ჰიპოპიტუიტარიზმი

დაავადების აღწერა

ჰიპოპიტუიტარიზმი არის იშვიათი პათოლოგია, რომლის დროსაც თქვენ ჰიპოფიზი ერთ ან მეტ ჰორმონს ან საერთოდ არ წარმოქმნის, ან არასათანადო რაოდენობით წარმოქმნის.

ჰიპოფიზი არის პატარა, ლობიოს ფორმის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს ტვინის ფუძეზე, ცხვირის უკან და ყურებს შორის. მისი ზომისდა მიუხედავად, იგი წარმოქმნის ჰორმონებს, რომლებიც ორგანიზმში თითქმის ყველა პროცესს არეგულირებენ.

ჰიპოპიტუიტარიზმის დროს ვითარდება ამ ჰორმონებიდან ერთერთის ან მეტის ნაკლებობა. ამ ნაკლებობას შეუძლია ზეგავლენო იქონიოს ორგანიზმში მრავალ პროცესზე, მაგალითად ზრდაზე, სისხლის წნევაზე და გამრავლების უნარზე.

ჰიპოპიტუარიზმის სამკურნალოდ და სიმპტომების გასაკონტროლებლად მთელი ცხოვრების განმავლობაში წამლების მიღება დაგჭირდებათ.

გამომწვევი მიზეზი

ჰიპოპიტუიტარიზმი შეიძლება თანდაყოლილი იყოს, თუმცა იგი უმეტესად შეძენილია. ჰიპოპიტუიტარიზმს ხშირად ჰიპოფიზის სიმსივნე იწვევს. სიმსივნემ შეიძლება დააწვეს და დააზიანოს ჰიპოფიზის ქსოვილი და ხელი შეუშალოს ჰორმონების წარმოქმნას. სიმსივნე შეიძლება აგრეთვე დააწვეს მხედველობის ნერვს და გამოიწვიოს მხედველობის დარღვევები.

ჰიპოპიტუიტარიზმის მიზეზი შეიძლება აგრეთვე იყოს სხვა დაავადებები და მდგომარეობები, რომლებიც აზიანებენ ჰიპოფიზს. ესენია:

  • თავის ტრავმები
  • ტვინის და ჰიპოფიზის სიმსივნეები
  • ტვინის ოპერაცია
  • რადიაციული თერაპია
  • აუტოიმუნური ანთება (ჰიპოფიზიტი)
  • ინსულტი
  • ტვინის ინფექცია, მაგალითად მენინგიტი
  • ტუბერკულოზი
  • ინფილტრაციული დაავადებები, მაგალითად სარკოიდოზი, რომელიც არის მრავალ ორგანოში მიმდინარე ანთებითი დაავადება; X ჰისტიოციტოზი, რომლის დროსაც პათოლოგიური უჯრედები იწვევენ სხეული ბევრი ნაწილის, მათ შორის ფილტვების და ძვლების დაზიანებას; ჰემოქრომატოზი, რომელიც იწვევს ჭარბი რკინის ჩალაგებას ღვიძლში და სხვა ქსოვილებში.
  • მწვავე სისხლდენა მშობიარობის დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოფიზის წინა ნაწილის დაზიანება (შიჰანის სინდრომი ანუ მშობიარობისშემდგომი ჰიპოფიზის ნეკროზი)
  • გენეტიკური მუტაციები, რომლებიც იწვევენ ჰიპოფიზის ჰორმონების შემცირებულ პროდუქციას.
  • ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის ზემოთ არსებული სტრუქტურის პათოლოგიები აგრეთვე იწვევენ ჰიპოპიტუიტარიზმს. ჰიპოთალამუსი გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებსაც პირდაპირი ზეგავლენა აქვთ ჰიპოფიზზე.



ხანდახან, ჰიპოპიტუიტარიზმის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

სიმპტომები

ჰიპოპიტუიტარიზმი ხშირად ნელნელა ვითარდება. სიმპტომები და ნიშნები შეიძლება უეცრად გაჩნდნენ, თუმცა ისინი ძირითადად ნელნელა ჩნდებიან. ისინი ხანდახან თვეების და წლების განმავლობაში შეუმჩნევლები არიან.

ჰიპოპიტუიტარიზმის ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ჰორმონის დეფიციტია და რამენად მწვავეა იგი. ნიშნები და სიმპტომებია:

  • ზოგადი სისუსტე
  • წონაში კლება
  • დაქვეითებული ლიბიდო
  • სიცივისადმი მგრძნობელობა ან გათბობის შეუძლებლობა
  • დაქვეითებული მადა
  • სახის შეშუპება
  • ანემია
  • უშვილობა
  • ალები, არარეგულარული პერიოდები, პერიოდების შეწყვეტა, ბოქვენის არეში თმის დაკარგვა და ძუძუთი მკვებავ დედებში რძის წარმოქმნის შეჩერება.
  • შემცირებული თმიანობა კაცის სახის და სხეულის არეში
  • დაბალი სიმაღლე ბავშვებში



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაგიჩნდებათ ჰიპოპიტუიტარიზმთან დაკავშირებული ნიშნები და სიმპტომები.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ ჰიპოპიტუიტარიზმის ზოგიერთი სიმპტომი სწრაფად გაჩნდეა. ესენია მწვავე თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევები, დაბნეულობა ან სისხლის წნევის დავარდნა. ეს სიმპტომები შეიძლება ჰიპოფიზის სისხლდენის ნიშანი იყოს, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.