ინტერსექსუალობა
დაავადების აღწერა
ინტერსექსუალობა არ არის დაავადება. ეს იმ მდგომარეობის ნიშანია რაც ზეგავლენას ახდენს სქესობრივ განვითარებაზე. ამიტომაც ამ მდგომარეობას სქესობრივი განვითარების დარღვევა ეწოდება.
ხშირად, ინტერსექსუალობა დაბადებიდან მოკლე პერიოდის შემდეგ ხდება აშკარა, რის გამოც მშობლები ძალიან დარდობენ. სამედცინო გუნდი გაარკვევს ინტერსექსუალობის მიზეზს და მოგაწვდით საჭირო იმფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილების მიღება და მკურნალობის ჩატარება შეიძლება ბავშვის სქესთან დაკავშირებით
გამომწვევი მიზეზი
ინტერსექსუალობის ჩამოყალიბება ხდება მაშინ, როდესაც ორსულობის დროს რაიმე აფერხებს ნაყოფის სასქესო ორგანოების ნორმალურ განვითარებას.
როგორ ყალიბდება სასქესო ორგანოები საშვილოსნში
- ბავშვის გენეტიკური სქესი განისაზღვრება ჩასახვის მომენტში სასქესო ქრომოსომების მეშვეობით. დედის კვერცხუჯრედი შეიცავს X ქრომოსომას, მამის სპერმა კი X ან Y ქრომოსომას. ბავშვი, რომელსაც გამოჰყვება X ქრომოსომა მამისგან არის გენეტიკურად ქალი (ორი X ქრომოსომით) ბავშვი რომელსაც გამოჰყვება Y ქრომოსომა მამისგან არის გენეტიკურად მამაკაცი (ერთი X და ერთი Y ქრომოსომით)
- მამაკაცის და ქალის სასქესო ორგანოები ერთი და იმავე ქსოვილიდან ყალიბდება. იმას, თუ რომელ სასქესო ორგანოდ ჩამოყალიბდება ეს ქსოვილი, განსაზღვრავს ქრომოსომები და კაცის ჰორმონების არსებობა ან არარსებობა.
- მამაკაცებში, Y ქრომოსომაში არსებული რეგიონი განსაზღვრავს სათესლეების ჩამოყალიბებას, რომელიც წარმოქმნის კაცის ჰორმონებს. მამაკაცის გენეტალიები ყალიბდება ნაყოფის სათესლეებში წარმოქმნილი ჰორმონების ზემოქმედების შედეგად
- ნაყოფს, რომელსაც არ გააჩნია Y ქრომოსომა, ანუ როდესაც ნაყოფზე არ მოქმედებს მამაკაცის ჰორმონები, მაშინ ყალიბდება ქალის გენიტალიები
როგორ ყალიბდება ინტერსექსუალობა
- იმ ეტაპების დარღვევა, რომლებიც განსაზღვრავენ სქესს, იწვევს შეუსაბამობას როგორც ბავშვის გარეგან და შინაგან გენიტალიებს შორის, აგრეთვე გარეგან სასქესო ორგანოებს და გენეტიკურ სქესს(XX ან XY) შორის.
- კაცის ჰორმონების ნაკლებობა ან არარსებობა გენეტიკურად მამაკაც ნაყოფში იწვევს ორმაგ გენიტალიებს, ხოლო ქალებში კი პირიქით, ამ ჰორმონების ზემოქმედება იწვევს ინტერსექსუალობას
- ზოგიერთი გენის მუტაცია ბიძგს აძლევს სქსეობრივი განვითარების დროს ორმაგი გენიტალიების ჩამოყალიბებას
- ქრომოსომული ანომალიები, როგორიცაა ერთი სასქესო ქრომოსომის არ არსებობა ან დამატებითი ქრომოსომა, შესაძლოა გახდეს ინტერსექსუალობის მიზეზი
- ზოგჯერ ორმაგი გენიტალიების მიზეზი უცნობია
ინტერსექსუალობის შესაძლო მიზეზები გენეტიკურად ქალებში
ინტერსექსუალობის შესაძლო მიზეზები გენეტიკურად ქალებში შესაძლოა იყოს:
- თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია. ამ გენეტიკური მდგომარეობის ზოგიერთი ფორმა იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის მიერ კაცის ჭარბი ჰორმონების(ანდროგენების) გამოყოფას.
- კაცის ჰორმონების პრენატალური ზემოქმედება ნაყოფზე. ზოგიერთი მედიკამენთი შეიცავს მამაკაცის ჰორმონს ან ხელს უწყობს ამ ჰორმონების წარმოქმნას ორსულ ქალებში, რაც იწვევს გენეტიკურად მდედრი ნაყოფის გენიტალიების მასკულინიზირებას. ნაყოფზე მამაკაცის ჰორმონის ზემოქმედება ხდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც დედას რაიმე სახის ჰორმონული დისბალანსი აღენიშნება.
- სიმსივნეები. იშვიათ შემთხვევებში დედას აქვს სიმსივნე, რომელიც გამოყოფს კაცის ჰორმონებს.
ინტერსექსუალობის შესაძლო მიზეზები გენეტიკურად მამაკაცებში
ინტერსექსუალობის შესაძლო მიზეზები გენეტიკურად მამაკაცებში შესაძლოა იყოს:
- სათესლეების განვითარების დარღვევა. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს გენეტიკური ანომალია, ზოგჯერ კი მიზეზი უცნობია.
- ანდროგენებისადმი უგრძნობლობის სინდრომი. ამ მდგომარეობის დროს, განვითარებადი გენიტალური ქსოვილი ნორმალურად არ რეაგირებს სათესლეების მიერ წარმოქმნილ ჰორმონებზე
- ტესტოსტერონთან ან სათესლეებთან დაკავშირებული პათოლოგიები. ბევრი პათოლოგიაშ შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს სათესლეების ფუნქციონირებაზე. მაგალითად შესაძლოა დარღვეული იყოს სათესლეების ნორმალური სტრუქტურა, მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის არასაკმარისი წარმოქმნა ან ტესტოსტერონზე მორეაგირე უჯრედული რეცეპტორების პრობლემა.
- 5 ალფა-რედუქტაზას ნაკლებობა. ამ ფერმენტის დეფექტი ხელს უშლის მამაკაცის ჰორმონის ნორმალურ წარმოქმნას
სიმპტომები
თქვენი დამხმარე სამედიცინო ჯგუფი დიდი ალბათობით იქნება პირველი, ვინც შეამჩნევს თქვენი შვილის ინტერსექსუალობას. ზოგჯერ ორმაგი გენიტალიების დიაგნოზის დასმა მშობიარობამდე (პრენატალურად) ხდება. მდგომარეობის სიმძიმე განსხვავდება იმის მიხედვით, თუ სქესობრივი განვითარების რა ეტაპზე მოხდა დარღვევა.
ბავშვები რომლებიც გენეტიკურად არიან მდედრობითი სქესის( ორი X ქრომოსომით) შესაძლოა აღენიშნებოდეთ:
- გადიდებული კლიტორი, რომელიც პატარა პენისს წააგავს
- დახურული სასქესო ბაგეები. სასქესო ბაგე, რომელიც შეიცავს ნაკეცებს და წააგავს სათესლე პარკს
- შეწებებულ სასქესო ბაგეებში არსებული გროვები, რომლებიც წააგავს სათესლეებს
ბავშვები რომლებიც გენეტიკურად არიან მამრობითი სქესის( ერთი X და ერთი Y ქრომოსომიტ) შესაძლოა აღენიშნებოდეთ
- მდგომარეობა როდესაც, ვიწრო მილი (სარდსადენი) , რომელშიც გადის შარდი და სპერმა არ აღწევდეს პენისის მწვერვალამდე(ჰიპოსპადიასი)
- არანორმალურად პატარა პენისი, რომელსაც შარდსადენის ხვრელი სათესლე პარკთან ახლოს აქვს
- ერთი ან ორივე სათესლის არარსებობა
- მდგომარეობა, როდესაც სათესლეები ბოლომდე არ ჩამოდის და სახეზეა ცარიელი სათესლე პარკი, რომელიც წააგავს სასქესო ბაგეებს. ამ მდგომარეობას შესაძლოა თან ახლდეს მიკროპენისი