იპოქონდრია
დაავადების აღწერა
იპოქონდრიის მქონე ადამიანს დაუსაბუთებელი რწმენა აქვს იმისი, რომ სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადება სჭირს. ეს იწვევს მრავალთვიან შფოთვას იმისდა მიუხედავად, რომ ადამიანს დაავადების არანაირი ნიშანი არ აქვს. იპოქონდრიას აგრეთვე ეწოდება იპოქონდრიაზი.
ჯანმრთელობაზე ზომიერი დარდი ჩვეულებრივი მოვლენაა, იპოქონდრია კი იმდენად ითრევს ადამიანს, რომ შეუძლებელს ხდის ადეკვატურად მუშაობას და ხალხთან ურთიერთობას.
იპოქონდრია ხანგრძლივი დაავადებაა, თუმცა არსებობს მკურნალობის მეთოდები, მაგალითად ფსიქოლოგის დახმარება, მედიკამენტები და იპოქონდრიაზე განათლების მიღება, რომლებიც დაგეხმარებათ შფოთვის შემცირებაში.
გამომწვევი მიზეზი
უცნობია თუ რა იწვევს არარსებულ დაავადებაზე უსაფუძვლო შფოთვას. ითვლება, რომ პიროვნების ხასიათი, ცხოვრებისეული გამოცდილებები, აღზრდა და თანდაყოლილი ხასიათის თვისებები თამაშობს როლს.
არსებობს მსგავსებები იპოქონდრიასა და სხვა შფოთვით აშლილობებს, მაგალითად პანიკურ აშლილობასა და ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას შორის.
სიმპტომები
იპოქონდრიის სიმტომებია:
- ხანგრძლივი შფოთვა და დარდი რაიმე სერიოზული დაავადების ქონაზე
- მსუბუქი სიმპტომების მძიმე დაავადებასთან დაკავშირება
- ექიმებთან ხშირი ვიზიტი და სამედიცინო გამოკვლევების (მრთ, კარდიოგრამა) მრავალჯერ ჩატარება
- ექიმების ხშირი ცვლა – თუ ექიმი დიაგნოზს არ დაუდასტურებს, იგი სხვა ექიმთან მიდის
- ოჯახთან და მეგობრებთან სიმპტომებზე გაუთავებელი საუბარი
- სამედიცინო ინფორმაციის გაუთავებელი ძებნა
- სხეულის ხშირი შემოწმება დაზიანებებზე
- სასიცოცხლო ნიშნების, მაგალითად წნევის და პულსის ხშირი შემოწმება
- დაავადების ქონის შიში მასზე წაკითხვის ან გაგების შემდეგ
იპოქონდრის vs. ნორმალური დარდი
ყველას, ვინც ნერვიულობს ჯანმრთელობაზე, არ აქვს იპოქონდრია. თუ გაქვთ სიმპტომები და ექიმები ვერ ადგენენ მიზეზს, ბუნებრივია, რომ შეშფოთებული იქნებით. ზოგ შემთხვევაში საჭიროა ხელახალი გამოკვლევა.
თუ თქვენ დაიწყებთ თქვენი სიმპტომების მქონე დაავადების ძებნას, დიდი ალბათობით რამეს იპოვით. მსუბუქი დაავადებს ხშირად საზიარო სიმპტომები აქვთ უფრო სერიოზულ დაავადებებთან. დღევანდელ დღეში ძალიან ადვილია ინტერნეტით ინფორმაციის მოძიება, რასაც შეუძლია თქვენი შფოთვა გააძლიეროს.
არაფერი არ არის ცუდი იმაში, რომ ჩართული ხართ თქვენ ჯანმრთელობის კონტროლში. თუმცა იპოქონდრიის ხაზს კვეთთ მაშინ, როდესაც გგონიათ, რომ რაღაც გჭირთ მიუხედავად იმისა, რომ ექიმმაც და ლაბორატორიულმა ანალიზებმაც საპირისპირო დაგიმკტიცეს.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ გაქვთ იპოქონდრიის ნიშნები ან სიმპტომები, მიმართეთ ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს. ეს გადაწყვეტილება შეიძლება თქვენი გადაწყვეტილებით ან ოჯახის წევრის რჩევით. რაღაც მომენტში ექიმმა ან ექთანმა შეიძლება გირჩიოთ ფსიქიატრთან ვიზიტი.
შეიძლება უსაფუძვლოდ გეჩვენოთ ფსიქიატრთან ვიზიტი როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ რაღაც დაავადება გჭირთ. ნუ იქნებით ჯიუტი და დაუშვით იმის შანსი, რომ შეიძლება თქვენ შიშები ფაქტებზე მეტად ემოციებზეა დაფუძნებული. ყური დაუგდეთ ოჯახის წევრების და მეგობრების რჩევებს.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაქვთ იპოქონდრიის ყველა სიმპტომი, ფსიქოლოგთან გასაუბრება თქვენი პრობლემების შესახებ არ არის ცუდი იდეა. მუდმივი დარდი ჯანმრთელობაზე ნებისმიერ შემთხვევაში დამღლელია. ფსიქოლოგთან ვიზიტმა შეიძლება შეგიმციროთ შფოთვა.
როგორ დავეხმაროთ ახლობელს
თუ გყავთ ახლობელი, რომელსაც აქვს იპოქონდრიის ნიშნები და სიმპტომები, ღიად დაელაპარაკეთ მას მისი პრობლემების შესახებ. თქვენ შეიძლება ვერ დაითანხმოთ იგი ექიმთან ვიზიტზე, მაგრამ სანაცვლოდ შეგიძლიათ გვერდში დაუდგეთ. აგრეთვე შეგიძლიათ დაეხმაროთ მას კვალიფიციური ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის პოვნით და მასთან ვიზიტის დაგეგმვით. შეთავაზეთ ექიმთან ვიზიტზე წაყოლა.