ჰისტოპლაზმოზი

დაავადების აღწერა

ჰისტოპლაზმოზი არის ჩიტებისა და ღამურების განავალში არსებული სოკოვანი სპორების შესუნთქვის შედეგადად განვითარებული ინფექცია. ჰისტოპლაზმოზი ყველაზე ხშირად ვრცელდება დასუფთავებითი ან განადგურებითი ღონისძიებების დროს ამ სპორების ჰაერში მოხვედრის შედეგად.

იმის გამო, რომ ინფექცია აგრეთვე შეიძლება გავრცელდეს ჩიტებისა და ღამურების განავლით დაბინძურებული ნიადაგის გზით, ფერმერები და გამწვანებლები გაზრდილი რისკის ქვეშ არიან. ა.შ.შ-ში ჰისტოპლაზმოზი ძირითადად მისისიპის და ოჰაიოს მდინარეების ნაპირებზე გვხვდება, თუმცა იგი სხვა ადგილებშიც არსებობს.

ჰისტოპლაზმოზით დაინფიცირებულ ადამიანთა უმეტესობას არასდროს უვითარდებათ სიმპტომები და მათ არ იციან, რომ დაინფიცირებულები არიან. ზოგ ადამიანში, განსაკუთრებით ჩვილებში და შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში, ჰისტოპლაზმოზი შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს. არსებობს ეფექტური მკურნალობის მეთოდები ჰისტოპლაზმოზის ყველაზე რთული ფორმების საწინააღმდეგოდაც კი.

გამომწვევი მიზეზი

ჰისტოპლაზმოზს იწვევს სოკო ჰისტოპლაზმა კაპსულატუმის რეპროდუქციული სპორები. ეს სპორები ძალიან მსუბუქია და ისინი ჰაერში ხვდებიან მიწის ან სხვა დაბინძურებული მატერიალის შერხევის შედეგად.

ჰისტოპლაზმოზის წარსული გადატანის შემთხვევაში თქვენ მაინც შეიძლება ხელახლა დაინფიცირდეთ, თუმცა დიდი ალბათობით ეს ინფექცია საწყლის ინფექციასთან შედარებით უფრო მსუბუქი იქნება.

ჰისტოპლაზმოზის სოკო ცხოვრობს ორგანული ნაერთებით, განსაკუთრებით ჩიტების და ღამურის განავალით მდიდარ სველ ნიადაგებში. ამის გამო, ჰისტოპლაზმები განსაკუთრებით ხშირად გვხვდება საქათმეებში, გალიებში, ძველ თავლებში, გამოქვაბულებში და პარკებში. ჰისტოპლაზმოზი არ არის კონტაგიოზური და შესაბამისად იგი ადამიანიდან ადამიანზე არ ვრცელდება.

სიმპტომები

არსებობს ჰისტოპლაზმოზის მრავალი ფორმა. ყველაზე მსუბუქ ფორმას არ ახასიათებს ნიშნები და სიმპტომები, თუმცა ყველაზე მწვავე ფორმა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. სიმპტომები ძირითადად 3-17 დღის განმავლობაში ჩნდება და ისინია:

  • ცხელება
  • შეციება
  • თავის ტკივილი
  • კუნთების ტკივილი
  • მშრალი ხვება
  • დისკომფორტი გულმკერდის აღეში.



ზოგ ადამიანში ჰისტოპლაზმოზმა აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ტკივილი და გამონაყარი. ადამიანებს, რომლებსაც პარალელურად აქვთ ფილტვის დაავადება, მაგალითად ემფიზემა, შეიძლება ჰისტოპლაზმოზის ქრონიკული ფორმა განუვითარდეთ.

ქრონიკული ჰისტოპლაზმოზის სიმპტომებია წონაში კლება და სისხლიანი ხველა. ქრონიკული ჰისტოპლაზმოზის სიმპტომები შეიძლება ჰგავდეს ტუბერკულოზს.

მწვავე ჰისტოპლაზმოზი

ჰისტოპლაზმოზის ყველაზე მწვავე ფორმა ძირითადად ვლინდება ჩვილებში და შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში. ამ ფორმას ეწოდება დისემინირებული ჰისტოპლაზმოზი და მან სხეულის ნებისმიერი ნაწილი შეიძლება დააზიანოს, მათ შორის პირი, ღვიძლი, ცენტრალური ნერვული სისტემა, კანი და თირკმელზედა ჯირკვლება. მკურნალობის გარეშე დისემინირებული ჰისტოპლაზმოზი ფატალურად მთავრდება.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ ჩიტის ან ღამურის განავალთან კონტაქტის შემდეგ განგივითარდათ გრიპის მსგავსი სიმპტომები, განსაკუთრებით თუ შესუსტებული იმუნური სისტემა გაქვთ.