IgA (იმუნოგლობულინი A) ნეფროპათია

დაავადების აღწერა

IgA (იმუნოგლობულინი A) ნეფროპათია, აგრეთვე ცნობილი, როგორც ბერგერის დაავადება, არის თირკმლის დაავადება, რომელიც ვითარდება იმუნოგლობულინი A-ს თირკმელებში დაგროვების შედეგად. ეს იწვევს ადგილობრივ ანთებას, რომელიც დროთა განმავლობაში ხელს უშლის თირკმელებს ნარჩენი პროდუქტების, წყლის და ელექტროლიტების ფილტრაციაში. თირკმლის დაზიანება შეიძლება გამოიხატოს შარდში სისხლის და ცილის არსებობით, სისხლის მაღალი წნევით და შეშუპებული ფეხებით.

IgA ნეფროფათია წლების განმავლობაში ვითარდება, მაგრამ დაავადების მიმდინარეობა ყველა ადამიანში განსხვავებულია. ზოგ ადამიანს აქვს შარდში სისხლი სხვა პრობლემების გარეშე, ზოგი სრულად გამოჯანმრთელებდა, ხოლო ზოგს თირკმლის მძიმე უკმარისობა უვითარდება.

IgA წამალი არ არსებობს, თუმცა ზოგიერთი მედიკამენტს შეუძლია მისი მიმდინარეობის შენელება. სისხლის წნევის კონტროლი და ქოლესტერინის დონის დაქვეითება აგრეთვე ანელებს დაავადების მიმდინარეობას.

გამომწვევი მიზეზი

თქვენი თირკმლები ლობიოს ფორმის, მუშტისხელა ორგანოებია, რომლებიც ზურგში მდებარეობენ, ხერხემლის გასწვრივ ორივე მხარეს. თითოეული თირკმელი შეიცავს სისხლძარღვებს (გლომერულები), რომლებიც თირკმელში გავლის დროს სისხლიდან ფილტრავენ ნარჩენ პროდუქტებს, ჭარბ წყალს და სხვა ნივთიერებებს. გაფილტრული სისხლი უბრუნდება მიმოქცევას, ხოლო ნარჩენი პროდუქტები გადადის შარდის ბუშტში და გამოიყოფა შარდით.

იმუნოგლობულინი A არის იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი ანტისხეული, რომელიც უტევს პათოგენებს და ებრძვის ინფექციებს. IgA ნეფროპათიის დროს, ეს ანტისხეული გროვდება გლომერულებში, იწვევს ანთებას (გლომერულონეფრიტი) და დროთა განმავლობაში აქვეითებს ფილტვების ფილტრაციის უნარს.

მკვლევარებმა არ იციან რატომ გროვდება IgA თირკმელებში, თუმცა შემდეგ მდგომარეობები და დაავადებები შეიძლება დაკავშირებული იყოს IgA ნეფროპათიის ჩამოყალიბებასთან:

  • გენები, რადგან IgA ნეფროპათია უფრო ხშირია ზოგიერთ ოჯახში და ეთნიკურ ჯგუფში
  • ღვიძლის დაავადება, მათ შორის ციროზი, როდესაც შემაერთებელი ქსოვილი ცვლის ჯანმრთელ ქსოვილს ღვიძლში და ქრონიკული B და C ჰეპატიტები.
  • ცელიაკია, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება, რომელსაც იწვევს გლუტენის, მარცვლეულში არსებული ცილის ჭამა
  • ჰერპეთიფორმული დერმატიტი, კანის ქავილით და დაწყლულებით მიმდინარე დაავადება, რომელიც გამოწვეულია გლუტენის აუტანლობით.
  • ინფექციები, მათ შორის აივ ინფექცია და ზოგიერთი ბაქტერიული ინფექცია.

სიმპტომები

IgA ნეფროპათია ადრეულ სტადიებზე არ იწვევს სიმპტომებს. დაავადება შეიძლება ათწლეულების განმავლობაში ფარულად მიმდინარეობდეს და მხოლოდ მაშინ გამოჩნდეს, როდესაც სისხლში ანალიზით გამოვლინდება სისხლი და ცილები, რომლებიც მხოლოდ მიკროსკოპით ჩანან (მიკროსკოპული ჰემატურია).

IgA ნეფროპათიის ნიშნები და სიმპტომებია თირკმლის ფუნქციის დაზიანების დროს არის:

  • კოკა-კოლას ან ჩაისფერი შარდი (გამოწვეული სისხლში ერითროციტებით)

    კოკა-კოლას და ჩაისფერი შარდის განმეორებითი ეპიზოდები, ხანდახან ხილული სისხლი შარდში, ხშირად ზემო სასუნთქი გზების ან სხვა ინფექციის მიმდინარეობისას ან მის შემდეგ

  • ტკივილი ფერდებში, ნეკნების ქვეშ
  • ქაფი უნიტაზში შარდში ცილის გამო
  • ხელების და ფეხების შეშუპება
  • სისხლის მაღალი წნევა



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს როგორც კი შეამჩნევთ შარდში სისხლს. საშარდე გზებიდან სისხლდენა შეიძლება გამოიწვიოს გაწელვითმა ვარჯიშებმა, ზოგიერთმა საკვებმა, მედიკამენტმა და საშარდე გზების ინფექციამ. გახშირებული და გახანგრძლივებული სისხლდენა შეიძლება უფრო სერიოზულ პრობლემას მიუთითებდეს. აგრეთვე მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი შარდი ქაფიანია ან განგივითარდათ ხელების ან ფეხების უეცარი შეშუპება.