ჯიბლიბო

დაავადების აღწერა

ჯიბლიბო არის ქუთუთოს კიდის მტკივნეული შესიება. ჯიბლიბოები ხშირად ჩირქს შეიცავს. ჯიბლიბო უფრო ხშირად ქუთოთოს გარეთა ნაწილზე წარმოიქმნება, თუმცა იგი აგრეთვე შეიძლება წარმოიქმნას ქუთუთოს შიგნითა ნაწილზეც.

უმეტეს შემთხვევაში, ჯიბლიბო თავისით გაქრება 2-3 დღეში. ტკივილის და დისკომფორტის საწინააღმდეგოდ თბილი საფენი დაიდეთ თვალზე.

გამომწვევი მიზეზი

ჯიბლიბოს იწვევს ქუთუთოს ცხიმოვანი ჯირკვლების ინფექცია. ამ ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევია სტაფილოკოკური ბაქტერია.

სიმპტომები

ჯიბლიბოს ნიშნები და სიმპტომებია:

  • წითელი შესიება ქუთუთოზე, რომელიც ძირმაგარას ან მუძუკს ჰგავს
  • ქუთუთოს ტკივილი
  • ქუთუთოს შეშუპება
  • ცრემლიანობა



სხვა მდგმარეობა, რომელიც იწვევს ქუთუთოს ანთებას, არის ქალაზიონი. ქალაზიონი ვითარდება ქუთუთოს კიდეში პატარა ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად. ჯიბლიბოსგან განსხვავებით, ქალაზიონი არ არის მტკივნეული და უფრო შესამჩნევია ქუთუთოს შიგნითა კიდეზე. მკურნალობა ორივე შემთხვევაში ერთნაირია.

როდის მივმართოთ ექიმს

ჯიბლიბოების უმეტესობა არ აზიანებს თვალს და ხელს არ უშლის მხედველობას. თავიდან სცადეთ დღეში რამდენჯერმე 5-10 წუთით თბილი საფენის დადება და ქუთუთოს რბილი მასაჟი. მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ჯიბლიბო არ დაიწყებს გაქრობას 48 საათში
  • სიწითლე და შეშუპება სცდება ქუთუთოს და მოიცავს ლოყებს ან სახის სხვა ნაწილს