ჰიპოთერმია

დაავადების აღწერა

ჰიპოთერმია არის გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც ვითარდება, როდესაც ორგანიზმი იმაზე მეტ სითბოს კარგავს, ვიდრე შეუძლია წარმოქმნას. ეს იწვევს სხეულის ტემპერატურის დაცემას. სხეულის ტემპერატურის ნორმა 37 გრადუსია. ჰიპოთერმია ვითარდება, როდესაც სხეულის ტემპერატურა 35 გრადუსზე ქვემოთ ეცემა.

როდესაც სხეულის ტემპერატურა ეცემა, თქვენ გული, ნერვული სისტემა და სხვა ორგანოები ნორმალურად ვერ ფუნქციონირებენ. გახანგრძლივებულ ჰიპოთერმიას შეუძლია გულის და სასუნთქი სისტემის სრული უკმარისობის გამოწვევა, რაც სიკვდილით დამთავრდება.

ჰიპოთერმიას ყველაზე ხშირად იწვევეს ცივ ტემპერატურაში ყოფნა ან ცივ წყალში ჩასვლა. ჰიპოთერმიის პირველადი მკურნალობა ეფუძნება სხეულის ტემპერატურის ნორმამდე დაბრუნებას.

გამომწვევი მიზეზი

ჰიპოთერმია ვითარდება, როდესაც ორგანიზმი იმაზე მეტ სითბოს კარგავს, ვიდრე შეუძლია წარმოქმნას. ჰიპოთერმიის ყველაზე ხშირი მიზეზია ცივ ტემპერატურასთან ან წყალთან კონტაქტი, თუმცა იგი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურაზე დაბალ ტემპერატურაზე ყოფნამ შესაფერისი ტანსაცმლის გარეშე.

მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ ჰიპოთერმიას:

  • ამინდისთვის არაშესაბამისი ტანსაცმლის ჩაცმა
  • ცივ გარემოში დიდი ხანი ყოფნა
  • სველი ტანასცმლის გახდის ან თბილ, მშრალ ადგილზე გადანაცვლების შეუძლებლობა
  • წყალში შემთხვევით გადავარდნა, მაგალითად ნავში ჯდომის დროს
  • სახლის არასათანადო გათბობა, განსაკუთრებით ხანშიშესულებში და ჩვილებში
  • კონდიციონერით ზედმეტად გაგრილება, განსაკუთრებით ხანშიშესულებში და ბავშვებში



როგორ კარგავს ორგანიზმი სითბოს

ორგანიზმის მიერ სითბოს დაკარგვის მექნიზმებია:

  • სითბოს აორთქლება. სითბოს უმეტესობა სხეულის დაუცველი ნაწილებიდან ორთქლდება.
  • პირდაპირი კონტაქტი. რაიმე ცივ საგანთან, მაგალითად ცივ წყალთან ან ცივ იატაკთან კონტაქტის დროს, სითბო პირდაპირი გზის იკარგება ორგანიზმიდან. იმის გამო, რომ წყალში ადვილდება სითბოს გაცემა, სითბო ცივ წყალში ბევრად უფრო სწრაფად იკარგება, ვიდრე ცივ ჰაერზე. სითბოს დაკარგვა ბევრად უფრო სწრაფია თუ თქვენი ტანსაცმელი სველია, მაგალითად წვიმაში მოყოლის შემდეგ.
  • ქარი. ქარი გაკარგინებთ სხეულის სითბოს კანის ზედაპირზე არსებული თბილი ჰაერის ფენის მოშორებით. ცივი ქარი ხშირად იწვევს სითბოს დაკარგვას.

სიმპტომები

სხეულის ტემპერატურის დაქვეითებისას პირველი რასაც იგრძნობთ არის კანკალი. კანკალი არის ორგანიზმის ავტომატური დაცვა გადაციების წინააღმდეგ.

მსუბუქი ჰიპოთერმია

მსუბუქი ჰიპოთერმიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • კანკალი
  • თავბრუსხვევა
  • შიმშილი
  • გულისრევა
  • სწრაფი სუნთქვა
  • ლაპარაკის გაძნელება
  • დაბნეულობა
  • წონასწორობის დარღვევა
  • ზოგადი სისუსტე
  • გულისცემის აჩქარება



საშუალო ან მძიმე ჰიპოთერმია

სხეულის ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ვითარდენა საშუალო და მძიმე ჰიპოთერმიის სიმპტომები. ესენია:

  • კანკალი, თუმცა ჰიპოთერმიის გაუარესებასთან ერთად შეიძლება კანკალი შეწყდეს
  • წონასწორობის დარღვევა
  • ბგერების ჩაყლაპვა ან ბუტბუტი
  • დაბნეულობა და ალოგიკური გადაწყვეტილებების მიღება, მაგალითად თბილი ტანსაცმლის გახდა
  • თვლემა და ძალიან ძლიერი სუსუსტე
  • საკუთარი მდგომარეობაზე უდარდელობა
  • გონების თანდათანობითი დაკარგვა
  • სუსტი პულსი
  • ნელი, ზედაპირული სუნთქვა



სიმპტომების თანდათანობითი განვითარების გამო ადამიანი შეიძლება ვერ მიხვდეს ჰიპოთერმიის არსებობას. ჰიპოთერმიის დროს განვითარებული დაბნეულობა აგრეთვე აძნელებს ამის მიხვედრას და შეიძლება გამოიწვიოს რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება.

ჰიპოთერმია ჩვილებში

ჩვილებში ჰიპოთერმიის ნიშნებია:

  • წითელი, ცივი კანი
  • ენერგიის ნაკლებობა
  • სუსტი ტირილი



ჰიპოთერმია ყოველთვის არ არის დაკავშირებული გარეთ ყოფნასთან

ჰიპოთერმია ყოველთვის არ არის გარეთ ცივი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგი. ხანშიშესულ ადამიანს შეიძლება ჰიპოთერმია განუვითარდეს ოთახის შიგნით ისეთ ტემპერატურაზე, რომელიც ჯანმრთელ ახალგაზრდა ადამიანებს არ აწუხებთ. ეს შეიძლება მოხდეს ცუდად გამთბარ ან კონდიციონერიან სახლში. ჰიპოთერმიის ამ ფორმის დროს ნიშნები და სიმპტომები შეიძლება გამოკვეთილი არ იყოს.

როდის მივმართოთ ექიმს

დარეკეთ სასწრაფოში თუ ხედავთ ადამიანს ჰიპოთერმიის ნიშნებით ან ეჭვი გაქვთ, რომ ადამიანს გახანგრძლივებული, დაუცველი კონტაქტი ჰქონდა ცივ ტემპერატურასთან ან წყალთან.

თუ შესაძლებელია, ფრთხილად გადაიყვანეთ ადამიანი ოთახის შიგნით. მკვეთრ მოძრაობებს შეუძლია არერეგულარული გულისცემის გამოწვევა. ფრთხილად გახადეთ სველი ტანსაცმელი, დააფარეთ თბილი საბნები და დაელოდეთ სასწრაფოს მოსვლას.