ჰიპოსპადია

დაავადების აღწერა

ჰიპოსპადია არის მდგომარეობა, როდესაც შარსადენის ხვრელი პენისის წვერის ნაცვლად სხვა ნაწილში მდებარეობს. შარდსადენი არის მილი, რომლის საშუალებითაც შარდის ბუშტიდან წამოსული შარდი ტოვებს სხეულს.

თქვენ შეიძლება ინერვიულოთ თუ თქვენი შვილი დაიბადება ჰიპოსპადიით, თუმცა ჰიპოსპადია ხშირი პრობლემაა და იგი არ ართულებს ბავშვის მოვლას. ოპერაციის შედეგად ბავშვის პენისი ნორმალურად გამოიყურება. ჰიპოსპადიის წარმატებული მკურნალობის შემთხვევაში, მამაკაცების უმეტესობას სრულყოფილი სქესობრივი უნარი აქვს.

გამომწვევი მიზეზი

ჰიპოსპადია თანდაყოლილი პათოლოგიაა. ამ დეფექტის განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია.

მამრობითის სქესის ნაყოფში პენისის განვითარებასთან ერთად გარკვეული ჰორმონები ასტიმულირებენ შარდსადენის და ჩუჩის წარმოქმნას. ჰიპოსპადია ვითარდება ამ ჰორმონების მოქმედების დარღვევისას, რაც იწვევს შარდსადენის პათოლოგიურ განვითარებას.

სიმპტომები

ჰიპოსპადიის დროს შარდსადენის ხვრელი პენისის წვერის ნაცვლად სხვა ნაწილში მდებარეობს. მდგომარეობის სიმწვავე ცვალებადია. შემთხვევათა უმეტესობაში ხვრელი პენისის თავთან ახლოს მდებარეობს. უფრო იშვიათად იგი შეიძლება პენისის შუა ნაწილში ან ძირში მდებარეობდეს. ძალიან იშვიათად, ხვრელი შეიძლება შორისის მიდამოში იყოს.

ჰიპოსპადიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • შარსადენის ხვრელის არსებობა პენისის წვერის გარდა ნებისმიერ ადგილას
  • პენისის მოხრა
  • ჩუჩა მხოლოდ პენისის ზედა ნახევარს ფარავს
  • შარდვის დროს შხეფების გაფრქვევა



როდის მივმართოთ ექიმს

ჩვილების უმეტესობას ჰიპოსპადიის დიაგნოზი სამშობიაროშივე ესმებვა.

შეიძლება უფრო ნაკლებად მწვავე ჰიპოსპადია სამშობიაროში ვერ შეამჩნიონ. დაურეკეთ ექიმს თუ ხედავთ, რომ ბავშვის შარდსადენი არ იხსნება პენისის წვერზე, თუ ჩუჩა ბოლომდე განვითარებული არაა ან თუ მისი პენისი მოხრილია.