხების ადგილზე დაწებება
  • ცუდი კოორდინაცია და წონასწორობა
  • ზოგადად მოძრაობების შენელება



როდის მივმართოთ ექიმს

სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება ჩვილებისა და პატარა ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ შემდეგი სიმპტომები:

  • მაღალი ტონის ყვირილი
  • წოვის ან კვების პრობლემა
  • უმიზეზო, განმეორებადი პირღებინება
  • თავის და კისრის მოხრის შეუძლებლობა
  • სუნთქვის გაძნელება
  • გულყრები



დროულად მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება სხვა ასაკში განვითარებული ნიშნების და სომპტომების შემთხვევაში.

იმის გამო, რომ ბევრ დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს ჰიდროცეფალიასთან დაკავშირებული პრობლემები, მნიშვნელოვანია დროული დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.