ჰიპონატრემია
დაავადების აღწერა
ჰიპონატრემია ეწოდება მდგომარეობას, რომლის დროსაც სისხლში დაქვეითებულია ნატრიუმის შემცველობა. ნატრიუმი არის ელექტროლიტი, რომელიც არეგულირებს წყლის რაოდენობას უჯრედებში და მათ გარშემო.
ჰიპონატრემიის დროს, ერთი ან მეტი ფაქტორი, რომელიც შეიძლება იყოს სხვა დაავადებით დაწყებული ვარჯიშის დროს ზედმეტი წყლის დალევით დამთავრებული, იწვევს ორგანიზმში არსებული სოდიუმის განზავებას. ამ დროს ორგანიზმში იზრდება წყლის დონე და უჯრედები შუპდება. ამ შეშუპებას შეუძლია ბევრი მსუბუქი და სიცოცხლისთვის საშიში გართულება გამოიწვიოს.
ჰიპონატრემიის მკურნალობა ეფუძნება გამომწვევი მიზეზის მოგვარებას. ჰიპონატრემიის მიზეზიდან გამომდინარე შეიძლება საკმარისი იყოს წყლის მიღების შემცირება. სხვა შემთხვევებში შეიძლება დაგჭირდეთ ინტრავენური გადასხმები და წამლების მიღება.
გამომწვევი მიზეზი
ნატრიუმი დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ფუნქციონირებაში. იგი აკონტროლებს სისხლის წნევას, ფუნქციონირებაში ეხმარება ნერვებს და კუნთებს და არეგულირებს ორგანიზმში სითხის ბალანს.
სოდიუმის ნორმალური დონე არის 135 და 145 მილიექვივალენტ/ლიტრს შორის. ჰიპონატრემია ვითარდება, როდესაც ეს მაჩვენებელი 135 mEq/L-ს ქვემოთ ეცემა.
ბევრ მდგომარეობას შეუძლია გამოიწვიოს ჰიპონატრემია. ესენია:
- ზოგიერთი მედიკამენტი. ზოგიერთ მედიკამენტს, მაგალითად შარდმდენებს, ანტიდეპრესანტებს და ტკივილგამაყუჩებლებს, შეუძლიათ გამოიწვიონ ზედმეტი შარდვა ან ოფლიანობა.
- გულის, თირკმლის და ღვიძლის პრობლემები. გულის უკმარისობას და თირკმლის და ღვიძლის სხვა დაავადებებს შეუძლიათ გამოიწვიონ სითხის ორგანიზმში შეკავება, რაც აზავებს ნატრიუმს და იწვევს მისი დონის შემცირებას.
- ანტიდიურეზული ჰორმონის რაოდენობის დარღვევის სიდრომი. ამ დროს წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ანტიდიურეზული ჰორმონი, რაც იწვევს სითხის შეკავებას მისი შარდში გამონთავისუფლების მაგივრად.
- ქრონიკული, მწვავე პირღებინება ან ფაღარათი. ეს იწვევს ორგანიზმის მიერ სითხის და ელექტროლიტების, მათ შორის ნატრიუმის დაკარგვას.
- ზედმეტი წყლის მიღება. იმის გამო, რომ კარგავთ ნატრიუმს ოფლიანობის გზით, ზედმეტი წყლის მიღება გახანგრძლივებული ვარჯიშის დროს აზავებს ნატრიუმის შემცვლელობას. ჭარბი წყლის მიღებას სხვა დროსაც შეუძლია გამოიწვიოს ნატრიუმის დონის შემცირება.
- დეჰიდრატაცია. წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება შეიძლება პროლემა იყოს. დეჰიდრატაციის დროს ორგანიზმი კარგავს სითხეს და ელექტროლიტებს.
- ჰორმონული ცვლილებები. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა (ადისონის დაავადება) ზეგავლენას ახდენს თირკმელზედა ჯირკვლის მიერ იმ ჰორმონების პროდუქციაზე, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმში ნატრიუმის, კალიუმის და წყლის ბალანსს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობას აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე.
- ნარკოტიკი ექსტაზი. ეს ამფეტამინი ზრდის მწვავე და სიცოცხლისთვის საშიში ჰიპონატრემიის რისკს.
სიმპტომები
ჰიპონატრემიის ნიშნები და სიმპტომებია:
- გულისრევა და პირღებინება
- თავის ტკივილი
- დაბნეულობა
- ენერგიის დაკარგვა და ზოგადი სისუსტე
- მოუსვენრობა და გაღიზიანებულობა
- კუნთების სისუსტე, სპაზმები ან კრუნჩხვები
- გულყრები
- კომა
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ჰიპონატრემიის ნიშნებისა და სიმპტომების პარალელურად გაქვთ რაიმე სამედიცინო პრობლემა რომელიც ზრდის ჰიპონატრემიის რისკს ან გაქვთ ჰიპონატრიემის სხვა რისკ-ფაქტორი, მაგალითად მაღალინტენსიური ვარჯიში, მიმართეთ ექიმს.