ჰიპოპარათირეოიდიზმი
დაავადების აღწერა
ჰიპოპარათირეოიდიზმი არის იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავდება პარათირეოიდული ჰორმონი. პარათირეოიდული ჰორმონი დიდ როლს თამაშობს ორგანიზმში ორი მინერალის, კალციუმის და ფოსფორის დონის შენარჩუნებაში.
ჰიპოპარათირეოიდიზმის დროს პარათირეოიდული ჰორმონის დაბალი დონე იწვევს სისხლში და ძვლებში პათოლოგიურად დაბალი რაოდენობის იონიზებული კალციუმის არსებობას და შრატში ფოსფორის რაოდენობის გაზრას.
ჰიპოპარათირეოიდიზმის მკურნალობა მოიცავს წამლების მიღებას, რომლებიც არეგულირებენ კალციუმის და ფოსფორის დონეს. ჰიპოპარათირეოიდიზმის გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგჭირდებთ წამლების სმა.
გამომწვევი მიზეზი
ჰიპოპარათირეოიდიზმი ვითარდება, როდესაც თქვენი ფარისებრახლო ჯირკვლები არასაკმარისი რაოდენობით გამოიმუშავებენ პარათირეოიდულ ჰორმონს. თქვენ გაქვთ 4 ფარისებრახლო ჯირკვალი. თითოეული დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ზომისაა და მდებარეობს ყელის არეში, ფარისებრ ჯირკვალთან ახლოს.
პარათირეოიდული ჰორმონის ნაკლებობა იწვევს სისხლში და ძვლებში კალციუმის პათოლოგიურად დაბალ დონეს (ჰიპერკალცემია) და შრატში ფოსფორის გაზრდილ დონეს (ჰიპერფოსფატემია).
ჰიპოპარათირეოიდიზმის მიზეზებია:
- შეძენილი ჰიპოპარათირეოიდიზმი. ეს არის ჰიპოპარათირეოიდიზმის ყველაზე ხშირი მიზეზი და ვითარდება ფარისებრახლო ჯირკვლების დაზიანების ან ქირურგიული ამოკვეთის შედეგად. ეს ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების, ყელის სიმსივნის და კისრის სიმსივნის დროს. დღევანდელ დღეს ექიმები ბევრად უფრო ფრთხილები არიან ოპერაციის დროს.
- აუტოიმუნური დაავადება. ამ მდგომარეობის დროს თქვენ იმუნური სისტემა წარმოქმნის ანტისხეულებს ფარისებრახლო ჯირკვლის საწინააღმდეგო და ცდილობს მის განადგურებას, თითქოს იგი უცხო სხეულია. ამ პროცესის დროს ფარისებრახლო ჯირკვლები წყვეტენ ჰორმონის გამომუშავებას.
- თანდაყოლილი ჰიპოპარათირეოიდიზმი. ამ ფორმის დროს დაბადებიდანვე ან არ გვხვდება ფარისებრახლო ჯირკვლები, ან ისინი არ ფუნქციონირებენ ნორმალურად. თანდაყოლილი ჰიპოპარათირეოიდიზმის ზოგიერთი ტიპი ხანდახან დაკავშირებულია სხვა ჰორმონ-წარმომქმნელი ჯირკვლების დეფიციტთან.
- ჭარბი სიმსივნის საწინააღმდეგო სხივური თერაპია სახეში და ყელში. რადიაციას შეუძლია გაანადგუროს ფარისებროახლო ჯირკვლები. აგრეთვე იშვიათად ეს შეიძლება რადიოაქტიურმა იოდმაც გამოიწვიოს.
- სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე, რასაც შეუძლია იმოქმედოს ფარისებრახლო ჯირკვლის ფუნქციაზე. პარათირეოიდულის ოპტიმალური რაოდენობით გამოსაყოფად საჭიროა შრატში მაგნიუმის ნორმალური დონე.
სიმპტომები
ჰიპოპარათირეოიდიზმის ნიშნები და სიმპტომებია:
- ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება (პარესთეზიები) თითის წვერებში, ფეხის თითებში და ტუჩებში
- ფეხის, ტერფის, მუცლის ან სახის კუნთების ტკივილი და კრუნჩხვები
- კუნთების სპაზმი, განსაკუთრებით პირის გარშემო, აგრეთვე ხელებში, მკლავებში და ყელში
- ზოგადი სისუსტე და დაღლილობა
- მტკივნეული მენსტრუაცია
- თმის ცვენა, მაგალითად წარბების შეთხელება
- მშრალი, უხეში კანი
- მტვრევადი ფრჩხილები
- თავის ტკივილი
- დეპრესია, ხასიათის ცვლილება
- მეხსიერების პრობლემები
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ჰიპოპარათირეოიდიზმის ნიშნები და სიმპტომები. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ გულყრა ან სუნთქვის გაძნელება, რადგან ეს ორივე არის ჰიპოპარათირეოიდიზმს გართულება.