კანის სიმშრალე

დაავადების აღწერა

კანის სიმშრალე, როგორც წესი, არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა შეიძლება იყოს არაკომფორტული და შეუხედავი როდესაც წარმოიქმნება წვრილი ზოლები და ნაოჭები.

 

არსებობს კანის სიმშრალის თანდაყოლილი დაავადებების ჯგუფი, რომელსაც იხტიოზს უწოდებენ. იხტიოზმა შესაძლოა კანის ძლიერი დამახინჯება გამოიწვიოს. საბედნიეროდ, გარემო ფაქტორები, რომლის ნაწილობრივი გაკონტროლება შესაძლებელია, არიან მიზეზი კანის სიმშრალის უმრავლესი შემთხვევებისა. ასეთი ფაქტორებია სიცხე ან სიცივე, დაბალი ტენიანობა და ცხელ წყალში ხანგრძლივად ყოფნა.

კანის ქრონიკული და მძიმე პრობლემების შეფასება და მკურნალობა დერმატოლოგის ჩარევას საჭიროებს. თუმცა სახლის პირობებში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაძლებელია კანის დამატენიანებლების გამოყენება და კანის გამომშრობი საპნების გამოყენებისგან თავის არიდება.

გამომწვევი მიზეზი

მიუხედავად იმისა, რომ კანის სიმშრალის (ქსეროზი) მიზეზები, ძირითადად, გარემო ფაქტორებითაა გამოწვეული, მდგომარეობას ზოგიერთი დაავადებაც განაპირობებს. კანის სიმშრალის მიზეზები:

  • ამინდი. კანის სიმშრალე, როგორც წესი, ყველაზე მეტად გამოხატულია ზამთარში, როდესაც ტემპერატურა და ტენიანობის დონე ეცემა. საპირისპირო მდგომარეობაა უდაბნოს რეგიონებში, სადაც ტემპერატურა ძალიან მაღალია, თუმცა ტენიანობის დონე დაბალი რჩება.
  • სიცხე. ცენტრალური გათბობა, ღუმელები, ბუხარი და ა.შ. ამცირებენ ტენიანობას.
  • ცხელი აბაზანა და შხაპი. ხანგრძლივი, ცხელი აბაზანა ან შხაპი იწვევს კანის სიმსრალეს. მდგომარეობას აგრეთვე იწვევს ხშირი ცურვა, განსაკუთრებით დაქლორილ ბასეინებში
  • უხეში საპნები და სარეცხი საშუალებები. ბევრი პოპულარული საპონი და სარეცხი საშუალება იწვევს ტენიანობის შემცირებას კანზე. სუნის გამქრობი და ანტიბაქტერიული საპნები ყველაზე ხშირად აზიანებენ კანს. ზოგიერთი შამპუნი იწვევს სიმშრალეს სკალპის არეში.
  • მზეზე ყოფნა. მზე აშრობს კანს. მზის ულტრაიისფერი გამოსხივება აღწევს კანის ღრმა ფენებში. ყველაზე მიშვნელოვანი დაზიანება ხდება სიღრმისეულად კანში, რაც იწვევს ღრმა ნაოჭების გაჩენას და კანის ჩამოკიდებას.
  • კანის სხვა დაავადებები. არსებობს კანის სხვა დაავადებები, როგორიცაა ატოპიური დერმატიტი(ეკზემა) და პათოლოგიები, რომლის დროსაც აღინიშნება კანის უხეში, მშრალი, მკვადრი უჯრედების სწრაფი აღმოცეება, რის შედეგადაც წარმოიქმნება სქელი ქერცლი(ფსორიაზი).

სიმპტომები

კანის სიმშრალე, უმეტესწილად დროებითია და უკავშირდება მაგალითად მხოლოდ ზამთრის პერიოდს, თუმცა მდგომარეობა შესაძლებელაი მთელი სიცოცხლის განმავლობაში დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ კანის სიმშრალე ყველაზე ხშირად მკლავებზე და ფეხების ქვედა ნაწილშია გამოხატული, სიმპტომები ადამიანებს შორის განსხვავებულია. სიმპტომები აგრეთვე დამოკიდებულია ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საცხოვრებელ ადგილზე, სახლის გარეთ გატარებული დროის რაოდენობაზე და ზოგიერთ სხვა გამომწვევ მიზეზზე.

 

კანის სიმშრალის სიმპტომები:

  • კანის სიმჭიდროვის შეგრძნება, განსაკუთრებით შხაპის, ბანაობის ან ცურვის შემდგომ
  • კანის გაუხეშება
  • ქავილი
  • მსუბუქი ან ძლიერი აქერცვლა ან აფცქვნა
  • თხელი ზოლები ან ბზარები კანზე
  • ნაცრისფერი, ფერფლისმაგვარი კანი მუქი ფერის კანის მქონე ადამიანებში
  • სიწითლე
  • ღრმა ბზარები, რომლიდანაც შესაძლაო აღინიშნებოდეს სისხლდენა

როდის მივმართოთ ექიმს

კანის სიმშრალე, ძირითადად, ემორჩილება სახლის პირობებში მკურნალობასა და ცხოვრების სტილის შეცვლას. მიმართეთ ექიმს, თუ:

  • მცდელობების მიუხედავად კანის მდგომარეობა არ უმჯობესდება
  • კანის სიმშრალეს თან ახლავს სიწითლე
  • სიმშრალე და ქავილი არ გაძლევთ დაძინების საშუალებას
  • აღინიშნება ღია ჭრილობები ან ინფექციები ფხანის შედეგად
  • აღინიშნება კანზე დიდი მოცულობის ანაქერცლი