ჰოჯკინის ლიმფომა
დაავადების აღწერა
ჰოჯკინის ლიმფომა, ადრე ცნობილი, როგორც ჰოჯკინის დაავადება, არის იმუნური სისტემის ნაწილის, ლიმფური სისტემის სიმსივნე.
ჰოჯკინის ლიმფომის დროს, ლიმფური სისტემის უჯრედები პათოლოგიურად იზრდებიან და შეიძლება ლიმფური სისტემის გარეთ გავრცელდნენ. ჰოჯკინის ლიმფომა პროგრესირებასთან ერთად ასუსტებს ორგანიზმის უნარს ებრძოლოს ინფექციებს.
ჰოჯკინის ლიმფომა არის ერთერთი ლიმფური სისტემის ორი გავრცელებული სიმსივნიდან. მეორე ფორმა, არა-ჰოჯკინის ლიმფომა, გაცილებით უფრო ხშირია.
დიაგნოზირებასა და მკურნალობაში წინსვლების გამო ამ დიაგნოზიან ადამიანს სრული გამოჯანმრთელების შანსი აქვთ. ჰოჯკინის ლიმფომიანი პაციენტების პროგნოზი სულ უფრო და უფრო კეთილსაიმედო ხდება.
გამომწვევი მიზეზი
უცნობია რა იწვევს ჰოჯკინის ლიმფომას.
ექიმებმა იციან, რომ ჰოჯკინის ლიმფომების უმეტესობა ვითარდება როდესაც ინფექციასთან მებრძოლ B უჯრედის დნმ-ში ხდება მუტაცია. ეს მუტაცია იწვევს უჯრედების სწრაფ გამრავლებს და მათ სიცოცხლისუნარიანობას მაშინ, როდესაც ჯანმრთელი უჯრედი მოკვდებოდა. ეს მუტაცია იწვევს დიდი რაოდენობით ზომაში გაზრდილი, პათოლოგიური B უჯრედების დაგროვებას ლიმფურ სისტემაში, სადაც ისინი აჭარბებენ ჯანმრთელ უჯრედებს და იწვევენ ჰოჯკინის ლიმფომის ნიშნებს და სიმპტომებს.
ჰოჯკინის ლიმფომის ბევრი ფორმა არსებობს. ფორმა დამოკიდებულია პათოლოგიური უჯრედის ტიპზე და მის ქცევაზე. მკურნალობა დამოკიდებულია ფორმაზე.
კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა
კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა დაავადების ყველაზე ხშირი ფორმა. იგი შეიძლება ქვეტიპებად დაიყოს. კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომიან პაციენტებს ლიმფურ კვანძებში აქვთ დიდი, პათოლოგიური უჯრედები, რომლებსაც რიდ-შტერნბერგის უჯრედების ეწოდებათ.
კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომის ქვეტიპებია:
- კვანძების სკლეროზით მიმდინარე ჰოჯკინის ლიმფომა
- შერეულ-უჯრედული ჰოჯკინის ლიმფომბა
- ლიმფოციტების გამოფიტვით მიმდინარე ჰოჯკინის ლიმფომა
- ლიმფოციტებით მდიდარი კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა
ლიმფოციტებით პრედომინანტური ჰოჯკინის ლიმფომა
ჰოჯკინის ლიმფომის ეს გაცილებით იშვიათი ფორმა მოიცავს დიდ, პათოლოგიურ უჯრედებს, რომლებსაც მათი შესახედაობის გამო პოპკორნის უჯრედებს უწოდებენ. მკურნალობა შეიძლება კლასიკური ფორმისგან განსხვავებული იყოს. ადრე აღმოჩენის შემთხვევაში ჰოჯკინის ლიმფომის ამ ფორმით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება გამოჯანმრთელების მეტი შანსი ჰქონდეთ.
სიმპტომები
ჰოჯკინის ლიმფომის ნიშნები და სიმპტომებია:
- კისრის, იღლიის და საზარდულის ლიმფური კვანძების უმტკივნეულო შესიება
- ხანგრძლივი სისუსტე
- ცხელება და შეციება
- ღამის ოფლიანობა
- წონაში უმიზეზო კლება – სხეულის მასის 10 ან მეტი პროცენტის დაკლება
- მადის დაკარგვა
- ქავილი
ალკოჰოლის ეფექტებისადმი მგძნობელობის გაზრდა და ლიმფური კვანძების ტკივილი ალკოჰოლის მიღების შემდეგ.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც გაშფოთებთ.