ჰიპერპარათიროიდიზმი
დაავადების აღწერა
ჰიპერპარათიროიდიზმი არის სისხლში პარათჰორმონის ჭარბი რაოდენობა, რომელიც ვითარდება სხეულში არსებული ოთხიდან ერთი ან მეტი პარათიროიდული ჯირკვლის ჭარბი აქტიურობით. ეს ჯირკვლები დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ზომისაა და მდებარეობს ყელის არესი.
პარათიროიდული ჯირკვლები წარმოქმნიან პარათჰორმონს, რომელიც გვეხმარება შევინარჩინოთ კალციუმის სათანადო თანაფარდობა სისხლში და ქსოვილებში, რომლების ფუნქციონირება კალციუმზეა დამოკიდებული.
არსებობს ორი ტიპის ჰიპერპარათიროიდიზმი. პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმის დროს, ოთხიდან ერთი ან მეტი ჯირკვლის ზომაში გაზრდა იწვევს ჰორმონის ჭარბ პროდუქციას, რაც იწვევს სისხლში კალციუმის მაღალ დონეს (ჰიპერკალცემია), რომელიც თავის მხრივ იწვევს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებს. პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმის სამკურნალოდ ყველაზე ხშირად ოპერაციას ატარებენ.
მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმი ვითარდება სხვა ისეთი დაავადების შედეგად, რომელიც იწვევს სისხლში კალციუმის დონის დაქვეითებას. ამის საპასუხოდ დროთა განმავლობაში ვითარდება ჰიპერპარათიროიდიზმი.
გამომწვევი მიზეზი
ჰიპერპარათიროიდიზმს იწვევს ფაქტორები, რომლებიც ზრდიან პარათჰორმონის პროდუქციას.
პარათიროიდული ჯირკვლები აკონტროლებენ ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის დონეს პარათჰორმონის სეკრეციის ჩართვა-გამორთვით მსგავსად თერმოსტატისა, რომელიც აკონტროლებს ოთახის ტემპერატურას. D ვიტამინი აგრეთვე მონაწილეობს სისხლში კალციუმის კონცენტრაციის რეგულაციაში.
ნორმაში ეს ბალანსი დაცულია. როდესაც სისხლში კალციუმის დონე დაქვეითდება, პარათიროიდული ჯირკვლები გამოიმუშავებენ პარათჰორმონს იმ რაოდენობით, რაც საჭიროა ბალანსის აღსადგენად. პარათჰორმონი ზრდის კალციუმის დონეს მისი ძვლებიდან გამონთავისუფლებით და წვრილ ნაწლავებში მისი შეწოვის გაზრდით.
როდესაც სისხლში კალციუმის დონე მაღალია, პარათიროიდული ჯირკვლები ნაკლებ პარათჰორმონს წარმოქმნის. ხანდახან ერთერთი ან მეტი ჯირკვალი ჭარბად წარმოქმნის ჰორმონს, რაც იწვევს სისხლში კალციუმის მაღალ (ჰიპერკალცემია) დონეს და ფოსფორის დაბალ დონეს.
კალციუმი არის მინერალი, რომელიც მონაწილეობს კბილებისა და ძვლების ჯანსაღად შენარჩუნებაში. კალციუმს სხვა ფუნქციებიც აქვს. იგი მონაწილეობს ნერვულ უჯრედებში სიგნალის გატარებაში და იგი მონაწილეობს კუნთების შეკუმშვაში. ფოსფორი, აგრეთვე მინერალია, კალციუმის გვერდიგვერდ მუშაობს.
ეს დაავადება გამომწვევი მიზეზის მიხედვით ორ ტიპად შეიძლება დაიყოს. ჰიპერპარათიროიდიზმი შეიძლება განვითარდეს თვითონ ჯირკვლის პათოლოგიის გამო (პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმი) ან იმის გამო, რომ სხვა დაავადება ახდენს ზეგავლენას ჯირკვლის ფუნქციაზე (მეორეადი ჰიპერპარათიროიდიზმი).
პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმი
პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმი ვითარდება, როდესაც არის რაიმე პრობლემა ერთ ან მეტ პარათიროიდულ ჯირკვალთან:
- კეთილთვისებიანი წანაზარდი(ადენომა) ჯირკვალზე ყველაზე ხშირი მიზეზია.
- ორი ან მეტი ჯირკვლის გაზრდა (ჰიპერპლაზია) აგრეთვე ხშირი მიზეზია.
- ავთვისებიანი სიმსივნე იშვიათადაა ჰიპერპარათიროიდიზმის მიზეზი.
- პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმი ხშირად შემთხვევით ვითარდება, თუმცა ზოგი ადამიანი მემკვიდრეობით იღებს ამ დაავადების გამომწვევ გენს.
მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმი.
მეორეადი ჰიპერპარათიროიდიზმი სხვა დაავადების მიერ კალციუმის დონის დაქვეითების შედეგია. ამის საკომპენსაციოდ პარათიროიდული ჯირკვლები ჭარბად გამოიმუშავებენ ჰორმონს. ფაქტორები, რომელბმაც შეიძლება ხელი შეუწყონ მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმის განვითარებას:
- კალციუმის მწვავე დეფიციტი. თქვენი ორგანიზმი შეიძლება ვერ იღებდეს საკმარის კალციუმს საკვებიდან, ხშირად იმიტომ, რომ დარღვეულია მისი შეწოვა ნაწლავებში.
- D ვიტამინის მწვავე დეფიციტი. D ვიტამინი გვეხმარება სისხლში კალციუმის დონის ნორმაში შენარჩუნებაში. იგი აგრეთვე ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას საჭმლიდან კალციუმის შეწოვაში.
თქვენ ორგანიზმი წარმოქმნის D ვიტამინს როდესაც კანი კონტაქტშია მზესთან. D ვიტამინის ნაწილს საკვებიდან ვიღებთ. თუ თქვენ არ იღებთ საკმარისი რაოდენობით D ვიტამინს, კალციუმის დონე შეიძლება დაქვეითდეს.
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. თქვენ თირკმლები გარდაქმნის D ვიტამინს ისეთ ფორმაში, რომლის გამოყენებაც ორგანიზმს შეუძლია. თუ თქვენი თირკმლები არასრულფასოვნად ფუნქციონირებენ, გამოყენებადი D ვიტამინის დონე შემცირდება და აქედან გამომდინარე კალციუმის დონეც შემცირდება. თირკმლის ქრონიკული უკმარისობა მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმის ყველაზე ხშირი მიზეზია.
სიმპტომები
ჰიპერპარათიროიდიზმის დიაგნოზი ხშირად ისმება დაავადების ნიშნებისა და სიმპტომების გამოჩენამდე. სიმპტომების გაჩენა მიმანიშნებენლია სისხლში და შარდში კალციუმის მაღალი დონის და ძვლებში კალციუმის დაბალი დონის გამო სხვადასხვა ორგანოებში და ქსოვილებში განვითარებული დაზიანების და დისფუნქციის.
სიმპტომები შეიძლება იმდენად მსუბუქი და არასპეციფიკური იყოს, რომ ისინი ვერ დავაკავშიროთ პარათიროიდულ ჯირკვალთან. სიმპტომები შეიძლება მწვავეც იყოს. ჰიპერპარათიროიდიზმის ნიშნებს და სიმპტომებს მიეკუთვნება:
- ადვილად მტვრევადი ძვლები (ოსტეროპოროზი)
- თირკმლის კენჭები
- ჭარბი შარდვა
- მუცლის ტკივილი
- ადვილად დაღლა ან ზოგადი სისუსტე
- დეპრესია ან გულმავიწყობა
- ძვლების და სახსრების ტკივილი
- ხშირი უმიზეზო ავადობა
- გულისრევა, პირღებინება და მადის დაკარგვა
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ჰიპერპარათიროიდიზმის რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი. ეს სიმპტომები შეიძლება გამოიწვეული იყოს მრავალი დაავადების მიერ, რომელთაგან ზოგს სერიოზული გართულებები აქვს. მნიშვნელოვანია სწრაფი, ზუსტი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.