ინსულტი

დაავადების აღწერა

ინსულტი ვითარდება, როდესაც ტვინის ნაწილს უწყდება სისხლის მიმოქცევა, რის გამოც ტვინის ქსოვილი რჩება ჟანგბადის გარეშე. რამდენიმე წუთში ტვინის უჯრედები იწყებენ კვდომას.

ინსულტი სასწრაფო დახმარებას მოითხოვს. დროული მკურნალობა აუცილებელია გადასარჩენად. ადრეულ მკურნალობას შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ტვინის დაზიანება და შესაძლო გართულებები.

სასიხარულო ამბავია, რომ დღესდღეისობით ინსულტის მკურნალობა და პრევენცია შესაძლებელია, რის გამოც ბევრად ნაკლები ადამიანი კვდება ინსულტის გამო, ვიდრე 15 წლის წინ.

გამომწვევი მიზეზი

ინსულტი ვითარდება, როდესაც ტვინს უწყდება ან უმცირდება სისხლის მიმოქცევა. ამის შედეგად ტვინის აკდლება ჟანგბადი და სხვა ნივთიერებები, რაც იწვევს ტვინის უჯრედების კვდომას.

ინსულტი შეიძლება გამოიწვიოს არტერიის დახშობამ (იშემიური ინსულტი) ან სისხლძარღვის გასკდომამ (ჰემორაგიული ინსულტი). ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება ტვინის სისხლის მიმოქცევის დროებითი მოშლა (გარდამავალი იშემიური შეტევა).

იშემიური ინსულტი

ინსულტების 85% იშემიურია. იშემიური ინსულტები ვითარდება, როდესაც ტვინის არტერიები ვიწროვდება ან იხშობა, რაც იწვევს სისხლს მიმოქცევის შეჩერებას. ყველაზე ხშირი იშემიური ინსულტებია:

  • თრომბოზული ინსულტი. თრომბოზული ინსულტი ვითარდება, როდესაც ტვინის მკვებავ არტერიაში წარმოიქმნება თრომბი. თრომბის გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს ცხიმოვანმა ფოლაქებმა, რომლებიც გროვდება არტერიებში და იწვევს სისხლის მიმოქცევის შემცირებას ან არტერიის სხვა პათოლოგიუებს.
  • ემბოლიური ინსულტი. ემბოლიური ინსულტი ვითარდება, როდესაც თრომბი წარქმოიქმნება ტვინისგან შორს, ძირითადად გულში, ხოლო შემდეგ სისხლის მიმოქცევის გზით იჭედება ტვინის ვიწრო არტერიებში. თრომბი ამ ტიპს ემბოლი ეწოდება.



ჰემორაგიული ინსულტი

ჰემორაგიული ინსულტი ვითარდება, როდესაც ტვინის სისხლძარღვი ჟონავს ან სკდება. ტვინში სისხლდენა შეიძლება მრავალმა მდგომარეობამ გამოიწვიოს. მათ შორისაა სისხლის მაღალი წნევა, ანტიკოაგულანტებით ჭარბი მკურნალობა ან სისხლძარღვის სუსტი წერტილები (ანევრიზმები).

სისხლდენის უფრო იშვიათი მიზეზია თანდაყლილი თხელკედლიანი სისხლძარღვების ჯგუფის (არტერიოვენოზური მალფორმაცია) გასკდომა. ჰემორაგიული ინსულტის ტიპებია:

  • ინტრაცერებრული სისხლდენა. ინსტრაცერებლური სისლხდენის დროს, ტვინის სისხლძარღვი სკდება, რაც იწვევს სისხლის დაგროვებას გარშემომდებარე ქსოვლში და ტვინის უჯრედების დაზიანებას. გასკდომის შემდეგ მდებარე უჯრედებს უწყდებათსისხლის მიმოქცევა.

    სისხლის მაღალი წნევა, ტრავმა, სისხლძარღვების პათოლოგიები, სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების მოხმარება და სხვა მდგომარეობები იწვევს ინტრაცერებრულ სისხლდენებს.

  • სუბარაქნოიდული სისხლდენა. სუბარაქნოიდული სისლხდენის დროს, ტვინის ზედაპირთან ახლოს მდებარე არტერია სკდება, რის შედეგადაც სისხლი გროვდება ტვინსა და ქალას შორის. სისხლდენის ეს ტიპი ხშირად იძლევა უეცარ, მწვავე თავის ტკივილს.

    სუბარაქნოიდულ სისხლდენას უფრო ხშირად იწვევს არტერიების გამობერილობების, ანევრიზმების გაკსდომა. სისხლდენის შემდეგ ტვინის სისხლძარღვები შეიძლება ქაოტურად გაფართოვდეს და შევიწროვდეს, რაც კიდევ უფრო დააზიანებს ტვინის უჯრედების სისხლის მიწოდების უფრო მეტად შეწყვეტის გზით.



იშემიური ინსულტი

გარდამავალი იშემიური შეტევა

გარდამავალი იშემიური შეტევა, აგრეთვე ცნობილი, როგორც მიკროინსულტი, არის ხანმოკლე პერიოდი, რომლის დროსაც გვხვდება ინსულტის მსგავსი სიმპტომები. გარდამავალ იშემიურ ინსულტს იწვევს ტვინის ნაწილში სისხლის მიმოქცევის 5 წუთზე ნაკლები დროით შემცირება.

იშემიური ინსულტის მსგავსად, გარდამავალი იშემიური შეტევა ვითარდება, როდესაც თრომბი ან სხვა სუბსტრატი ახშობს სისხლძარღვს ტვინში. გარდამავალი იშემიური შეტევა არ იძლევა ხანგრძლივ სიმპტომებს, რადგან ბლოკადა დროებითია.

სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება იმ შემთხვევაშიც კი,თუ სიმპტომები გაქრება. გარდამავალი იშემიური შეტევა ზრდის ჭეშმარიტი ინსულტის განვითარების რისკს. თუ თქვენ გქონიათ გარდამავალი იშემიური შეტევა, დიდი შნასია, რომ გაქვთ ტვინში შევიწროვებული არტერია ან თრომბების წყარო გულში.

შეუძლებელია გარდამავალი იშემიური შეტევის და ინსულტის გარჩევა სიმპტომებით. ნახევარზე მეტ შემთხვევაში ადამიანებს, რომლებსაც სიმპტომები უქრებათ, აღმოაჩნდებათ ინსულტი და ტვინის ქსოვილის დაზიანება.

სიმპტომები

თუ ეჭვი გაქვთ, რომ ვინმეს აქვს ინსულტი, დაუკვრიდით შემდეგ ნიშნებს და სიმპტომებს. დაიმახსოვრეთ როდის გაჩნდა ნიშნები და სიმპტომი, რადგან მათ ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული მკურნალობის ტაქტიკა.

  • ლაპარაკის და ლაპარაკის გაგების გაძნელება. შეიძლება იყოთ დაბნეული. შეიძლება გიჭირდეთ ლაპარაკი ან სხვისი ლაპარაკის გაგება.
  • სახის და კიდურების არეში დამბლა ან მგრძნობელობის დაკარგვა. შეიძლება გაგიჩნდეთ უეცარი დამბლა, სისუსტე ან მგრძნობელობის დაკარგვა, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეში. სცადეთ ორივე ხელის თავს ზემოთ აწევა. თუ ერთ-ერთი მხარე ჩამოვარდება, თქვენ შეიძლება ინსულტი გქონდეთ. მსგავსად ამისა, შეიძება ღიმილის დროს პირის ცალი მხარე ვარდებოდეს.
  • მხედველობის გაუარესება ერთ ან ორივე თვალში. თქვენ შეიძლება უეცრად დაგიბინდეთ ან დაკარგოთ მხედველობა ერთ ან ორივე თვალში.
  • თავის ტკივილი. უეცარი თავის ტკივილი, რომელსაც თან ერთვის პირღებინება, თავბრუსხვევა ან შეცვლილი ცნობიერება, შეიძლება იყოს ინსულტის ნიშანი.
  • სიარულის გაძნელება. თქვენ შეიძლება წაბორძიკდეთ ან უეცრად დაგეწყოთ თავბრუსხვევა, დაკარგოთ ბალანსი ან კოორდინაცია.



როდის მივმართოთ ექიმს

სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ გაქვთ ინსულტის რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მერყეობს ან ქრება.
იმოქმედეთ სწრაფად და მიიღეთ შემდეგი ღონისძიებები:

  • სახე. თხოვეთ ადამიანს გაიღიმოს. ვარდება სახის ერთ-ერთი მხარე?
  • ხელები. თხოვეთ ადამიანს აწიოს ორივე ხელი. ვარდება ერთ-ერთი მხარი? ან ვერ წევს ერთერთ მხარეს?
  • მეტყველება. თხოვეთ ადამიანს მარტივი ფრაზა გაიმეოროს. მისი საუბარი გაუგებარი ან უცნაურია?
  • დრო. თუ შენიშნავთ რომელიმე ამ ნიშანს, დარეკეთ სასწრაფოში.
  • დაურეკეთ სასწრაფოს დაუყოვნებლივ. არ დაელოდოთ სიმპტომების გაქრობას. ყველა წუთი მნიშვნელოვანია. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ინსულტი, უფრო იზრდება რისკი ტვინის დაზიანების.



თუ ეჭვი გაქვთ, რომ ვინმეს აქვს ინსულტი, ყურადღებით უყურეთ ადამიანს სანამ სასწრაფო მოვა.