ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი

დაავადების აღწერა

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი დაკავშირებულია შარდის დაგროვების ფუნქციის პრობლემებთან. მდგომარეობა იწვევს შარდივს უცაბედ სურვილს. სურვილის შეჩერება შესაძლოა ძალიან რთული იყოს და გამოიწვიოს უნებლიე შარდვა(შეუკავებლობა).

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის შემთხვევაში, პაციენტი შესაძლოა თავს უხერხულად გრძნობდეს, გამოეყოს სხვებს ან შეზღუდოს საკუთარი სამსახურეობრივი და სოციალური ცხოვრება. თუმცა ექიმის ხანმოკლე დაკვირვებამ შესაძლოა განსაზღვროს ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომების კონკრეტული მიზეზი.

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის მკურნალობა მოიცავს ქცევით სტრატეგიებს, მაგალითად სითხის მიღების სქემას, განსაზღვრულ დროში დაცლას შარდისგან და შარდის შეკავების ტექნიკებს მენჯის ფუძის გამოყენებით. თუ მკურნალობის ამ მეთოდებმა არ გაამართლა, არსებობს მეორე და მესამე ხახის მკურნალობაც.

გამომწვევი მიზეზი

შარდის ბუშტის ნორმალური ფუნქცია

თირკმელები წარმოქმნიან შარდს, რომელიც ჩაედინება შარდის ბუშტში. შარდვის დროს, შარდი გადადის შარდის ბუშტის ძირში არსებულ შესავალში და ჩაედინება მილში, რომელსაც შარდსადენი ეწოდება. ქალებში, შარდსადენის შესავალი ზუსტად ვაგინის თავზეა მოთავსებული, მამაკაცებში კი პენისის თავზე.

შარდის ბუშტის შევსების დროს, თავის ტვინის მიმართულებით გადაცემული სიგნალები იწვევენ შარდივს სურვილს. შარდვის დროს, ნერვული სიგნალები არეგულირებენ მენჯის ღრუს ფუძის კუნთების და შარდსადენის კუნთების მოდუნებას. შარდის ბუშტის კუნთები იკუმშება, რის შედეგადაც შარდი გამოდის.

შარდის ბუშტის უნებლიე შეკუმშვები

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის მიზეზია შარდის ბუშტის კუნთების უნებლიე შეკუმშვები იმ შემთხვევაშიც, როცა შარდის მოცულობა დაბალია. უნებლიე შეკუმშვები იწვევენ შარდვის უცაბედ სურვილს.
ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომებს რამოდენიმე მდგომარეობა იწვევს:

  • ნევროლოგიური დაავადებები, როგორიცაა პარკინსონის დაავადება, ინსულტი და გაფანტული სკლეროზი
  • შარდის მაღალი რაოდენობით წარმოქმნა, მაგალითად ჭარბი სითხის მიღების დროს, თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას ან დიაბეტის შემთხვევაში
  • მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ შარდვის წარმოქმნის სწრაფ გაძლიერებას ან საჭიროებენ ჭარბი რაოდენობით სითხის მიყოლებას
  • საშარდე გზების მწვავე ინფექციები, რომლებიც იწვევენ ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის მსგავს სიმპტომებს
  • შარდის ბუშტის პათოლოგიები, როგორიცაა სიმსივნე ან კენჭები
  • ფაქტორები, რომლებიც ახშობენ შარდის ბუშტიდან შარდის გამოსვლას: გადიდებული პროსტატის ჯირკვალი, ყაბზობა ან შეუკავებლობის სამკურნალოდ წარსულში გადატანილი ოპერაციები
  • კოფეინისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • ცნობიერების ფუნქციის დაქვეითება ასაკის მატებასთან ერთად. ეს მდგომარეობა აფერხებს თავის ტვინიდან წამოსული სიგნალების დროულად აღქმას შარდის ბუშტის მიერ.
  • სიარულის პრობლემები, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი შარდვის სურვილი, თუ თქვენ ვერ აღწევთ ტუალეტამდე სწრაფად
  • შარდის ბუშტის არასრულად დაცლა. ეს მდგომარეობა იწვევს ჰიპერაქტიური შარდის ბუშტისმაგვარ სიმპტომებს
  • ყაბზობა



ხშირად, ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის კონკრეტული გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

სიმპტომები

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის დროს, პაციენტს შესაძლოა:

  • აღენიშნებოდეს უცაბედი შარდვის სურვილი, რომლის გაკონტროლებაც რთულია
  • შარდვის სურვილის შემდეგ შარდის უნებლიე დაკარგვა
  • ხშირი შარდვა, როგორც წესი, 24 საათის განმავლობაში 8-ჯერ ან მეტჯერ.
  • ღამის განმავლობაში 2-3-ჯერ გაღვიძება მოსაშარდად (ნოქტურია)



მიუხედავად იმისა, რომ თვენ შესაძლოა ასწრებდეთ საპირფარეშოში გასვლას შარდვის სურვილის დროს, მოულოდნელი, ხშირი შარდვა და ნოქტურია დისკომფორტს ქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

როდის მივმართოთ ექიმს

მიუხედავად იმისა, რომ მოხუცებში დაავადება ხშირია, ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი სიბერის ნორმალური ნაწილი არ არის. თუ თქვენი სიმპტომები ქმნის დისკომფორტს, მიმართეთ ქცევით და სამკურნალო სტრატეგიებს.

ასეთ პირად თემაზე ლაპარაკი შესაძლოა რთული იყოს ექიმთან, თუმცა რისკი შედეგად ღირს, განსაკუთრებით თუ სიმპტომები გიშლიან სამსახურეობრივ საქმიანობაში, სოციალურ ურთოერთობებსა და ყოველდღიურ საქმიანობაში.